FIORENTINO Posted August 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2008 საქართველოს 43 ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადმოეცა წუხელ ოსურმა და რუსულმა მხარეებმა საქართველოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული 43 ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. როგორც ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განუცხადა, ცხედრების გადაცემა დაახლოებით 22:00 საათზე "სოფელ კარალეთში რუსი სამშვიდოებოების უკანონო საგუშაგოზე" მოხდა. "ჩვენი მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 90-მდე ქართველი ტყვე რჩება, გარდა ამისა, საუბარია 8 სამხედრო ტყვეზეც", - განაცხადა თარგამაძემ. მისივე თქმით, ქართული მხარე ქართველი ტყვეების გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დღესაც გააგრძელებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.