Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) 10 ფაქტი ახალ სპონსორზე


Recommended Posts

http://i.bnet.com/blogs/standard-chartered-miw-01.png

 

დღეს, 1 ივნისს უკვე ოფიციალურად დასრულდა კარსლებრგის 15 წლიანი თანამშრომლობა მერსესაიდელებთან და წითლების მაისურზე მისი ადგილი Standard Chartered -მა დაიკავა.

 

- “ჩარტერული ბანკი” დაარსდა 1853 წელს ბომბეიში. შემდეგ კი ფილიალები გახსნა კალკუტასა და შანხაიში. 1863 წლიდან კი კომპანიამ სახელი გადაირქვა – Standard Bank

- 1969 წელს ჩამოყალიბდა უკვე კომპანია Standard Chartered, რომელმაც გააერთიანა ბრიტანული სტანდარტ ბანკი სამხრეთ აფრიკაში და ჩარტერული ბანკები ინდოეთში, ავსტრალიასა და ჩინეთში.

- კომპანიის მთავარი საერთაშორისო ოფისი ლონდონის ფინანსურ ცენტრში მდებარეობს

- დღესდღეობით ბანკს 1500-მდე ფილიალი აქვს მთელს მსოფლიოში და გადის დაახლოებით 70 ქვეყნის ბაზარზე.

- ბანკში მომუშავე ადამიანთა რაოდენობა 75000-ს აღწევს და სულ 125 განსხვავებული ეროვნების ადამიანი მუშაობს Standard Chartered-ში. (ერთი ქართველი როგორ ვერ იქნება?!)

- Standard Chartered არის ერთ-ერთი იმ სამი ბანკიდან რომელიც არსებობს ჰონკ კონგში და ერთადერთი ბანკი ფოლკლენდის კუნძულებზე…

- თავისი 150 წლის იუბილის აღსანიშნავად გასულ წელს Standard Chartered -მა მოაწყო პირველი “HKD150″ აქცია ქველმოქმედებისთვის…

- Standard Chartered ასპონსორებს ყოველწლიურ მარათონებს ჯერსიში, ნაირობიში, ბენგკოკში, დუბაიში, სინგაპურში, ჰონკ კონგში, ბომბეში, ფოლკლენდის კუნძულებზე და კუალა ლუმპურში

- 2009 წელს Financial Times-სმა Standard Chartered შეიყვანა ბრიტანეთის ყველაზე ძლიერი ბრენდების ხუთეულში და 15-ეულში მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებს შორის

- წელს Standard Chartered-მა ახალი სლოგანი გამოაქვეყნა: “Here for good”, რაც ასახავს მათ ფასეულობებს და დამოკიდებულებას თანამშრომლებთან, კლიენტებთან, სხვა კომპანიებთან და საკუთარ ფილიალებთან… იმედი მაქვს უკვე საკუთარ კლუბთანაც…

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...