Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კლინტონის მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg

 

ვაშინგტონი – სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღმოსავლეთ ევროპასა და არასტაბილურ კავკასიის რეგიონში იმოგზაურებს. კლინტონის მისია რეგიონში მოკავშირეების დამშვიდებას ემსახურება, რომლებსაც აშშ–რუსეთის გააქტიურებული ურთიერთობები აშფოთებთ.  

 

კლინტონის დღის წესრიგში მთავარი საკითხი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დამთბარი ურთიერთობების განმარტება იქნება რეგიონის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კონტროლს ექვემდებარებოდნენ.

 

ამერიკულ–რუსული ურთიერთობები გასულ კვირაში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის აშშ–ში ვიზიტის დროს კიდევ უფრო განმტკიცდა.      

 

როგორც ჩანს, კავშირებს არაფერი ავნო შეერთებულ შტატებში ცივი ომის სტილში რუსული აგენტების მხილებამ.

 

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნაკლებად აგრესიულია ვიდრე მისი წინამოდრბედი ჯორჯ ბუში მოსკოვისთვის ორი მთავარი გამაღიზიანებელი საკითხის კულტივირებაში. ესენია: აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემასთან დაკავშირებული გეგმები, და ნატოს ექსპანსია მასში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებით რუსეთის საზღვრებისკენ.       

 

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ გორდონმა განაცხადა, რომ აშშ–ს მოკავშირეებმა რეგიონში აშშ–რუსეთის უფრო ძლიერ ურთიერთობებზე არ უნდა ინერვიულონ.

 

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ვინმესთვის პრობლემაა“, – განაცხადა გორდონმა. „თუკი ჩვენს რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ვინმე წუხს, ჩვენ ამ საკითხს მათთან სიამოვნებით განვიხილავთ“.

 

ვაშინგტონს სურს „ისეთი აზროვნების დაძლევა“, როდესაც ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა „უნდა აირჩიონ აპირებენ პრო–რუსულები იყვნენ თუ პრო–ამერიკულები“, – თქვა გორდონმა.

 

კლინტონი სომხეთის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებული რეგიონის მთიანი–ყარაბახის პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებაში დახმარებასაც გეგმავს, სადაც არსებული ინფორმაციით მიმდინარე ბრძოლებში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაიღუპა.

 

დაძაბულობამ რეგიონის სტატუსის ირგვლივ გაყინული მოლაპარაკებების პირობებში იმატა, მას შემდეგ რაც ერევნის მიერ მხარდაჭერილი სომეხი სეპარატისტები 1990–იანი წლების დასაწყისის ომში ბაქოს კონტროლს გამოყვნენ.

 

როგორც დაგეგმილია, პარასკევს კლინტონი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავა, და თავის მოგზაურობას ორშაბათს თბილისში დაასრულებს, მანამდე გაჩერდება კრაკოვში, ბაქოსა და ერევანში.

 

კიევში კლინტონი გახსნის აშშ–უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც გულისხმობს  თანამშრომლობის გაფართოვებას ისეთი საკითხების დონეზე, როგორებიცაა ენერგეტიკა და ვაჭრობა, უსაფრთხოება და თავდაცვა, და კულტურული გაცვლები.

 

ის შეხვდება პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინ გრიშჩენკოს, ასევე არასამთავრობო ჯგუფებს და დამოკიდებელი მედიის წარმომადგენლებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ფილიპ ქროულიმ.     

 

კლინტონი წარუძღვება დემოკრატიული სახელმწიფოების თანმეგობრობის დაფუძნების 10 წლისთავის ღონისძიებას, ორგანიზაციის, რომელიც აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა და მისმა კოლეგამ ბრონისლავ გერემეკმა 2000 წელს დააარსეს.

 

ის ასევე გამართავს მოლაპარაკებებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან.

 

მოგზაურობის დროს აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართელოში ის შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ორმხრივი საკითხების, ასევე რეგიონში მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებულ თემებს.  

 

გორდონის თქმით, კლინტონი „უკმაყოფილოა“ ურთიერთობებით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს და საქართველოს შორისაა, რომელსაც ვაშინგტონი მხარს უჭერს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ კვირაში განაცხადა, რომ თბილისი მზადაა რუსეთთან კავშირების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებისთვის, რაც კონფლიქტის შემდეგ შეწყვეტილია.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...