planetanews Posted June 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2010 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების“ საჩივარი წარმოებაში განსახილველად მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დარეგისტრირებულია ნომრით 18135/10, სახელით– „ღურჭუმალიძე საქართველოს წინააღმდეგ.“ მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე–პრეზიდენტმა მაია ლიპარტელიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ: „სახელმწიფოს მხრიდან პროფკავშირების მიმართ დაირღვა „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ 87–ე და 98–ე კონვენციები. ასევე, „ადამაიანის უფლებათა ევროპული კონვენცია,“ რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის რატიფიცირებული. ასევე, დაირღვა „ევროპის სოციალური ქარტია,“ რომელიც პროფკავშირების უფლებებს ეხება.“ მასწავლებელთა პროფკავშირმა ევროსასამართლოს პირველად 2010 წლის 25 მარტს წარუდგინა საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ. პროფკავშირებში ამბობენ, რომ საქმე აღიძრა თბილისის მე–10 სკოლის დირექტორის ბელა ხუბუტიას მიერ მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენლებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის საფუძველზე. მაია ლიპარტელიანის განცხადებით, ბელა ხუბუტიამ განათლების სამინისტროს მითითებით პროფკავშირის წარმომადგენლები თავის წევრებთან შეხვედრაზე არ შეუშვა. მისივე თქმით, პროფკავშირებმა სტრასბურგის სასამართლოს ადგილობრივ ინსტანციებში გასაჩივრების შემდეგ მიმართეს „პირველ ეტაპზე გავასაჩივრეთ განათლების სამინისტროში, რადგან ზემდგომი ორგანოა. სამინისტრომ, რა თქმა უნდა, არ დაადასტურა ეს ფაქტი. შემდეგ გავასაჩივრეთ სასამართლოში, ამოვწურეთ ყველა ინსტანცია და ამის შემდეგ მივმართეთ ევროპის სასამართლოს“, - ამბობს ხუბუტია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts