planetanews Posted June 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2010 დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის "დინამომ" და ტალინის "ფლორამ" ივარჯიშეს. თავდაპირველად ეროვნულის მოედანზე ესტონელებმა წაივარჯიშეს, რომლებმაც 18:00 საათზე დაიწყეს ვარჯიში და ზუსტად ერთ საათს გასტანა. უნდა ითქვას, რომ ტალინური გუნდი არ გამოირჩევა ტექნიკით, თუმცა ფიზიკური მომზადება ნამდვილად არ დაეწუნებათ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მათი ვარჯიში 19:00 საათზე დაიწყო და ესტონელთა მსგავსად ერთი საათი გაგრძელდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელები საკმაოდ კარგად არიან ხვალინდელი მატჩისთვის მზად და რაც მთავარია განწყობაც ჩინებულია. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დინამო - ფლორა ხვალ, 18:00 საათზე ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და ბილეთის ფასი 3 და 5 ლარი ეღირება. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts