Jump to content
Planeta.Ge

"საქართველო ქართველებისთვის" ნაცისტური ლოზუნგი არ არის !

Recommended Posts

"საქართველო ქართველებისთვის" ნაცისტური ლოზუნგი არ არის

"საქართველო ნაცებისთვის" ქართული ლოზუნგი არ არის

"არაქართველებს" საქართველოსთვის ცოტა სიკეთე გაუკეთებიათ?

შერეულ ოჯახებს რა ელით, მაინტერესებს თქვენეული ხედვა :018:

  On 7/2/2010 at 8:48 AM, shamili said:

ნუ ავურევთ რა ერის სისხლში ათასი რჯულის სისხლს.

................................................

ძალიან ცუდი ჰაზრები გაწუხებს ქართველო

ასეთი მიდგომა კატასტროფის ტოლფასია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს საქართველოსთვის

აბსურდ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Quote
ნუ ავურევთ რა ერის სისხლში ათასი რჯულის სისხლს.

ათასის შემდეგ აკლია სიტყვები - ჩამოთრეული და ბინძური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბო ტფილელი იყო უჯიშო და ვარძელაშვილია ჯიშიანი ქართველი?

ან ეს თუნდაც, კრედიტოვიჩი პადოშავაი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 7/2/2010 at 10:40 AM, Siknadmo said:

აბო ტფილელი

ეგ რომელი აბო ტფილელი? საკუთარ სარწმუნეობას რომ უღალატა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი პატივცემულო shamili, გაეცანი ამ განცხადებას:

ჩავუშოღლუმ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოდან ჯარის გაყვანისა და სეპარატისტული რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა

15:02 - 01.07.2010

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოდან ჯარების გაყვანისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ჩავუშოღლუმ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერთან ბორის გრიზლოვთან შეხვედრისას კრემლს შეუსრულებელი ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენა.

არ ჯობია ახლა ამისთანა თურქი ნოღაიდელისთანა ქართველს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

  On 7/2/2010 at 8:48 AM, shamili said:

მე არცერთი არაქართველი ერის გაყრას არ მოვითხოვ და არ ვეთანხმები საქართველოდან ( მშვიდობიანი მოსახლეობის ), მე ერთადერთ რაღაცას ვამბობ, იცხოვრონ ბატონო საქართველოში, ოღონდ ქართველ ერს ნუ ვუწოდებთ მათ.

ამაში გეთანხმებით. ყველას ვინც საქართველოში ცხოვრობს, ქართველს ვერ ვუწოდებ. საქართველოს მოქალაქე კი ბატონო მაგრამ არა ქართველი.

სტუმარზე და ა.შ ზედმეტი იყო. არიან საქართველოს მოქალაქეები რომლებსაც შეიძლება ეს ქვეყანა ზოგიერთ ქართველზე მეტად უყვარდეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სომეხს ქართველი ვუწოდო

Edited by Blaugranator
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 7/2/2010 at 10:46 AM, Saturn said:

ეგ რომელი აბო ტფილელი? საკუთარ სარწმუნეობას რომ უღალატა?

საკუთარ სარწმუნოებას ღალატობენ კარიერისთვის და კომფორტული ცხოვრებისთვის,

აბო კი ნებაყოფლობით წავიდა სასაკლაოზე,

ის დადგა სუსტების მხარეზე, მოღალატეები კი პირიქით იქცევიან, მერკანტილური ან სხვა რაიმე ქვენაგრძნობა ამოძრავებთ

  On 7/2/2010 at 12:14 PM, Blaugranator said:

shamili

ამაში გეთანხმებით. ყველას ვინც საქართველოში ცხოვრობს, ქართველს ვერ ვუწოდებ. საქართველოს მოქალაქე კი ბატონო მაგრამ არა ქართველი.

სტუმარზე და ა.შ ზედმეტი იყო. არიან საქართველოს მოქალაქეები რომლებსაც შეიძლება ეს ქვეყანა ზოგიერთ ქართველზე მეტად უყვარდეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სომეხს ქართველი ვუწოდო

თუ არ ვცდები ფორუმის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ,

გუბაზის სიტყვებია რომ ის ქართველ ერში გულისხმობს ყველას, ვინც ჩვენი საზოგადოების ნაწილია ეროვნების მიუხედავად,

სხვათა შორის ასე იყო საქართველოში ფეოდალიზმის ეპოქაშიც კი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

  On 7/2/2010 at 12:20 PM, Siknadmo said:

საკუთარ სარწმუნოებას ღალატობენ კარიერისთვის და კომფორტული ცხოვრებისთვის,

მიზეზებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ. ფაქტია რომ მან უღალატა საკუთარ სარწმუნოებას. მე კი არ მაქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით, პრინციპში მკიდია ვისაც სად უნდა იქ ილოცოს, მაგრამ პირიქით რომ ექნა ანუ ქრისტიანობაზე ეთქვა უარი, დარწმუნებული ვარ რომ ანათემას გადასცემდით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

  On 7/2/2010 at 12:22 PM, Siknadmo said:

თუ არ ვცდები ფორუმის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ,

გუბაზის სიტყვებია რომ ის ქართველ ერში გულისხმობს ყველას, ვინც ჩვენი საზოგადოების ნაწილია ეროვნების მიუხედავად,

რა ვქნა ეხლა, გუბაზას თავისი აზრი აქვს, მე ჩემი :givi: ყველაფერში ვერ დავეთანხმები

მე არ ვამბობ რომ ვინმე რამენაირად უნდა შევზღუდოთ, დისკრიმინაცია უნდა გავუწიოთ ან რამე ასეთი. უბრალოდ არ მომწონს ეს ზედმეტად ლიბერასტული მიდგომა ამ საკითხისადმი. ყველას ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრებს ეწოდება საქართველოს მოქალაქე და არა ქართველი, ჩემთვის ესეა. აქ ვცხოვრობთ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანლები, რუსები, ბერძნელი, ებრაელები რომლებიც საქართველოს ჩვენს სამშობლოდ ვთვლით და ყველას გვევალება გვიყვარდეს და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ანუ რა გამოდის, მე რომ ეხლა ინგლისში წავიდე და მოქალაქეობა მივიღო, ინგლისელი ვიქნები? :007: ნწუ :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 7/2/2010 at 12:36 PM, Blaugranator said:

მე ასიმილაციის მომხრე ვარ :yes: ნუ, რა თქმა უნდა, კულტურულად,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველ შემთხვევაში ეროვნულობის წინა პლანზე დაყენება ეს ზიანს მიაყენებს ქართულ ეთნოსს

უფრო სწორად ეთნიკურობის,

თორემ რაც შეეხება ეროვნულ ინტერესებს რა ტქმა უნდა,

პირველ რიგში საქ. მოქალაქეთა ეკონომიკური ინტერესები უნდა დავიცვათ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

  On 7/2/2010 at 12:36 PM, Blaugranator said:

მე რომ ეხლა ინგლისში წავიდე და მოქალაქეობა მივიღო, ინგლისელი ვიქნები?

დიახ. იქ მიღებული სტანდარტებით ინგლისელი იქნები. მაგრამ თქვენ როგორ გინდათ იცი? კარგი ცხოვრება გინდათ, კარგი სასამართლო, კარგი პოლიცია, კარგი ხელფასები, ისეთი როგორც იმ ნორმალურ ქვეყნებშია, მაგრამ ეგ ყველაფერი მხოლოდ ისეთი მენტალიტეტით მიიღწევა, როგორიც იქ აქვს იმ ხალხს. გურჯულ-მურთაზული მიდგომით კი ის სახელმწიფო შეიძლება გქონდეთ, სადაც ახლა ცხოვრობთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  On 7/2/2010 at 2:57 PM, Saturn said:

გურჯულ-მურთაზული მიდგომით კი ის სახელმწიფო შეიძლება გქონდეთ, სადაც ახლა ცხოვრობთ.

შენ გინდა თქვა რომ ცუდ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? ანუ მიშამ ვერ გაგვანათლა საბოლოოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 7/2/2010 at 12:23 PM, Saturn said:

Siknadmo

მიზეზებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ. ფაქტია რომ მან უღალატა საკუთარ სარწმუნოებას. მე კი არ მაქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით, პრინციპში მკიდია ვისაც სად უნდა იქ ილოცოს, მაგრამ პირიქით რომ ექნა ანუ ქრისტიანობაზე ეთქვა უარი, დარწმუნებული ვარ რომ ანათემას გადასცემდით :givi:

ტიპიური, ნაცმოური, სწორხაზოვანი აზროვნების ნიმუშია

მოქნილობა და პლასტიკა გაკლიათ :yes:

აზროვნება, ეს არის პროცესი რომელიც თავისუფალია კლიშეებისგან,

რაც შეეეხება ანათემას, თუკი ადამიანი ხდება სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელი და პირდაპირ აცხადებს

ამის შესახებ მას ვერანაირად ვერ გადასცემენ ანათემას :no:

ანათემა ეკლესიისგან მოკვეთას ნიშნავს და როგორ მოკვეთავენ ადამიანს ეკლესიას თუკი ის უკვე სხვა აღმსარებლობისაა

  On 7/2/2010 at 2:57 PM, Saturn said:

Blaugranator

გურჯულ-მურთაზული მიდგომით კი ის სახელმწიფო შეიძლება გქონდეთ, სადაც ახლა ცხოვრობთ.

ბატონო სატურნ, გასაგებია რომ თქვენე გურჯულ-მურთაზისეული მიდგომა არ გაგაჩნიათ, მაგრამ სად ცხოვრობ?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...