planetanews Posted July 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2010 განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს სასწავლო ჟურნალების განახლებული ნიმუში - ელექტრონული ჟურნალები წარუდგინა. ჟურნალი ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის შეიქმნება - I-IV და V-XII კლასელებისთვის და მომავალი სასწავლო წლიდან შევა სკოლებში. დიმიტრი შაშკინის თქმით, ახალი ჟურნალები უფრო სამართლიანი და გასაგები იქნება მოსწავლეებისთვისა და მათი მშობლებისთვისაც: `პედაგოგებს უფრო მეტი დრო ექნებათ, რომ მოსწავლეების რეალური ცოდნა შეაფასონ და არ დაკარგონ დრო პროცენტების გამოთვლით. იცვლება შეფასების სისტემა, რაც აძლევს პედაგოგს საშუალებას, რომ უკეთ შეაფასოს მოსწავლის ცოდნა.~ ახალი სისტემის მიხედვით, მოსწავლეების ცოდნა სამკომპონენტიანი სისტემით შეფასდება: საკონტროლო წერით, საშინაო დავალებებით და შემაჯამებელი შემოწმებით. სამივე კომპონენტს თანაბარი დატვირთვა ექნება შეფასების დროს. ყოველი დღის ბოლოს, მოსწავლის მიერ სხვადასხვა საგანში მიღებული ქულები და გაცდენები დაჯამდება. ხოლო ქულების პროცენტულად გამოთვლის საჭიროება მოიხსნება. ნანა ჯოჯიშვილი, 32–ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალების გამარტივება მისაღებია, თუმცა ჟურნალის ახალ ვარიანტში საგნის თემა არ ფიქსირდება: `ახალ ჟურნალში არ ფიქსირდება, თუ რა თემებს გავდივართ წლის განმავლობაში, რაც გააკონტროლებდა ერთის მხრივ ჩემს მუშაობას - რომელ თემაზე ვართ და როგორ დაძლიეს ესა თუ ის თემა ბავშვებმა. ამიტომ მასწავლებლებს ამისთვის დამატებითი ჟურნალების შექმნა დაგვჭირდება~. მარინა გოგიშელი, მე-12 სკოლის ქიმიის მასწავლებელი ამბობს, რომ პედაგოგებს ძველი ნიშნების გამოყვანის წესი ბევრ სიძნელეს უქმნიდა: `გამოსაყვანი იყო პროცენტები და ხვედრითი წილები, საბოლოო ჯამში, უაზრო შრომა მასწავლებლისთვის. ახალ ვარიანტში უფრო გაიოლებულია ამ მხრივ მუშაობა. თავიდან იქნება აცილებული ზედმეტი ნიშნების შეტანაც.~ შეხვედრაზე პედაგოგებმა საკუთარი შენიშვნებიც წარმოადგინეს, რასაც განათლების სამინისტრო ჟურნალების საბოლოო სახის შემუშავებისას გაითვალისწინებს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts