planetanews Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 30 მაისს მსოფლიო ”სოციალური მედიის დღეს” აღნიშნავს. სოციალური მედიის 150-მდე მომხმარებელმა ეს დღე საქართველოშიც აღნიშნა. სოციალური მედიის დღე Mashable.com-ის ინიციატივით ეწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-გვერდის მონაცემებით, 30 მაისს სოციალური მედიის დღე 92 ქვეყანაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა იზეიმა. საქართველოში სოციალური მედიის დღე პირველად ჩატარდა. შეხვედრა საღამოს 6 საათზე იყო დანიშნული. მთაწმინდის ამფითეატრში შეკრებილმა ადამიანებმა Mashable.com-ის დამფუძნებელ პეტ კაშმორის ვიდეომისალმება მოისმინეს. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ექვსმა ბლოგერმა პრეზენტაციები წარადგინა შემდეგ თემებზე: გოჩა გაბოძე - "ადრეული სოციალური ქსელები" ლადო ლომიძე - "დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!" გიორგი გიორგაშვილი - "კორპორატიული ბლოგინგი" მარი ტალახაძე - "რატომ ტვიტერი?" საბა ლეკვეიშვილი - "მედია ბანკის პრეზენტაცია" დავით ჯიშკარიანი - "Social Media ROI" სოციალური მედიის დღის აღნიშვნა 3 საათი გაგრძელდა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts