planetanews Posted June 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2010 მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საპლეი–ოფო მატჩებში პირველი თერთმეტმეტრიანების სერია გაიმართა. პარაგვაიმ და იაპონიამ გამარჯვებულის ბედი ვერც 90 წუთში გამოავლინეს და ვერც დამატებით დროში. შეხვედრა სანახაობრივი თვალსაზრისით არც ისე საინტერესო გამოდგა და განსაკუთრებული ხიფათი არცერთ გუნდს არ შეუქმნია. თუმცა პარაგვაელთა მცირე უპირატესობა შეინიშნებოდა, მაგრამ რეალურ მომენტამდე საქმე არ მიმდგარა. პენალტების სერია პარაგვაელებმა 5:3 მოიგეს, ერთადერთი გაცუდებული დარტყმა იაპონიის ნაკრების ფეხბურთელის კომანოს ხარჯზეა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მაშ ასე, პარაგვაიმ დაიბევა 1/4 ფინალური საგზური და მისი მეტოქე ესპანეთის ეროვნული ნაკრები იქნება. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts