Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ტორესი:”უბედური არ ვარ”


Recommended Posts

http://totalclubfootball.com/wp-content/uploads/2008/02/torres1.jpg

 

გადის დრო და ფერნანდო ტორესი ვერა და ვერ ახერხებს გოლის გატანას, მაგრამ ლივერპულის 9 ნომერს იმედი არ დაუკარგავს იგი დარწმუნებულია რომ იგი შეძლებს სამხრეთ აფრიკაში გოლების გატანას.

 

 

 

ფერნანდო ტორესმა ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის მაისურით სტადიონზე სულ 154 წუთი დაჰყო, ეს ბუნებრივია რადგანაც ფერნანდო ტორესმა 2009-2010 წლის სეზონში ორჯერ მუხლის ოპერაცია გადაიტანა. ტორესს სწამს რომ იგი აუცილებლად შეძლებს თავის ფორმაში ჩადგომას. როგორც იგი აცხადებს ის გრძნობს რომ მისი პროგრესი აშკარაა და იგი თავს უკეთ გრძნობს.

 

ტორესი:“მე უკეთესობას ვგრძნობ, მაგრამ მე ბევრად მეტი შემიძლია, და დარწმუნებული ვარ ჩემი პროგრესი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩემ საუკეთესო ფორმაში არ ჩავდგები”. “მე ყოველთვის ვფიქრობ საკუთარ თავზე და ვგრძნობ რომ შემიძლია ბევრად უკეთესი ვიყო, არ მინდა ფანებს გავუცრუო იმედები მინდა მათ ჩემით იამაყონ”.

 

ბოლო თამაშებში დავიდ ვილა შესანიშნავად და გამორჩეულად თამაშობს სწორედაც მან შეძლო გადამწყვეტი გოლების გატანა. ელ ნინიომ კიდევ ძალზედ საინტერესო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.

 

ტორესი:“ეს ფეხბურთია, მე ვკითხულობ ინგლისურ პრესას ყველა დიდ იმედებს ამყარებდა უეინ რუნიზე ის ფანტასტიურია, მაგრამ მან მუნდიალი გატანილი გოლის გარეშე დაასრულა”. “ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევს დელ ბოსკე და გუნდში მთელი შტაბი”. “ჩემთვის მთავარი კოლექტიური წარმატებაა და არა ინდივიდუალური ჩვენ რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონები, ჩვენ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ წარსულით ცხოვრება არ შეიძლება ჩვენ ბევრად უფრო დიდი ამბიციები გაგვაჩნია და მის განხორციელებას შევეცდებით”.

 

ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...