Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- "დინამომ" "ფლორას" სძლია


Recommended Posts

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" პირველი შეხვედრა გამართა ტალინის "ფლორასთან" და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში ჩვენი გუნდისთვის არც ისე სახარბიელოა და დინამოელებს მომდევნო შეხვედრაში საკმაოდ რთული მატჩი ელით. პირველი გოლი სტუმრებმა მატჩის მე–9 წუთზე გაიტანეს, გოლის ავტორი დუბიკოვი გახლდათ. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენები გააქტიურდნენ და არაერთი ხიფათი შექმნეს სტუმართა კართან. საბოლოოდ მეტოქე კარის აღება შეხვედრის 22–ე წუთზე კახელიშვილმა ულამაზესი დარტყმით შეძლო. მეორე ტაიმი ძირითადად ჩვენი უპირატესობით წარიმართა და მხოლოდ ერთ გოლს დავჯერდით. მეორე ტაიმის ერთადერთი გოლი კი ლევან ხმალაძემ 64-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, 2:1. მეორე შეხვედრა ტალინში "ლე კოქ არენაზე" 8 ივლისს გაიმართება.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...