planetanews Posted June 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/11.jpgუქმეები ბათუმში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. ორგანიზებულ სემინარზე გავატარე. ტრენინგის თემა – “ტოლერანტობის კულტურა მედიაში” იყო. სემინარზე, მედიაში უმცირესობათა წარმოჩენის, ჟურნალისტური ეთიკის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხები ექსპერტებთან, ნინო დანელიასთან, ქეთევან მსხილაძესთან, ეკა აღდგომელაშვილთან, თამარ ხორბალაძესთან, ლაშა ბუღაძესთან და ომბუდსმენის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელთან, ბექა მინდიაშვილთან ერთად განვიხილეთ. თემა საინტერესო და აქტუალური იყო. განსაკუთრებით მაისში განვითარებული მოვლების ფონზე, რომელიც ახალგაზრდა, პერსპექტიული მწერლის ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულის “საიდულმო სირობის“ პრეზენტაციას მოჰყვა. ყველას კარგად გვახსოვს ის საყოველთაო ისტერია, რომელიც ერთისმხრივ მართლმადიდებლობას ამოფარებულმა ორგანიზაციებმა, (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ) მეორესმხრივ კი, “მიმტევებელმა” მრევლმა მოაწყო თბილისში. “თქვენ ქვეყნის მოღალატეები ხართ!” “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევით!” “წაეთრიერთ ამ ქვეყნიდან!” “თქვენ ქართველები არ ხართ!” ‘ყველაფერს ძმრად ამოგადენთ ცხვირში, ქართველი ერის გარყვნას არ გაპატიებთ!” “თქვენ ჰყიდით საქართველოს, ადამიანობას, ღირსებას!” ასე ფიქრობს XXI –ე საუკუნის საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც მზად არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები „ქრისტეს სახელით“ წარბშეუხრელად ჩაქოლონ, რის კლასიკურ მაგალითადაც შეიძლება განვიხილოთ ერეკლე დეისაძე. დეისაძის მიმართ შეურაცმყოფელი ფრაზებს, დღემდე ვკითხულობ სხვადასხვა ჟურნალ – გაზეთებსა თუ სოციალურ ქსელში. მიუხედავათ იმისა, რომ ახალგაზრდა მწერალთან პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებდა, მის მიმართ უარყოფითი განწყობა არასდროს მქონია, მისი მოტხრობების მიხედვით, ერეკლეს განათლებულ ადამიანად მივიჩნევდი, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ********** ეკო ბათუმში მიმდინარე სემინარზე გავიცანი. სესიის დასრულების შემდე, სასტუმროს ფოიეში მრგვალ მაგიდას შემოვუსხედით და ბოლო პერიოდში მომხდარი ამბები განვიხილეთ. ჩემი და ერეკლე დეისაძის დიალოგი, რამდენიმე საათი გაგრძელდა. ძირითად ის საუბრობდა, ასაკთან შედარებით, საკმაოდ დახვეწილი და განათლებული ადამიანია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათშორის მეც ერეკლე დეისაძე წიგნ „საიდუმლო სირობის“ მეშვეობით გავიცანით, მე მისი მოთხრობები მომწონს, არანაკლებ მომეწონა ეკოს გადაღებული საკურსო ფილმი – , მაგრამ როდესაც საკუთარი მუსიკა მომასმენინა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანის პირისპირ ვიჯექი. ეკო ამჟამად ორ მოთხრობაზე მუშაობს. ორივეს შინაარსი გამიმხილა, საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური სიუჟეტებია, მოქმედება მომავლის საქართველოში ხდება. ვფიქრობ, ახლი წიგნით დეისაძე ახალ მწვერვალებს დაიპყრობს. მან ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან. პროგრესულად აზროვნებს და გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ეკოს მსგავსად რომ ფიქრობდეს, ჩვენ ნამდვილად შევძლებდით თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენებას. *********** მე და ეკომ, მეგობრობის ნიშნად რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, რომელიც ჯერ კიდევ ბათუმში ყოფნისას გამოვაქვეყნე. თბილისში ჩამოსულს კი, “Facebook” -ში“ წერილი დამხვდა. – “ვეცადე საჯაროდ არ დამედო ჩემი შენიშვნა: ეკერმანის შეხვედრა გოეთესთან. იმედი მაქვს, საუბრების შინაარსსაც გაგვაცნობ და ამ შეხვედრას არ დატოვებ მხოლოდ ეპატაჯის დონეზე“, – მწერდა საზოგადეობისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტი. რადგან ჩემი და ერეკლე დეისაძის, არასაიდუმლო შეხვედრა მაინც მეგობრულ ხასიათს ატარებდა, რბილად რომ ვთქვა არაკორექტული იქნება ჩვენი საუბრის „სინქრონში“ გამოქვეყნება, მაგრამ ერთ საინტერესო დეტალს მაინც გაგიზიაერებთ. ერეკლე დეისაძე მუსიკოსის და მწერლის გარდა, პუბლიკასთან პორნო რეჟისორის ამპლუაში უახლოეს პერიოდში წარსდგება. რომან ქევხიშვილი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts