FIORENTINO Posted August 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2008 საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" სახალხო დამცველი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მოუწოდებს, უარი თქვათ რუსულენოვანი მუსიკალური კლიპი Россия 2008 ეთერში გაშვებაზე. სახალხო დამცველის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 26 აგვისტოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ და 27 აგვისტოს "კურიერის" გამოშვებების შემდეგ გადაიცა რუსულენოვანი მუსიკალური კლიპი Россия 2008, ავტორი თემო რცხილაძე, შემსრულებელი ზურაბ დოიჯაშვილი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რუსული ე.წ. ბლატნოი ფოლკლორის ტრადიციებით შექმნილ სიმღერის ტექსტში რუსოფობული შინაარსის "შუღლის ენის" შემცველი და რუსი ხალხის უკიდურესად შეურაცხმყოფელი აშკარა ფრაზებია გამოყენებული. ტექსტის ავტორი რუს ხალხს ადანაშაულებს რუსეთის იმპერატორის მკვლელობაში, ყველა რუს ადამიანს აიგივებს "სკინჰედთან" - ფაშისტებთან და სხვ. ასევე რუსი ხალხის მიმართ სიმღერის რეფრენის სახით გამოყენებულია არგოტიზმები: "мать вашу", "Путин имеет страну", "на фиг вам абхазы, осетины, грузины" და სხვ. "კლიპი წარმოადგენს ეროვნული ნიშნით შუღლის, ქსენოფობიის, შეურაცხყოფის აღმაშფოშფოთებელ ნიმუშს, შესაბამისად ამგვარი მედია პროდუქციის ტირაჟირება შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული შუღლის გაღვივების დაუფარავ მცდელობად", - აღნიშნულია სუბარის მიმართვაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.