planetanews Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 2 ივლისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი სამეცნიერო აკადემიის ბიბლიოთეკის ვებგვერდის პრეზენტაციას მოაწყობს. თსუ-ის II კორპ., I სართ., იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა 2 ივლისს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგებს შეხვდება და სასკოლო ჟურნალის წარმოების ახალ ელექტრონულ ვარიანტს წარუდგენს. მის: უზნაძის ქ. №52 2 ივლისს, 11:00 საათზე, ადვოკატი ქეთი ბექაური პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო”. მის: წინამძღვრიშვილის ქ. #49 (ქეთი ბექაურის საადვოკატო ბიურო) 2 ივლისს, 11.00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონიო მილოშოსკის შეხვდება. 2 ივლისს, 11.00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მის: პეკინის გამზ. #4, “საქსტატის” შენობა 2 ივლისს, 12:00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში “სანგუკო” და “კონტროლს სტუდიო” წარმოადგენს მეორე ფილმს “თამაში”. ფილმის შესახებ რეჟისორი ნიკა მაჩაიძე, გუკა რჩეულიშვილი, ნატალია ბერიძე, ჩუბიკა, ბახალა და მარი ბოკერია ისაუბრებენ. 2 ივლისს, 12:00 საათზე, ბანკ ~რესპუბლიკას~ თანამშრომლები იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლს ჩააბარებენ. 2 ივლისს, 12:30 საათზე, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის ტერიტორიულ სამსახურში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართავს. თემა: “ბათუმის ტერიტორიულ სამსახურში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია გახდა შესაძლებელი”.მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #4 2 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ~კავკასიაში~ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის პროცესი განახლდება. 2 ივლისს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “ღია მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს”. 2 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტის სესია გაიმართება. 2 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს და ევროსაბჭოს მონიტორინგის თავმჯდომარეს, მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო მილოშოსკის შეხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 2 ივლისს, 14:00 საათზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ბიუროსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შორის კორპორატიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.მის: თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის მე-10კმ 2 ივლისს, 14.00 საათზე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა”. მის: გალაკტიონის ქ. #20, “კავკასიური სახლი” 2 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია _ `ინფორმაციული წიგნიერება 2010″, გაიმართება. მის: ი. ჭავჭავაძის #32, A კორპუსი, 101–ე აუდიტორია. 2 ივლისს, 15.45 საათზე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონიო მილოშოსკის შეხვდება.მთავრობის კანცელარიის V სართული 2 ივლისს, 16.00 საათზე, სატელევიზიო პროექტ `სტუდენტური დემოკრატიისა~ და საქართველოს 16 უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსის V სართულზე, საშობაო დარბაზში, გაიმართება `სტუდენტური დემოკრატიის~ დაჯილდოების ცერემონია, სადაც 2009-2010 სასწავლო წლის `ყველაზე დემოკრატიული უმაღლესი სასწავლებლის” ტიტულის მფლობელი გუნდი გამოვლინდება. საკონტაქტო პირი ნინო კაჭარავა, ტელ: 898 55 99 27 2 ივლისს, 17.00 საათზე, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიღომში, აშშ-ის საელჩოში მიღება გაიმართება. 2 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ სარდაფში სპეციალური პედაგოგიკის მიმართულების სტუდენტები შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდებთან ერთად მადონას `ინგლისის ვარდების” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენენ.მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32 2 ივნისს, 18:30 საათზე, “ევროპულ სახლში” გაიმართება კონფერენცია ევროპის გაფართოების თემაზე, რომელსაც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი დაესწრება. მის: თავისუფლების მოედანი #1 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts