Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ევროსასამართლოს მითითება საქართველოს ხელისუფლებას


Recommended Posts

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურის განცხადებაზე რეაგირება მოახდინა. ევროსასამართლოს გამოხმაურება საქართველოს ხელისუფლებისა და ცოტნე გამსახურდიას მიმართ რამდენიმე მითითებას მოიცავს.

 

2010 წლის 26 ივნისს ქეთი ბექაურმა, სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების შესახებ განაცხადით მიმართა: ”ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, მივმართეთ სასამართლოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცოტნე გამსახურდიას აღმოუჩინოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მსჯავრდებულის დამცველებს მასთან შეხვედრის საშუალება მისცეს.”

 

ევროსასამართლომ განმცხადებელს მითითების ტექსტი 29 ივნისს გამოუგზავნა.

 

”საქართველოს მთავრობას მიეთითა, რომ მოათავსოს იგი (ცოტნე) სავადმყოფოში გაუარესებული ჯანმრთელობის სარეაბილიტაციოდ, ცოტნეს ადვოკატები შეფერხების გარეშე დაუშვან მსჯავრდებულთან”, - ამბობს ქეთი ბექაური.

 

ევროსასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ევროსასამრთლომ საქართველოს მთავრობას 21 ივლისამდე ცოტნე გამსახურდიას სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. ”დროებითი ღონისძიება არის შესასრულებლად სავალდებულო,”- განმარტა ბექაურმა.

 

ევროსასამართლომ ცოტნე გამსახურდიასაც მიუთითა, შეწყვიტოს შიმშილობა. ქეთი ბექაური ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდია უკვე სამოცდამეათე დღეა შიმშლობს.

 

ქეთი ბექაურის თქმით, დროებითი ღონისძიებები, ძირითად, საჩივარზეა მიმაგრებული, რომელიც 2010 წლის 4 მაისს სტრასბურგში გაიგზავნა და მინიჭებული აქვს სახელი ”გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ.”

 

ცოტნე გამსახურდიას დამცველები სტრასბურგში ევროკონვენციის მე-5 მუხლის (უკანონოდ დაკავება) დარღვევას ასაჩივრებენ.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...