Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მაგარი კაცია კერი კინგი

ზეაგრესია მოდის ამ ჯგუფიდან, თან მაგარი კაიფი რაარი: ვოკალისტი ვითომ ქლინს მღერის, მარა ისეთს რო რაღა ეგეთი ქლინი და რაღა სქრიმი - ხმის იოგებს არ არხევს, მონოტონურ მზაკვრულ ხმას გამოსცემს მარტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
ამათი ბასისტი მევასება მაგარი პოეტია :husein:

მაგარია სლეიერი განსაკუთრებით ბოლო დროს ყველამ ამის სმენა როგორ დაიწყო

ბოლო დროს chris illusion-ზე მნძრეველა ხალხმა დაიწყეს მოსმენ

არადა სად ძველი სლეიერი და სად ახალი... მართალია სტილი არ შეუცვლია ამ ჯგუფს არასდროს და რაც დაიწყო იმასვე უბერავს დღეს მარა ძველი ვეშები მაინც დონე იყო რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროგრესი ყოველთვის კარგია, მარა პროგრესსაც გააჩნია, 2006-ის უფრო თანამედროვე მსმენელზეა მორგებული, მარა ლომბარდო რომ დედის ფათახებს დებს ეგ უდაოა. ნუ ემვასება ეგ ალბომი რავქნა, მარა დივინე ინტერენტიონ-ზე მაგარ ალბომს ################## :chups:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
სლეიერი არი მამა! აგრესია, სიძულვილი, ძალადობა... იმენნა მეტალია მოვუტყაააააააან :) :eshmak: :eshmak: :eshmak: :eshmak:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ერთერთი უძლიერესი ალბომი ამათი [პახოდუ ავოეზე არ დევს და დაძიძგნეთ]

Slayer - God Hates Us All [2001]

დაქაჩეთ აქედან:

http://geometal.8tt.org/?p=72

საიტის რეკლამირებას ვაკეთებ, ამყევით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
  • 1 year later...

ყველა დეს ბენდზე იქონია გავლენა ამათმა პირველმა ალბომმა შოუ ნოუ მერსიმ :takodazeppe:

თვით ჩაკიც კი ამას ამბობდა

და ამიტომ ჩემი აზრით 83 წლის ალბომი საუკეთესოა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლო დროს chris illusion-ზე მნძრეველა ხალხმა დაიწყეს მოსმენ

არადა სად ძველი სლეიერი და სად ახალი... მართალია სტილი არ შეუცვლია ამ ჯგუფს არასდროს და რაც დაიწყო იმასვე უბერავს დღეს მარა ძველი ვეშები მაინც დონე იყო რა

იასნია მეც მაგ აზრის ვარ 83 წლის ალბომი ხევს ყველას ეს ახალიც კაია რა წავა

ისე მეტალ სტორმ და FINAL ქომენდ რა ძ :givi: ლიერი ვეშებია!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

1995 წლის 27 იანვარი...

ავსტრია...

ქალქი ვენა...

დღესაც მახოვს როგორ ციოდა.მეტროს ბოლო გაჩერებიდან რომ ამოვედი, უკვე წვიმდა. დარბაზი რომელშიც მოგვიანებით ჩემი ცხოვრების უდიდესი ლაივზე გაიმართა გაჩერებიდან 20-25 წუთის სავალზე იყო...

მივდივარ მეგობარ გოგონასთან ერთად და უკვე ვგრძნობ იმ დაძაბულობას რაც იმ საღამოს ჯგუფს ახლდა

დარბაზში 6 ათასამდე მსმენელი ეტევა, უკვე გამოჩნდა დახლები რომლებზედაც ჯგუფი სიმბოლიკიანი უამრავი აქსესუარი: მაისურები, ქამრები საფულეები, კეპები ბენდენები. იყიდება. მარჟვნის არყისა და ლუდის დახლებია. ლაივს რობ ფლინის Machine Head ხსნის. ეს ერთგვარისაწვავი იყო იქ შეკრებილთათვის. კონცერტი 21 საათე დაიწყო... ფლინის გიჟურმა ბანდამ 8 ბომბი ააფეთქა და მერე.....

მერე....

მერე იყო პაუზა....რუდი გიტარებს ამოწმებს... ქვრება შუქი....ველოდების მათ მას შემდეგ რაც ვენაში მათი სარეკლამო პოსტერები გამოაკრეს.... არ მჯეროდა რომ ვნახავდი მათ ვინც ჩემს და ჩემს გარშემო მყოფთა გულებში სამარადისოდ ცოცხლობდა... ლაზერის სხივს სცენის უკანა ფონზე ნელნელა ამოჰყავს უზარმაზარი ლოგო... 4 ხმალი, მე-5 კი არწივს კლანჭებით უჭირავს

შუქი ჩამქრალია მაგრამ მაინც ყველანი კარგად ვხედავთ 3 სილუეტს: ტომ არაია, კერი კინგი, ჯეფ ჰანემანი... მეოთხეც გამოჩნდა... პოლ ბოსტაფი....სიჩუმემ ვეღარ მოითმინა და დარბაზში 6 ათასი კაცის ღრიალი გაისმა : S-L-A-Y-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-E-R......

ყველა დროის ერთერთი უდიდესი მეტალ ჯგუფი ირგვლივ ვტრიალებდით.......

 

 

1981 წელს კალიფორნიაში დაარსდა ლეგენდა რომელიც იცის ყველამ უსმენს იგი კლასიკას, როკს მეტალს, ჯაზს პოპს და რეპსაც კი....

ჯგუფის გიტარისტებმა კერი კინგმა და ჯეფ ჰანემანმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Slayer. მოგვიანებიჱ კერიმ თავისი მეგობარი ტომი არაია მოიწვია ბასზე, ტომიმ დაარწმუნა მეგობარი რომ ვოკალისტობაც არ გაუჭირდებოდა და სრულ შემადგენლობას დრამერიღა აკლდა... ერთერთ რეპეტიციაზე კუბური წარმოშობის პიცის დამტარებელმა დეივ ლომბარდომ ბიჭებს თავიანთი შეკვეთა მიუტანა და სთხოვა მისი დაკვრა მოესმინათ. კანდიდატურა განიხილა და დეივი ჯგუფს შეუერთდა...

იმ დროს დეივი ძალზედ სწრაფ დრამერად ითვლებოდა, მოგვიანებით მისმა განვითრების ტემპმა პიკს მიაღწია და დღეს იგი ისეტი ლეგენდების გვერდზე იხსენიება როგორებიც ნილ პერტი, ტერი ბოზიო, ჯონ ბონემი, დაგ ოლდრიჯი კოზი პაულეი და სხვანი არიან. დეივის დიდი ლტოლვა პროგრესისადმი, ძლიერი რიტმები, ტექნიკა და მელოდიის აღქმის უნარი გახდა მიზეზი იმისა რომ იგი ჯგუფის ყველაზე პროფესიონალ წევრად ჩამოყალიბდა...

პირველ ალბომი Show No Mercy 1983 წელს გამოდის და იმავე წელს Metallica-ს Kill Em’ All-თან ერთად ხდება კალიფორნიის თინეიჯერთა მეგზური. მოგვიანებით ამ 2მა ჯგუფმა სრულიად სხვა გზით განავითრეს თავიანთი მუსიკა.

ჯგუფის იმიჯი თავიდანვე სატანიზმს ნაციზმს, მანიაკალურ გადახრებს ომსა და წარსული აჩრდილებს ეხება. ბევრი კრიტიკოსი ამაში არაჯანსაღ მიმარტულებას ხედავს. იგი დღეს მრავალ ქვეყანაში იკრძალება , მაგრამ მიანც ყველგან ძალიან პოპულარულია. სლეიერი ანარქიის, ბოროტების აგრესიის საუკეთესო მაგალითია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ოთხეული მაინც მუდმივად ავსებს დარბაზებს.

ერთერთი ინტერვიუს დროს ტომი არაია იყვის : ”მე ყოველდღე , როცა ტურნეში არ ვარ, შვილთან და ცოლთან ერთად დავდივარ ეკლესიაში. ჩემი ოჯახის წევრებიც მორწმუნე კათოლიკები არიან, თქვენ კი რატომღაც გამოუსწორებელი სატანისტი და ცუდი ადამიანი გგონივართ. მე ხომ ეს ყველაფერი ხალხის მოსაზიდად გამოვიყენე. ჯობს ყურადღება არაცემს ცხოვრებას არამედ ჩვენს მუსიკას მიაქციოთ.”

სლეიერის არსებობა 3 ეპოქად იყოფა: 1-ელი : დეივ ლომბარდოსთან ერთად (1981-91)... მე-2 დეივმა ორსული ცოლის გამო ჯგუფი დატოვა და ჯგუფში პოლ ბოსტაფი მოვიდა...მე-3 დეივი დაბრუნდა

პირველი ეპოქის დროს ჩაიწერა მსოფლიო მეტალის ისტორიაში ერთერთი უდიდესი ნამუშევარი, 29-წუთიანი Reign In Blood, რომელიც შესულია სლეიერის ისტორიაში ორი გამორჩეული ფიქსატორი- Angel Of Death და Raining Blood.

Angel Of Death დაწერა ჯეფმა, ლირიკულ ფონად სიმღერას გასდევს ამბავი მე-2 მსოფლიოს ომის დროინდელ ნაცის ექიმზე ჯოზეფ მენგელზე, რომელიც გესტაპოს ბანაკებში ებრაელებზ ექსპერიმენტებს ატარებდა. ტყვეებს აჭრიდა სხვადასხვა ორგანოს და აკვირდებოდა თუ რამდენს ხანს გაძლებდნენ ისინი.

ამას მოყვა კრიტიკის ტალღა - ჯგუფს ფაშიზმში ადანაშაულებდნენ და ამის გამო რამოდენიმე ფესტივალზე ვერ გამოვიდნენ.

სიხლის წვიმა....... დეივის მონოტონური რიტმი, მერე კი ჯეფის გიტარა აფეთქდება, შეიდს კერიც და ტომიც. მისი ნებისმიერი გადასვა , ეს ხომ ცოცხალი,ძლიერი და ფენომენალურია ??????

2005 წელს კი როდესაც დეივი დაბრუნდა ლაივებზე მართლაც რომ სისხლის წვიმა მოდიოდა, თვად ლომბარდო კი ყოველი ლაივის ბოლო ინსტრუმენტებს ამტვრევდა.....

და ამის შემდეგ იყო.... იყო ის რაც მე ყველაზე ძალზედ მიზიდავს.... ლამაზი, აღმოსავლური ინტროთი გაფორმებული South Of Heaven , რომელმაც სლეიერი უფრო ღრმა და საინტერესო გახადა. ამისი აღწერა უბრალოდ შეუძლებელია, ამას უნდა მოუსმინოთ და შემდეგ ისევ უნდა მოუსმინოთ და კიდევ...... კიდევ მოუსმინოთ...

სიმღრას შევეშვათ და მივადგეთ 1990 წელს.... ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ალბომი Seasons in the Abyss.... სწორედ ეს არის ის რის გამოც სლეიერმა ჩვენს გულებში დაიმკვირდა ადგილი...ალბომიც სლეიერისეულად იწყება... War Ensemble- დეივის გენიალური დრამინგი, რთული სტრუქტურა და ბოლოს ტომის ყვირილი : W-A-A-A-A-A-A-A-A-A-A-A-R

მერე იყო ლაივი დეივთან ერთად და დასრულდა პირველი ეოპქა. მოვიდა პოლი...სიმღრა Bloodline რომელიც ფილმ ”დრაკულას” საუნდტრეკი გახდა ისევე როგორც მატი მთლიანი ალბომი - ”ღმერთს ყველანი ვძულვართ”

და დასასრული...... სიმღერა Angel Of Death და კერი დარბაზში მედიატორებს ყრის, ტომი ყვირის - ”Thank You So Fuckin’ Much”, ჯეფი სცენიდან გადის და მელვე შემოდის ”ჰაინეკენის” დიდი შეკვრით, რომლის ბოთლებსაც ხალხში ისვრის. პოლ ბოსტაფი კი შემდეგ იხდის ხელთათმანს, მარკერით ხელს აწერს, ეს აქსესუარი ერთერთ ფანს დარჩება, შმედეგ სცენიდან ჯოხებს ყრის,........ და პოლი მაყურებელს ემშვიდობება.

 

ერთ-ერთ0 ჯოხი დრეს თბილისშია, მფლობელის წიგნის თაროზე დევს და ალბათ ყოველ შეხედვაზე იხსენებს შემდეგ კი ალბათ 1986 წლის ალბომს რთავს....40-წამიანი გიტარისტ ინტრო... მერე კი ტომი ღრიალებს....Auschwitz, The meaning of pain, the way that I want you to dire… Slow Death, immence Decay, Showers, The Cleanse You And Your Life…

 

გაზეთი 24 საათი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

სლეიერი არი მამა! აგრესია, სიძულვილი, ძალადობა... იმენნა მეტალია მოვუტყაააააააან :) :eshmak: :eshmak: :eshmak: :eshmak:

 

თვით სატანა ესწრება ხოლმე მაგათ კონცერტებს :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი მეზღაპრე ჯგუფია :)) საერთოდ თკვენ მეტალისტები მაგარი მეზღაპრეები ხართ. :)) თან მუსიკას კი არა ხმაურს უსმენთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...
  • 3 months later...
მიყვარს ეს ხალხი ^^
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...