planetanews Posted June 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg ნატალი ნუგაირედი საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და რუსეთი „კრიზისის გადაწყვეტის“ მექნიზმზე თანხმდებიან დნესტრისპირეთის მომავლის განხილვა ნამდვილი ტესტი გახდება ევროკავშირი–რუსეთის ურთიერთობებისთვის. უკრაინისა და მოლდავეთის საზღვარზე მდებარე ამ პატარა ტერიტორიაზე 500 000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან უმრავლესობა რუსულენოვანია. 1990 წელს რესპუბლიკამ კიშინოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო ორი წლის შემდეგ იქ სისხლისმღვრელი კონფილიქტი დაიწყო, რაც რესპუბლიკაში რუსეთის „მშვიდობისმყოფელთა“ კონტიგენტის შეყვანით დასრულდა. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1999 წლიდან ამ ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანას უშედეგოდ ცდილობს. ახლა კი ევროპის საზღვარზე არსებული ეს „გაყინული“ კონფლიქტი მოსკოვის და წამყვანი ევროპული დედაქალაქების მოლაპარაკების საგანი გახდა. საკითხი პარიზში 23 ივნისს გამართულ ვეიმარის სამკუთხედის (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) შეხვედრაზე ფიგურირებდა, რომელზეც რუსეთი პირველად დაპატიჟეს. მინისტრებმა ბერნარ კუშნერმა, გიდო ვესტერველემ, რადოსლავ სიკორსკიმ და სერგეი ლავროვმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ მემორანდუმს ევროკავშირი–რუსეთის ახალ სამხედრო–პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, რომელსაც 5 ივნისს ხელი მოაწერეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. დოკუმენტში საუბარია მინისტრთა საბჭოს შექმნაზე, რომლის მიზანი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა და სამხედრო და საზოგადოებრივი კრიზისების გადაწყვეტისთვის ერთობლივი საქმიანობის ორგანიზება. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისარი კეტრინ ეშტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. პირველი საკითხი, რომელსაც განიხილავენ, უკვე გამოცხდდა: ეს დნესტრისპირეთია. საერთო ჯამში, ევროპელები იმედოვნებენ, რომ დნესტრისპირეთში საკუთარ დამკვირვებლებს ან ჯარისკაცებს განათავსებენ, რათა მიაღწიონ კონფლიქტის დარეგულირების განახლებას, რომელიც დიდი ხანია, რაც გაყინულია. მათ მიაჩნიათ, რომ ამ რესპუბლიკაში რუსეთი (საქართველოსგან განსხვავებით) რბილი მიდგომის დემონსტრირებას მოახდენს. ინიციატივას ბიძგი მისცა მოსკოვის და ვარშავას ურთიერთობებში ბოლოდროინდელმა დათბობამ, ასევე ევროკავშირზე კრემლის გამონათქვამებში თვალშისაცემმა „პოლარულობის ცვლამ“: ყველასთვის ცხადია, რომ რეჟიმი ცდილობს არსებული უნდობლობის გაქარწ####ბას, ასევე დასავლური ტექნოლოგიების და ინვესტიციების მოზიდვას. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა გერმანული დიპლომატია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსკოვთან ურთიერთობების პერსპექტივის საერთო ხედვამდე მიყვანას ცდილობს. 5 ივნისის გერმანია–რუსეთის მემორანდუმი ანგელა მერკელის ინიციატივა გახლდათ, თუმცა ბერლინს ევროპელ პარტნიორებთან არანაირი კონსულტაციები არ გაუმართავს. თავის მხრივ, კუშნერიც იმედოვნებს, რომ პროექტს ევროკავშირის ყველა, 27 წევრი ქვეყანა მხარს დაუჭერს. ამ ყველაფრის ფონზე პარიზში გამართული პრესკონფერენცია არსებული უთანხმოებების თვალსაზრისით თვალსაჩინო გახლდათ. რუსეთს სურს თანამშრომლობა, მაგრამ საკუთარ პირობებზე და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების შენარჩუნებით ევროპის იმ ნაწილში, რომელიც მედვედევმა „პრივილეგირებული ინტერესების ზონად“ დაახასიათა. „მოლდავეთის დამხარება“სერგეი ლავროვიც არ ჩქარობდა ევროკავშირისთვის სამშვიდობო როლის მინიჭებას დნესტრისპირეთში. პრესკონფერენციაზე მან გაკიცხა ევროკავშირი და აშშ იმის გამო, რომ 2003 წელს მათ კოზაკის მემორანდუმი დამარხეს, რომელიც სინამდვილეში, მოსკოვის ვალდებულებების საპირისპიროდ, რესპუბლიკაში რუსული არმიის ყოფნის ლეგიტიმაციას ახდენდა. რუსეთის მინისტრს არც მოლდავეთის ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება დაუმალავს. ოფიციალური კიშინოვი ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს. მოლდავეთს ჰყავს „რეფორმატორული მთავრობა. საჭიროა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ევროპული ღირებულებების საფუძველზე ქვეყნის გაერთიანება მოხდეს“, განაცხადა პასუხად სიკორსკიმ. მთლიანობაში პოლონური დიპლომატია სერიოზულ მოქნილობას და ცოდნას ავლენს. ერთი მხრივ, ის მოსკოვთან თანამშრომლობისთვის ღიაობის დემონსტრირებას ახდენს, რათა ევროპაში მის წონას მხარი დაუჭიროს, მეორე მხრივ – ამუხრუჭებს საფრანგეთის და გერმანიის ზედმეტად დამყოლ ძალისმხევას, ასევე მოითხოვს ევროპის საზღვარზე არსებული სახელმწფიოებისთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და მათი სუვერენიტეტის დაცვის დეტალურ განხილვას. პოლონეთს შესანიშნავად ესმის, რომ ევროკავშირი–რუსეთის ურთიერთობების განვითარებაში ის ერთ–ერთი საკვანძო მოთამაშეა. მის გარეშე ყველანაირ პარტნიორობაზე საუბარი ზედმეტია. 16 ივნისს International Herald Tribune–ში გამოქვეყნებულ სტატიაში სიკორსკი საუბრობდა „რუსეთის მიმართ ევროკავშირის ქაოტურ პოლიტიკაზე“ და ზოგიერთი წევრი–სახელმწიფოს არათანმიმდევრულობაზე, რომლებიც სხვებს „მძევლების მდგომარეობაში აყენებენ“. „ისინი, ვინც ცალმხრივ რეჟიმში მოქმედებენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა და სამხედრო თანამშრომლობა, შეიძლება საბოლოო ჯამში სხვა სფეროებში სხვა წევრი–სახელმწიფოების მოწინააღმდეგეებად იქცნენ“, – განაცხადა მან, მინიშნება გააკეთა რა გაზთან დაკავშირებულ შეთანხმებებსა და რუეთისთვის ოთხი ვერტმფრენმზიდის „მისტრალის“ მიყიდვის პროექტზე. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts