Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჰოჯსონი ვარსკვლავებს ვერ ელევა


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01670/roy-hodgson_1670858c.jpgახალმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა უდიდესი თხოვნით მიმართა სტივენ ჯერარდსა და ფერნანდო ტორესს, რომ არ დატოვონ კლუბი და მისცენ შანსი მათთან ერთად მუშაობისა.

 

პრესაში უფროდაუფრო დაბეჯითებით იწყებენ წერას, რომ სტივი ჯის ცოტაღა დარჩენია “რეალ მადრიდში” გადასვლამდე. ამას კი როი ვერაფრით ეგუება და telegraph.co.uk -ის სტატიას თუ წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ მისთვის სტივის დარჩენა უმთავრესი პრიორიტეტია.

 

ინგლისელი მწვრთნელი ახლახანს დაინიშნა ოფიციალურად “ლივერპულის” მენეჯერის პოსტსზე. მისი წლიური ხელფასი კი £3 მილიონია.

 

როი გუშინ ღამით შეხვდა სტივენ ჯერარდსა და ჯეიმი კარაგერს და პირველად გაესაუბრა მათ, როგორც მწვრთნელი. ორივე ფეხბურთელი გახარებულია ამ არჩევანით, რომ ჰოჯსონი მათი მწვრთნელი გახდა, თუმცა რამდენად იმოქმედებს ეს სტივის მოამვალზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

“სტივისთვის ახლა რთული პერიოდი დგას. მას სურს, რომ მისი კლუბი ნახოს წინ გადადგმული ნაბიჯებით, იხილოს ახალი კვალიფიციური ფეხბურთელები.” (სტივი უკვე 30 წლისაა და ბოლო წლებს ატარებს დიდ კლუბში. ძალიან მაცდურია მისთვის ახლა “სამეფო კლუბის” შემოთავაზებაზე უარის თქმა, უარის თქმა იმ გუნდიდან, რომელზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ისიც ხომ ადამიანაი და თავისი ამბიციები გააჩნია: ავტ)

 

“ის [სტივი] ძალიან ჭკვიანია და მე მხოლოდ გარანტიებით ვერ დავტოვებ კლუბში.”

 

“ჩემი სამუშაოა, რომ ავუსხნა სტივს, რისთვის ვარ აქ. იმედი მაქვს, ის იმდენად ერთგულია კლუბისა და ფანებისა და იმდენად აინტერესებს ჩემთან ერთად მუშაობა, რომ დარჩება კლუბში.”

 

სტივმა თავის პირველ ინტერვიუში ჰოჯსონის დანიშვნისას განაცხადა, რომ კლუბმა მართლაც სწორი არჩევანი გააკეთა. მისი თქმით ის მთლიანად ენდობა მას.

 

ჯერ-ჯერობით ტორესისთვის ინტერვიუს ჩაწერა ვერ ხერხდება, რადგან ის სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.

 

წყარო: telegraph.co.uk

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...