planetanews Posted June 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2010 ის ერთ დღეს უბრალოდ გაუჩინარდა, არავის არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, - ასე იწყება იმ ფილმის გმირის ისტორია, რომლის პრეზენტაციაც დღეს კინოს სახლში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა'' გამართა. დოკუმენტური ფილმი ,,დაწიოკება საქართველოს სახელით'' საქართველოს ეთნიკურად ოსი ორი მოქალაქის ისტორიას გვიამბობს. ფილმის მიხედვით, გიორგი ხეთაგური 2006 წლის ოქტომბერში გაუჩინარდა. სამი წლის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო მისი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. როგორც შემდეგ გაირკვა ხეთაგური ქართველმა სამართალდამცავებმა მაღაზიიდან გამოსვლისას დააკავეს, ერთი აბი სუბოტექსის შეძენის ბრალდებით გაასამართლეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა ხეთაგური არასოდეს ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი. ფილმის გმირი ყვება, რომ მას გათავისუფლების სანაცვლოდ საქართველოს ძალოვანი უწყებების სასარგებლოდ ცხინვალში აგენტურულ საქმიანობას სთავაზობდნენ, რადგან ის იცნობდა ედუარდ კოკოითსა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჰქონდა. ხეთაგური გარიგებას არ დათანხმდა და 3 წელი საპყრობილეში გაატარა. ფილმის მეორე გმირი ხათუნა ჩარაევა თბილისში ნიგოზის გასაყიდად ჩამოვიდა, თუმცა ის უეცრად ყალბი 30 000 დოლარის ტრანსპორტირების ბრალდებით დააკავეს. ჩარაევას საქმე მკაცრად გასაიდუმლოვდა, დღემდე ის გრიფით საიდუმლოდ ითვლება. ,,ეს ადამიანი ორჯერ გაუჩინარდა. ერთხელ, როცა თბილისში უეცრად დააკავეს და მეორედ მაშინ გაქრა, როცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს'', - ამბობს გიორგი ჯანელიძე ფილმის ავტორი. როგორც ფილმშია აღნიშნული, ბოლოს საქართველოს ხელისულებამ ცხინვალს ჩარაევა ტყვეებში გაუცვალა. ,,აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქე, ქართული პასპორტის მფლობელი და ახალგორის მკვიდრი გადაეცა ცხინვალს, როგორც ტყვე'', - ამბობს ჯანელიძე ,,მე, როგორც ჟურნალისტი დავინტერესდი ჩარაევას საქმით, რადგან ვიცოდი, რომ ქართულ-ოსური ადმინისტრაციების საზღვარზე ე.წ. ,,ბრალდებებით'' დაკავება ხშირად ხდებოდა. ვიფიქრე, რომ ესეც არ გავდა რეალურ ბრალდებას. ბევრი მასალა მოვიძიე, ვესაუბრე მის ნათესავებს. ჩანდა,რომ ეს ადამიანი იყო არა სისხლის სამართლის დამნაშავე, არამედ ეთნიკური მსხვერპლი '', - ყვება რეზონანსის ჯურნალისტი მარიამ ოთარაშვილი. ოთარაშვილი იყო პირველი ჟურნალისტი რომელიც ამ საქმით დაინტერესდა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა'' ფილმი ევრაზიის თaნამშრომლობის ფონდისა და ევროკავშირის დაფინანსებით გადაიღო. მუშაობა უკვე მიმდინარეობს ფილმის მეორე ნაწილზე. როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის'' ხელმძღვაელი, უჩა ნანუაშვილი ამბობს მსგავსი ფაქტები ბევრია. ,,ჩვენი მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმ დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოში ეთნიკური ოსების მიმართ ხდება'', - განმარტავს ნანუაშვილი. დოკუმენტური ფიმლი 40 წუთს გრძელდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts