planetanews Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 http://premierfootball.files.wordpress.com/2009/06/roy-hodgson.jpg მას შემდეგ რაც უკვე ოფიციალურად გახდა როი ჰოჯსონი ლივერპულის მთავარი მწვრნთელი, ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ ძალიან ვრცელ და საინტერესო სტატიებს მის წარსულზე, კარიერაზე და ზოგადა მის პიროვნებაზე… პირველ რიგში კი მისი კარიერის მნიშვნელოვან თარიღებს გადავავლოთ თვალი… 1976 წლის ივლისი – 28 წლის როი ინიშნება შვედური კლუბის, ჰამსტადის მენეჯერად. 1977 წლის მაისი – პირველი წარმატება ჰოჯსონისთვის, მან ჰამსტადს ისტორიაში პირველად მოაგებინა შვედეთის ჩემპიონატი 1979 წლის მაისი - უკვე მეორე საჩემპიონო ტიტული ჰამსტადში. რის შემდეგაც როი ბირსტოლ სიტიში გადადის მთავარი მწვრნთელის ასისტენტად 1982 წლის იანვარი – როი ინიშნება ბრისტოლ სიტის მთავარ მენეჯერად 1982 წლის აპრილი – ჰოჯსონი ტოვებს ბრისტოლს, მას შემდეგ რაზ ზედიზედ 20 მატჩში მხოლოდ 3 გამარჯვება მოაპოვებინა გუნდს… 1983 წლის ივლისი – ბრუნდება შვედეთში და მუშაობას იწყებს კლუბში – ორებრო 1985 წლის ივნისი – როი გადადუს ახალ კლუბში – მალმოში, სადაც ზედიზედ 5-ჯერ იგებს ჩემპიონის ტიტულს 1990 წლის ივლისი - ჰოჯსონი შვეიცარიის კლუბ ნეუჩატელ ხამაქსის ბოსი ხდება 1992 წლის იანვარი – როი ინიშნება შვეიცარიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 1993 წლის მაისი – შვეიცარია მისი დახმარებით 1966 წლის შემდეგ პირველად გადის მსოფლიო ჩემპიონატზე 1994 წლის ივლისი – როის გმირად რაცხავენ შვეიცარიაში, რადგან ნაკრები მერვედფინალამდე გაიყვანა 1995 წლის აპრილი – შვეიცარია გადის ევრო 96-ზე 1995 წლის ოქტომბერი – როი ჰოჯსონი ინიშნება ინტერის მთავარ მწვრთნელად 1995 წლის ნოემბერი – როი ტოვებს შვეიცარიის ნაკრებს 1997 წლის მაისი - მილანის ინტერი სერია ა-ში იკავებს მესამე ადგილს და გადის უეფას თასის ფინალშიც, სადაც შალკესთან პენალტების სერიაში მარცხდება 1997 წლის მაისი - როი გადადგა მილანის იტნერის ბოსის პოსტიდან 1997 წლის ივნისი – როი სათავეში უდგება ბლექბერნს 1998 წლის მაისი – ჰოჯსონის მეთაურობით ბლექბერნი იკავებს მეექვსე ადგილს პრემიერლიგაში და გადის უეფას თასზე 1998 წლის დეკემბერი – ტოვებს კლუბს შუა სეზონში, მას შემდეგ რაც ბლექბერნი პრემიერლიგის ფსკერზე დაეშვა 1999 წლის მაისი – ბრუნდება მილანის ინტერში, როგორც დროებითი მენეჯერი მხოლოდ 1 თვით 1999 წლის ივლისი – ინიშნება შვეიცარიული კლუბის, გრასჰოფერზის მთავარ მწვრთნელად 2000 წლის ივლისი - გადადის დანიურ კლუბ კოპენჰაგენში 2001 წლის მაისი – კოპენჰაგენი იგებს დანიის ჩემპიონატს 2001 წლის ივლისი – ბრუნდება იტალიაში, მაგრამ ამჯერად უდინეზეს მენეჯერად 2001 წლის იანვარი – 6 თვიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს უდინეზეს 2002 წლის აპრილი – დაინიშნა არაბეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2004 წლის იანვარი – გაანთავისუფლეს არაბეთის ნაკრებიდან “გალფის” თასზე წარუმატებელი თამაშის გამო 2004 წლის მაისი – როი ხდება ნორვებიული კლუბის, ვიკინგის მენეჯერი 2005 წლის აპრილი – ჰოჯსონი თანხმდება გახდეს ფინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2007 წლის ნოემბერი – როი გადადგა პოსტიდან მას შემდეგ, რაც ფინეთი ვერ მოხვდა ევრო 2008-ზე 2007 წლის დეკემბერი – ჰოჯსონი ხდება ფულჰემის მთავარი მწვრთნელი 2008 წლის მაისი – ფულჰემი ინარჩუნებს ადგილს პირველ დივიზიონში 2009 წლის მაისი – ფულჰემი სეზონს ასრულებს მეშვიდე პოზიციაზე, რაც მათ ისტორიაში საუკეთესო შედეგია და გადის უეფას თასზე 2010 წლის მარტი – მისი მეთაურობით, ფულჰემი ამარცხებს იუვენტუსს 4-1 და გადის ევროპის ლიგის მეოთხედ ფინალში 2010 წლის მაისი – ინგლისის მწვრთნელთა ასოციაცია ჰოჯსონს ანიჭებს წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს 2010 წლის მაისი – ფულჰემი დამატებით დროში 2-1 მარცხდება ევროლიგის ფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან 2010 წლის 1 ივლისი – როი ჰოჯსონი ოფიციალურად ინიშნება ლივერპულის ახალ მთავარ მწვრთნელად View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts