Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- "ზესტაფონმა" "ფაეტანო" გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე ადგილი დაიმკვიდრა


Recommended Posts

დღეს, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ზესტაფონმა" საკუთარ სტადიონზე "ფაეტანოს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა სტუმართა გუნდი და ამ გამარჯვებით იმერულმა გუნდმა შემდეგ ეტაპზე ადგილი დაიმკვიდრა, სადაც სლოვაკუთ "დუკლას" შეხვდება. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს და აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ოთხი წუთის ინტერვალში გავიდა. პირველი გოლი გელაშვილმა მატჩის მე-20 წუთზე გაიტანა, სამ წუთში კი კვლავ გელაშვილა გამოიჩინა თავი, ხოლო 24–ე წუთზე კი ჯაბა დვალმა სამამდე გაზარდა ანგარიში. მეორე ტაიმში კი ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს. დვალმა 64–ე წუთზე დუბლი გაიფორმა, ხოლო შეცვლაზე შემოსულმა გორგიაშვილმა 90-ე წუთზე გაიტანა მეხუთე გოლი. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 8 ივლისს სან–მარინოში გაიმართება.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...