planetanews Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 http://www.bbc.co.uk/blogs/philmcnulty/2010/03/07/royhodgson595.jpg ლივერპულს უკვე რიგით 18-ე მწვრთნელი ყავს. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს როი ჰოჯსონის შესახებ, რაც მის ახლოს გაცნობაში დაგეხმარებათ. ბატონი როი უკვე 34 წელია მწვრთნელად მუშაობის და ამ პერიოდში მან გამოიარა 6 ქვეყანის 12 სხვადასხვა კლუბი და 3 ეროვნული ნაკრები. თავადჰოჯსონი თავის განვლილ გზას უამრავი აღმართის და დაღმართის გამო რუსი მხატვრის, კანდინსკის შემოქმედებას ადარებს ხოლემ. აი ჩემს მიერ ამორჩეული მისი ერთ-ერთი ნახატიც:http://audreycipullo.files.wordpress.com/2008/12/kandinsky.jpg როის მხატვრული გემოვნება უკვე ასე თუ ისე გავიგეთ. რაც შეეხება ლიტერატუას, მისი საყვარელი მწერალი ფილიპ როთია, ასევე მოსწონს მილან კუნდერის და ჯონ აპდაიკის ნაწარმოებები… (ნეტა “დიდოსტატის მარჯვენა” თუ აქვს წაკითხული?)როი ამავდროულად პოლიგლოტიცაა, ინგლისურის გარდა ის სრულად ფლობს იტალიურს, შვედურს და ნორვებიულს. ასევე კარგად საუბრობს გერმანულად, დანიურად, ესპანურად, ფინურად და ფრანგულად… ასე რომ მას ლივერპულის ლეგიონერებთან ენის მხრივ პრობლემები არ ექნება…ჰოჯსონი ოთხჯერ იყო უეფას ტექნიკური სწავლების ჯგუფში და ერთხელ ფიფაშიც. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც კი იყო იგი მიწვეული უეფას ტექნიკურ გუნდში.მიუხედავად ფულჰემში მიღწეული უდიდესი წარმატებებისა, როი საკუთარი კარიერის მწვერვალად მაინც პირველ კლუბში მიღწეულ შედეგს მიიჩნევს. მან 28 წლის ასაკში კლუბ – ჰამსტადში ნამდვილი საოცრება მოახდინა და ისტორიაში პირველად მოაგებინა გუნდს შვედეთის ლიგა. როგორც თავად ამბობს მან ჰამსტადში წყალის ღვინოდ გადაქცევის ტოლფასი საქმე გააკეთა…როი საკმაოდ პირდაპირი ადამიანია. მან ერთხელ ფულჰემში ყოფნისას დეილი ტელეგრაფს ასეთი ინტერვიუ მისცა: “როცა მე ვესაუბრები აგენტებს. ისინი ყოველთვის მეუბნებიან რომ მათი კლიენტი ფეხბურთელები ბავშვობიდან ოცნებობენ ფულჰემში თამაშზე და რომ მათ სიგიჟემდე უყვართ ეს კლუბი. სინამდვილეში კი რეალობა სხვანაირია, უბრალოდმათ ცოლებს სურთ ფულჰემში შოპინგებზე სიარული და ახალი ნივთების შეძენა. როცა მოლაპარაკება აგენტებთან ხელფასის კითხვამდე მიდის. ისინი მაშინვე ჩუმდებიან და საათობით ფიქრობენ. უბრალოდ არ მესმის რატო გვაკარგვინებენ ან თავად რატო კარგავენ დროს.”როის ძალიან უყვარს მოგზაურობა. გარდა იმ ქვეყნებისა სადაც იგი მწვრთნელის რანგში ყოფილა, იგი ხშირად ცდილობს გაემგზავროს უცხო ადგილებში, “მე არ მიყვარს მთელი დღე სასტუმროში უაზროდ ჯდემა. ხშირად გავდივარ გარეთ, რათა დავათვალიერო ღირშესანიშნავი ადგილები და შემოვიარო ეკლესიები.” – აცხადებს როიჰოჯსონი ასევე გატაცებულია ფილმებითაც. მისი ერთ-ერთი ფავორიტია ჯერარ დეპარდიეს ახალი ჰიტი – “მომღერალი”როი უკვე კარგად გაეცნო ლივერპულის ისტორიას და ქალაქი კულტურას, ისევე როგორც მისი მეუღლე – შეილა ჰოჯსონი… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts