Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge თბილისი წნეხის ქვეშაა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/newsweek.jpg

 

ოუენ მეთიუსი

 

 

ვაშინგტონის მოსკოვთან დამეგობრებას ერთი აშკარა მსხვერპლი ჰყავს: საქართველო.

 

2008 წლის ზაფხულში, საქართველო მის ყოფილ იმპერიულ პატრონ რუსეთთან ომში ჩაება, რათა ორი სეპარატისტული რესპუბლიკა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაებრუნებინა, და დასავლეთის სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით კი შეერთებულმა შტატებმა, მას მხარი დაუჭირეს. როდესაც რუსეთმა ამ ორი პროვინციის ოკუპაცია მოახდინა, ვიცე–პრეზიდენმტა დიკ ჩეინიმ თბილისში იმოგზაურა, რათა დაეგმო რუსული „აგრესია“ და მხარში დადგომოდა საქართველოს დასავლეთში–განსწავლულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა კი სასწრაფოდ განაცხადა, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს სუვერენული ნაწილია (ის, რაც ობამამ ცოტა მოგვიანებით გააკეთა).

 

დღეს, სიტუაცია განსხვავებულია: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პრო–დასავლური რეჟიმების მხარდაჭერისა და საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების კამპანია – შეწყდა. ამის ნაცვლად პრეზიდენტმა ობამამ პრიორიტეტად დაისახა ის, რასაც მისი თანაშემწე მაიკლ მაკფოლი შემდეგნაირად აღწერს: „ჯანმრთელი სამუშაო ურთიერთობები რუსეთთან“. ორმა ქვეყანამ საერთო ენა გამონახა ბირთვულ თანამშრომლობაში, ირანის სანქციებზე და ანტისარაკეტო თავდაცვაზეც კი, და გასულ კვირაში ობამა–მედვედევის მეგობრული სამიტი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ქვეყნების ურთიერთობებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დემონსტრირება გახლდათ.

 

თუმცა ამის მისაღწევად, ობამას სააკაშვილისადმი ამერიკული სოლიდარობის შემცირება მოუხდა. გასულ თვეში თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია „აღარ შეიძლება განიხილებოდეს დაბრკოლებად“ კონგრესის მხრიდან აშშ–რუსეთის ბირთვული–თანამშრომლობის პაკტის რატიფიკაციისას. და ნატო–საქართველოს კომისიას დღემდე არ დაუსახავს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისთვის კონკრეტული მიზნები (შესაძლებლობა, რომელიც მოსკოვს აღიზიანებს), რაც იმის მკაფიო სიგნალია, რომ პროცესების დაჩქარებას თავად ნატო არ ჩქარობს. რუსეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ახლახანს საკუთარ პარლამენტს განუცხადა, რომ მას სჯერა, რომ 2009 წლის აშშ–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება (ბიზნესში, ტექნოლოგიასა და პოლიტიკაში თანამშრომლობის გეგმა) „აშშ–ს წარსული პოლიტიკის გადმონაშთია“. იმავდროულად, ფრანგები უკვე მიუახლოვდნენ მოსკოვისთვის სამხედრო ხომალდების მიყიდვის გადაწყვეტილებას, იმ ხომალდების, რომელთა გამოყენებასაც რუსული ფლოტი აფხაზეთის დასაცავად აპირებს.           

 

საერთო ჯამში კი, თბილისი თავს საშინლად ოზლირებულად გრძნობს. არ არის გასაკვირი, რომ საააკაშვილმა რეგიონში მხარდაჭერის განმტკიცებისთვის მეზობლებს მიმართა. გასულ თვეში, მან დედაქალაქში თურქეთის პრემიერ–მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს თბილად უმასპინძლა და მათ მხოლოდ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე არ უსაუბრიათ (როგორიცაა მაგალითად, რკინიგზის ხაზი თბილისიდან  ყარსამდე (თურქეთი), რომელმაც საქართველო ევროპას უნდა დააკავშიროს): თურქეთი ასევე საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია; ეს ორი ქვეყანა წელს უვიზო რეჟიმის შემოღებასაც გეგმავს.                          

 

თუმცა, შესაძლოა უფრო დიდი სიურპრიზი თბილისი–თეირანის მზარდი ურთიერთობები იყოს. აქტიური დიპლომატიური ვიზიტების კულმინაცია გახდა ივლისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოტაკის თბილისში მოგზურობა, რასაც თეირანში ორმხრივი ეკონომიკური კომისიის შექმნის მიზნით თეირანში საქართველოს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის ვიზიტი მოჰყვა.

 

დღის წესრიგშია ქართულ ჰიდროელექტროსადგურებში ირანული ინვესტიციების განხორციელება, ირანში საქართველოს ქარის ელექტროსადგურების პროექტები და უვიზო რეჟიმის შემოღება ორ ქვეყანას შორის. არცერთი არ არღვევს გაეროს სანქციების რეჟიმს. მაგრამ ირანელებმა, რომლებსაც რეგიონში მეგობრების შეძენის იდეა ამოძრავებთ, თბილისს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის გაცვლითი ვიზიტიც შესთავაზეს, მაგრამ ჯერ–ჯერობით ამერიკელებთან წინააღმდეგობის შიშით თბილისი მსგავსი წინადადებისგან თავს იკავებს.   

 

დღემდე, ვაშინგტონს თბილისი–თეირანის რომანზე კომენტარი არ გაუკეთებია, განაცხადეს რა რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მისი პირადი საქმეა. „შესაძლოა ვაშინგტონი არ იყოს ირანის თემით აღფრთოვანებული, მაგრამ პრაგმატულ დონეზე, ამერიკელებს ესმით, რომ საქართველოს მის მეზობლებთან კარგი ურთიერთობები სჭირდება“, – ამბობს ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (თბილისი) პრეზიდენტი. ირანი გვერდითაა და გეოგრაფიის იგნორირებას ვერ მოახდენ“.

 

ქართველი ჩინოვნიკებიც უმალ ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველო–ირანის ურთიერთობების განვითარება „არანაირად არ გულისხმობს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლას, ეს არ ეწინააღმდეგება არც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მის პრიორიტეტულ მიზნებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. რონდელის თქმით, სინამდვილეში ირანთან თანამშრომლობის მიზეზი ვაშინგტონსა და ირანს შორის კონფრონტაციის განმუხტვაცაა, რადგან ეს მტრობა რუსეთს (რომლის ხმაც გაეროს უშიშროების საბჭოში ობამას უკიდურესად სჭირდება) ვაშინგტონზე გავლენის უამრავ ბერკეტს აძლევს – ეს არის ის, რისიც საქართველოს ეშინია. მაგრამ იმავდროულად, თბილისი აშკარად თავის დაზღვევას ცდილობს, როდესაც რეგიონში ახალ მეგობრებს იძენს – იმ შემთხვევაშიც თუკი ისინი ამერიკის მეგობრები არ არიან.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...