Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დასაშლელია ეს პარლამენტი???

 

პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის მცდელობაზე ალაპარაკდნენ

21:28 01-07-2010

პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის მცდელობაზე ალაპარაკდნენ .

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ახალი ფრაქციის შექმნის საკითხის განხილვა საპარლამენტო ოპოზიციაში მიმდინარეობს. კერძოდ, პარლამენტის კულუარებში საუბრობენ, რომ მას შემდეგ, რაც კონსტანტინე გამსახურდიას დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას დაასრულებს, დღის წესრიგში გამსახურდიას მიერ "სხვა თანამდებობის" დაკავების საკითხი დადგება და მიმდინარე მოლაპარაკებების თანახმად, ახალ ფრაქციაში გამსახურდიამ ვიცე-სპიკერის თანამდებობა უნდა დაიკავოს.

ახალ ფრაქციაში კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად ასევე მოიაზრებიან დამოუკიდებელი დეპუტატი პეტრე მამრაძე და ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრები დიმიტრი ლორთქიფანიძე და გურამ ჩახვაძე, თუმცა, მამრაძის ამ ფრაქციაში გაერთიანების შესაძლებლობა, ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იმ შემთხვევაში, თუ ლორთქიფანიძე და ჩახვაძე ახალ ფრაქციაში გადავლენ, მაშინ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა, პარლამენტში იმაზეც საუბრობენ, რომ გია თორთლაძეს ფრაქციას "არავინ დაუშლის და რამე მოხერხდება".

პარლამენტში ფრაქციის შექმნას 6 დეპუტატი სჭირდება,

ეს რაღა უბედურებაა??!!??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

თუმცა, პარლამენტში იმაზეც საუბრობენ, რომ გია თორთლაძეს ფრაქციას "არავინ დაუშლის და რამე მოხერხდება".

პადოშას ამ ბოლო დროს მანდამაინც არ სწყალობენ.ის აცხადებდა რომ პარტიაში 32 000 კაცი ყავს და თბილისში 1342 ხმა აიღო, მართალია რეგიონებში ცოტა ჩაუყარეს, თუმცა უმნიშვნელო.ამიტომ არაა გამორიცხული პრაქციის გარეშე დარჩეს, დღეს ის არავის არ სჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გია თორთლაძეს ფრაქციას "არავინ დაუშლის და რამე მოხერხდება".

ეს საქართველოა :დ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ახალ ფრაქციაში გამსახურდიამ ვიცე-სპიკერის თანამდებობა უნდა დაიკავოს.

ეს რაღა უბედურებაა??!!??

:007: :007: :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...