planetanews Posted June 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2010 http://media07.kyte.tv/store/010/07/bor/1006/30/14/2506248-728062-kay_460_334.jpg?v=1167609600000&h=79884188b3ed00cc464eddbb75c5009b მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მწვრთნელთა ისტორია ლივერპულში ჯორჯ კეიმ დაიწყო. კაცმა, რომელიც მანჩესტერში დაიბადა და ლივერპულში არის დაკრძალული. იგი წითლების სათავეში 1936 წლიდან 1951 წლამდე იყო. “დიდი სამამულო ომის” შემდეგ პირველად ინგლისის ჩემპიონიც 1946-47 წლების სეზონშიც სწორედ მისი ლივერპული გახდა… ომის დამთავრების შემდეგ მან საკმოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მთელი შემადგენლობა ა.შ.შ-სა და კანადაში წაიყვანა გასვლით ვარჯიშებზე. დღესდღეობით ეს ჩვეულებრივი მოვლენაა (ამ ზაფხულს ლივერპულელები შვეიცარიაში ივარჯიშებენ), მაგრამ იმ პერიოდში ეს ინოვაცია იყო. საბოლოოდ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. მერსესაიდელები უფრო კარგად იყვნენ ფიზიკურად მომზადებულნი და პირველივე სეზონი ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ პრემიერლიგური ტრიუმფით დაასრულეს… მანვე მოიყვანა გუნდში ახალგაზრდა მცელი – ბობ პისლი, რომელიც მომავალში ლივერპულის ლეგენდარული მწვრნთელი გახდა. ჯორჯ კეიმ კი ენფილდური კარიერა 1951 წელს შეწყვიტა და სამი წლის ლივერპულში გარდაიცვალა. მანჩესტერელმა მენეჯერმა ლივერს რიგით მეხუთე ინგლისის თასი მოაგებინა… ეს კი ერთ-ერთი უძველესი ფოტო ლივერპული – საუთჰემპტონის მატჩიდან… http://s40.radikal.ru/i089/1006/0d/bbe71dfd9f9b.jpg ლივერპულის შემდეგი მენეჯერი – დონ ველში, რომელიც კლუბს 1951-56 წლების სეზონში მართავდა იყო ერთადერთი მწვრნთელი ლივერპულის ისტორიაში, რომელიც კლუბმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით “გააგდო”. 1954 წელს ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად მისი ხელმძღვანელობით ლივერპული ინგლისის მეორე დივიზიონში გადაბარგდა. ამას თან დაერთო ისიც, რომ იმავე წელს ევერტონი გადმოვიდა პირველ ლიგაში. ბატონ დონ ველშის გუნდი ახლოს იყო პრემიერლიგაში, მაშინდელ “ინგლისის ფეხბურთის პირველ ლიგაში” დაბრუნებასთან, მაგრამ სეზონი კვლავ მეორე დივიზიონში დაასრულა და ლივერპულის ბოსებმაც ველშს ენფილდიდან გასასვლელი კარისკენ მიუთითეს… http://media02.kyte.tv/store/010/02/bor/1006/30/14/2506273-728062-welsh.jpg_460_334.jpg?v=1167609600000&h=401fbc1d00299ac674fcb47c769d605f ლივერპულის მესამე მწვრთნელი ფილ ტეიოლორი გახდა. იმ დროისთვის ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც წითლებში 18 წელი გაატარა, 1936-54 წლებში ითამაშა და 312 მატჩი ჩაატარა. კარიერის დასრულებისთანავე იგი ლივერპულის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 2 წლის შემდეგ კი მერსესაიდელთან მთავარ მწვრთნელადაც დაინიშნა. სამწუხაროდ მანაც ვერ გაამართლა იმედები და ვერ დააბრუნა ლივერპული პირველ დივიზიონში. ერთ-ერთი წარუმატებელი სეზონის შემდეგ მან Liverpool Echo -სთან ინტერვიუში განაცხადა: “მე ვიცი თუ რა დიდია ლივერპულის ხელმძღვანელების მწუხარება, რადგან გუნდი ვერ გადავიდა პირველ დივიზიონში, მაგრამ ეს მწუხარება ჩემს განცდებთან ვერც კი მოვა. ლივერპულის მთავარ ლიგაში დაბრუნება ჩემი ცხოვრების მიზნად ვაქციე. მე ჩემი სული და გული ჩავდე ამ მიზნისთვის ბრძოლაში და ენერგიის უკანასკნელ მისხალამდე ვმუშაობდი კლუბში. სამწუხაროდ ჩემი თავგანწირვა არ აღმოჩნდა საკმარისი და ვფიქრობ დროა კლუბი ახალმა მწვრთნელმა ჩაიბაროს, იქნებ მას გაუღიმოს ბედმა და მისი ხელით დაბრუნდეს ლივერპული ინგლისის პირველ დივიზიონში.” ამ განცხადების შემდეგ იგი გადადგა ლივერპულის მენეჯერის პოსტიდან და ნამდვილად მართალიც იყო, რადგან მისი ადგილი ლეგენდარულმა – ბილ შენკლიმ დაიკავა… http://media01.kyte.tv/store/010/01/bor/1006/30/14/2506272-728062-img006_460_334.jpg?v=1167609600000&h=0c6cc786996763e7a85730ab9701b2c7 პ.ს. მეორე ნაწილში სწორედ ბილ შენკლიზე ვისაუბრებთ. ეს სტატიების სერია საკმაოდ ვრცელი იქნება და გთხოვთ კომენტარები არ დაუშუროთ. ვფიქრობ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ ლივერპულის ისტორიაზე… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts