one Posted March 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 20, 2008 ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
takome Posted March 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2008 არა სიცოცხლე არა სიკვდილიარამედ რაღაც სხვა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2008 ხო გრანელი მამა ნამდვილად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted March 25, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2008 და მჰერა სიცოცხლის სხეულს გარაშე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Smiley Posted March 26, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2008 ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრიწუხელ ოცენაბს ცისკენ მივყავდიმე დავდიოდი შენს სახლის ირგვლივდა შენ ძვირფასო სხვაგან იყავიდა იკო ბაგი და თეთრი სკამიმე ვისვენებდი ქროდნენ ქარებიდა იყო წამი ცისფერი წამიდა იყო წამი სხვა გარინდების ჩემი ყველაზე საყვარლეი პოეტია პრეზენტაციაც კი დავწერე მასზე მერე დავდებ ბიოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted March 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2008 ბიოგრაფია დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში "მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო "ნუცუბიძის კურსების" სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917-1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: "სამგლობიარო ხაზები", 1921, "სულიდან საფლავები", 1922, "Memento Mori", 1924, "ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80-იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი "ტერენტი გრანელი" ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში "არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2008 ვგიჟდები ტერენტიზე გაზაფხული ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარიდა ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარიდა უფრო ნათელი დღეები მოდიან. მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალიდა ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის. და მგონია ბედი ქარში დამარხული,მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,როგორც სიარული და როგორც დაღალვა. 1923 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 9, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2008 კაკრას გუშინ ვიყავით საფლავზე მერე სახლში რომ მოვედი სულ იმის ლექსს ვიმეორებდიმე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ ამას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted May 9, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2008 მეც მინდა საფლავზე წასვლა რამდენი ხანია უკვე... წერეთელზეა ხო ეკლესიასთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 9, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2008 კი, ადვილი მოსაძებნია შეხვალ და სულ პირდაპირ... სურათიც არის მისი ) აუ დავიგრუზე ეხლაც რომ გამახსენდა... 10-დან 5-მდე მუშაობს, შემდეგ ხუთშაბათსაც მივდივარ თუ გიორგი დავძარი ადგვილიდან...კიდე ინანიშვილის, სულაკაურის, რამიშვილისა და სუხიშვილის საფლავები ვნახეთ მერე გამოგვყარა ერთმა ქალამა იკეტებაო გული დამწყდა იაშვილის და ასათიანის საფლავი რომ ვერ ვნახე http://i022.radikal.ru/0805/b0/a5dd5be12a47.jpg ეს აქ უნდას იყოს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted May 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 ტერენტის დღიურიდან ერთი დღე. 7 აპრილი დილით მივდივარ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ვხვდები მღვდელს კანდელაკს. მიცნო დარაჟმა ჩიტაძემ.დავდივარ საფლავებს შორის და ვფიქრობ მოდის ორი ეტლი, დავინახე ბავშვის პატარა კუბო. ცხედარი დაასვენეს ეკლესიაში, მე შევედი და მიცვალებული ბავშვის წინაშე პირჯვარი გადავიწერე... და მე ვხედავდი, თუ როგორ ეძინა პატარა ბავშვს კუბოში და ცხედარს ვუმზერდი დიდხანს. ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი იდგა გარშემო. დავტოვე ეკლესია და დავიწყე ფიქრი ქარზე, თუმცა ქარი არ ქროდა სრულიად... გადავხედე ახლობელ მიდამოს და მომაგონდა შარშანდელი მზიანი დღე, როდესაც მე პირველად ვნახე სასაფლაო...დავბრუნდი სრულიად უიმედო და გულდაწყვეტილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted June 1, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2008 ტერენტი მაგარია ჩვენ დავდგით ტერენტის საღამო სკოლაში ძალიან მაგარი გამოვიდა ხალხი ტიროდა. (მეც ვმონაწილეობდი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted June 1, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2008 მერე რა ქენით? ლექსები წაიკითხეთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted June 2, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2008 კი ლექსები წავიკითხეთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
psychosophie27 Posted June 18, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2008 ჩემი უსაყვარლესი პოეტი. კარგად მახსოვს პირველად როდის გავეცანი მის პოეზიას.სკოლაში ვსწავლობდი ჯერ კიდევ პატარა ვიყავ მაშინ და ერთ მსაჰიობთა თეატრიდან მოიტანეს ბილეთები ტერენტი გრანელის საღამოზე. რომ მივედი სიურპრიზი იყო პირდაპირ თუ რა იყო მაგრამ ჩემი საყვარელი მსახიობი მურმან ჯინორია კითხულობდა მის ლექსებს. დღესაც მახსოვს ის დაუვიწყარი 2-3 საათი და გრანელის დაუვიწყარი ლექსი და არა მარტო ერთი ლექსი: "აქ ყვავულებიც მოიპოვება,ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.ჩემი ცხოვრება არის პოემა,ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.