Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ახალი მწვრთნელის 5 უმმთავრესი საქმე


Recommended Posts

http://a.pix.ge/m/d042z.jpgროი 24 საათის განმავლობაში ოფიციალურად დაინიშნება “ლივერპულის” მთავარი მენეჯერის პოსტზე. მის გეგმაში 5 მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი.

 

ეს 5 საკითხი ახლა “ლივერპულისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემურია, თუ როი ამ ყველაფერს წარმატებით მალევე გაართმევს თავს, გულშემატკივრების სიყვარულსაც მალევე დაიმსახურებს.

 

1) ფერნანდო ტორესისა და სტივენ ჯერარდის საგაზე წერტილის დასმა.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდეც კი უკვე იწერებოდა პრესაში, რომ სტივენ ჯერარდსა და ფერნანდო ტორესზე დიდი მოთხოვნები იყო. ფანჯრის გახსნის შემდეგ კი ბევრმაც დაწერა, რომ თითქმის უკვე ხელიც კი მოაწერეს “ენფილდის” გმირებმა კლუბის დატოვებაზე. როის პირველი მიზანია, ბოლო მოუღოს ამ ამბავს და ყოველგვარი შემოთავაზება გააუქმოს.

სტივენ ჯერარდი – მისით მაურინიო იმდენად დაინტერესდა, რომ პირველ სამიზნედაც დაასახელა ახალი კლუბისთვის. ბოლო პერიოდში მადრიდის “რეალი” რატომღაც £20 მილიონზე მეტს ვერ იმეტებს, “წითლების” გუნდის ხელმძღვანელობა კი თითქმის ორმაგ ფასს (35 მილიონს) ითხოვს.

ფერნანდო ტორესი – 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც უკვე ყველა კლუბისთვის საოცნებოდ იქცა. მისი მონაცემები ყველას აოცებს. ის ახლა მსოფლიო ჩემპინატზე ასპარეზობს და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ კლუბში მიიწვიოს.

 

2) გაიყიდოს მასკერანო, რაც შეიძლება ძვირად.

მასკერანო აგერ უკვე ორი წელია, რაც მის ბედ-იღბალს შესჩივის და კლუბის დატოვებაზე ოცნებობს, მისმა ცოლმა ხომ ინგლისური არ იცის, თანაც არც თვითონ ჰყავს მეზობლად ბევრი არგენტინელი და საკმაოდ განიცდის ამას. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ მისი, შეიძლება ითქვას “მოკლე ტვინიდან” წარმოქმნილი ვითომდა იმის მიზეზია, რატომაც აღარ სურს “ლივერპულში” დარჩენა.  რაფა მას ადვილად უმკლავდებოდა მისი განთქმული “ჰიპნოზით”. ახლა, მას უკვე ვეღარავინ შეაჩერებს, ხოლო თუ მოხდა ისე, რომ არავინ ისურვა არგენტინის “დიდი” კაპიტანი, ენფილდზე მოტივაციაგანულებულ ხავიერს ვიხილავთ.

“ლივერპული” მასში მინიმუმ £20 მილიონს ითხოვს.

 

3) ახალგაზრდების გადარჩევა, დახარისხება.

ბენიტესმა მის 6 წლიან კარიერაში ბევრი კარგი რამ გაუკეთა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც გადმიყვანა აკადემიიდან ძირითად გუნდში. თუმცა ბევრი შეცდომაც დაუშვა (ნაგულისხმებია ნგოგი http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ). როი ჰოჯსონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეავსოს აკადემია. ეს ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს – ასე შეაფასა მან.

ახალი ბოსი შეზღუდული სატრანსფერო ფინანდების გამო, დაეყრდნობა ნაწილობრივ ახალგაზრდა ტალანტურ ფეხბურთელებს…

 

4) წლის ბიუჯეტის განმტკიცება, სწორი მართვა.

ბიუჯეტის განტმკიცებაში ჰოჯსონი მთავარ გასაღებად ახალგაზრდა ფეხბურთელებს თვლის.  მისი პირველი არჩეული ფეხბურთელი მარცხენა მცველი იქნება (ფაბიო აურელიოს წასვლის გამო). შემდეგ იფიქრებს გამოცდილ, კვალიფიციურ თავდამსხმელზე. მას შემდეგ კი ნახევარმცველზე, რომელიც შეძლებს ხიდის გაკეთებას დაცვასა და თავდასხმას შორის (მახსენდება ალონსო), გააკეთოს მათ შორის სწორი გადაცემები.

ფეხბურთელების მოსაზიდად ის გამოიყენებს კლუბის სახელს, რომელიც ასოცირდება დიდებასთან.

 

5) აქტის, როგორც ხიდის დადება ფანებსა და მფლობელებს შორის.

ფანებსა და ამერიკელ მფლობელებს შორის რომ დაძაბული სიტუაციაა, ახალი არავისთვის არაა. ბოლო პერიოდში ინგლისელმა ფანებმა მოაწყვეს გამოსვლები, სადაც ამერიკის დროშები დაწვეს.

ბენიტესი ვერ გაუმკლავდა ამ პუნქტს და დატოვა კიდეც კლუბი… როი ჰოჯსონი ბევრად უფრო დიპლომატიური ხასიათის პიროვნებაა. მას წარსულშიც ხშირად ჰქონია მსგავსი შემთხვევები და ყველაფერი წარმატებულად, შერიგებით დაუსრულებია. მას აღიქვანემ, როგორც დასაწყისს “ენფილდის სიმშვიდისა”.

კლუბის ისტორიაში ის შევა როგორც კარგი კომუნიკაციის მქონე მწვრთნელი …

 

წყარო: Goal.com

 

Note: There is a poll embedded within this post, please visit the site to participate in this post's poll.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...