Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსი აგენტები ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/telegraph.jpg

 

მიურეი ვორდროფი

 

სავარაუდო რუსი საიდუმლო აგენტები, რომლებიც FBI-იმ დააპატიმრა და რომლებიც საიდუმლო ჯაშუშური მისიის შესრულებაში ეჭვმიტანილნი არიან, ქალაქის გარეუბნის ბინადრის ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ნათქვამია სასამართლო დოკუმენტებში.

 

10 ბრალდებული, მათი უმეტესობა წყვილები, ე.წ. ”არალეგალები”, დადანაშაულებულნი არიან იმაში, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურებისათვის მუშაობდნენ. ყალბი იდენტობების საფარქვეშ ისინი  აშშ-ს მთავრობის უმაღლეს წრეებში შეღწევას ცდილობდნენ.

 

ნათქვამია, რომ ისინი რიგითი მოქალაქეების როლში სხვადასხვა ქალაქის გარეუბნებში ბინადრობდნენ, მათ შორის, ნიუ-იორკში, სიეტლსა და ბოსტონში – ზოგიერთი მათგანი 1990-იანი წლებიდან.

 

მათ ნორმალური სამუშაოები ჰქონდათ, ყავდათ ბავშვები და ზოგიერთი იმასაც ცდილობდა, რომ ბინა ეყიდა, რათა ამერიკულ ოცნებაში ცხოვრების შთაბეჭდილება შეექმნა.

 

მაგრამ რეალურად მათი ამოცანა საბჭოთა ეპოქის მემკვიდრე ორგანიზაციისთვის, SVR-ისთვის აშშ-ს მთავრობის შესახებ  ინფორმაციის შეკრება იყო – მათ შორის იყო  ინფორმაცია ბირთვული ირაღისა და  შეირაღებათა კონტროლის, ირანისა და CIA-ს ხელმძღვანელობის შესახებ, ნათქვამია პროკურატურის დოკუმენტებში.

 

იტყობინებიან, რომ ხელში ჩაიგდებულ იქნა დაშიფრული მესიჯები, რომელსაც ბრალდებულები მოსკოვის ცენტრის სახელით ცნობილ SVR-ს შტაბ-ბინაში, აგზავნიდნენ. სწორედ ამ მესიჯებით გამოააშკარავდა მათი მისიის არსი.

 

ერთ-ერთში, მოსკოველი ბოსის მიერ დაწერილში, მოუხეშავი ინგლისურით ნათქვამია: ”თქვენ აშშ-ში გრძელვადიანი სამსახურისთვის ხართ გაგზავნილი. თქვენი განათლება, საბანკო ანგარიშები, ავტომობილი, სახლი და ა.შ. – ყველაფერი ეს, ერთ მიზანს ემსახურება – თქვენი მთავარი მისიის შესრულებას, ანუ  მაღალი რანგის პოლიტიკურ წრეებთან კავშირების მოძიებასა და განვითარებას და ცენტრისთვის საიდუმლო მასალის  მიწოდებას”.

 

მეორე მესიჯი თვალის შევლების საშუალებას გვაძლევს იმაზე, თუ როგორ წინააღმდეგობაში მოდის მათი შინაური ცხოვრება და დაკისრებული მისია – ორი ბრალდებული რიჩარდ და სინტია მარფია  უფროსებთან  კინკლაობდნენ, რადგან ნიუ-ჯერსიში, მონტკლერში სახლის ყიდვა უნდოდათ.

 

მას შემდეგ, რაც მოსკოვის ცენტრმა, რომელსაც ‘C’ – თი იხსენიებდნენ, იდეას წინააღმდეგობა გაუწია, წყვილმა დაშიფრული პასუხი შეადგინა, სადაც აცხადებდა: ”ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ C. ჩვენს მიერ სახლის შეძენას ისე აღიქვამს, როგორც ჩვენი აქაური მიზნიდან გადახვევას”.

 

”ჩვენი აზრით, სახლის ყიდვა მხოლოდ ბუნებრივი გაგრძელებაა  ჩვენი აქ ხანგრძლივი ცხოვრებისა.  მოსახერხებელი იქნებოდა სახლის პრობლემის გადაწყვეტა და გარდა ამისა,  მოვიქცეოდით ისე, როგორც ამას ”რომაელები აკეთებენ” საზოგადოებაში, რომელშიც სახლის მფლობელობა ფასობს”.

 

წყვილის მეზობლები მონტკლერიდან ამბობენ, რომ გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც FBI-ს აგენტების ჯგუფი კვირას ღამით მათ სახლში, შეიჭრა და იქიდან წყვილი ბორკილებით გამოიყვანა.

 

ერთმა ისინი ”ქალაქის გარეუბნის ტიპურ მცხოვრებად” აღწერა და ყვებოდა, რომ წყვილი ადგილობრივებს თავისი პატარა გოგონებისთვის სკოლის შესახებ რჩევას ეკითხებოდნენ.

 

15 წლის მეზობელმა ჯესი გაგიგმა განაცხადა, რომ არ სჯერა ბრალდებების. ”ისინი არ შეიძლება ჯაშუშები იყვნენ. შეხედეთ როგორ უვლიდა გორტენზიებს” – უთხრა მან New York Times.

 

მეორე წყვილს დონალდ ჰესფილდის და ტრეისი ფოლის, მასაჩუსეტში, კემბრიჯში საცხოვრებელ რაიონში ბინა ჰქონდათ და ამავე სახლში ცხოვრობდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორი და სტუდენტი.

 

მეზობლები ამბობენ, რომ მათი რწმენით წყვილი  40 წელს იყო გადაცილებული და ორი მოზარდი ვაჟი ჰყავდა.

 

მონტსე მონე-კორბერო, მათი კარის მეზობელი მის ფოლის ”ძალიან თავაზიან და სასიამოვნო” ადამიანს უწოდებს და დასძენს რომ მათი ვაჟი ხშირად უწმენდდა თოვს ზამთრობით, თუმხა ხშირადვე იწვევდა ხმაურიან წვეულებებსაც.

 

სხვა მეზობელი, ლია ჰექსნერი, რომელიც ასევე წყვილის კარის მეზობელია, ამბობს, რომ მის ფოლის თქმით, ის უძრავი ქონების მიზნესში მუშაობდა.

 

კიდევ ერთ ბრალდებულს, მიხაილ სემენკოს ვირჯინიაში, არლინგტონის მცხოვრებლები, მოდურ ახალგაზრა კაცად ახაისიათებდნენ, ის 30 წლამდე იქნებოდა, Mercedes S-500- ატარება და ხშირად ელაპარაკებოდა რუსულად თავის შავგვრემან მეგობარ რუს გოგონას.

 

სასამრთლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ შვიდწლიანი გამოძიებით FBI-მ დარტყმა მიაყენა SVR-ის ამბციურ ”არალეგალურთა პრგრმას”. ამ პროგრამის ფარგლებში აგენტებს მათი ლეგენდების შესაბამის ყალბ იდენტობებს ანიჭებდნენ.

 

დოკუმენტებში ნათქვამია: ” FBI’-ის გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ არალეგალთა ქსელი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობსა და ოპერირებს, ერთ მთავარ მიზანს ემსახურება: საკმარისად გაამერიკელდეს და რუსეთისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებზე ინფორმაციის შეგროვება შეძლოს. გარდა ამისა წარმატებით გადაიბიროს ადამიანები, ისეთები, ვინც უკვე არის, ან შეიძლება შეაღწიონ, შეერთებული შტატების მაღალ პოლიტიკურ წრეებში”.

 

იქვეა ნათქვამი: ”ისინი ხანდახან სამიზნე ქვეყნის უნივერსიტეტების ხარისხს იღებდნენ, შოულობდნენ სამუშაოს, წევრაინდებოდნენ შესაბამის პროფესიულ ასოციაციებში; ეს აქტივობები მათ ”ლეგენდას” განამტკიცებდა.

 

”არალეგალები ხშირად მოქმედებდნენ წყვილად – მათ მოსკოვის ცენტრში, რუსეთში აწყვილებდნენ ისე,  მათ შეეძლოთ ეცხოვრათ და ემუშავათ მასპინძელ ქვეყანაში, ისე, როგორც ცოლ-ქმარს, ყოლოდათ შვილები. ეს კიდევ უფრო განამტკიცებდა მათ ”ლეგენდას”.

 

”არალეგალებს, რომლებიც ერთად ასახლებდნენ  თანაცხოვრობდნენ დანიშნულ ქვეყანაშიც, ხშირად ყავდათ საერთო ბავშვები, რაც ამყარებდა მათ ”ლეგენდას”.

 

10 ბრალდებულიდან თითოეულს ბრალი ედება შეთქმულებაში და უცხოური მთავრობისათვის ჯაშუშობაში, რაც მაქსიმუმ პატიმრობის ხუთ წელიწადს გულისხმობს.

 

ბრალდებულთაგან 9-ს აგრეთვე ფულის გათეთრებაში ედება ბრალი, რაც მაქსიმუმ 20 წლის პატიმრობას გულისხმობს.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...