Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ობამას 5 საგარეო–პოლიტიკური გამარჯვება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

რობერტ კაგანი  

 

ყველა ადმინისტრაციას საგარეო–პოლიტიკურ ფრონტზე ჰქონია როგორც აღმასვლები, ასევე დაღმასვლებიც; ობამას ადმინისტრაცია ისეთი თვის ბოლოს, როგორიც ეს თვე იყო ქებას იმსახურებს.

 

ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტ ობამას მთავარი სვლა, რა თქმა უნდა, ავღანეთში შეიარაღებული ძალების მეთაურად დევიდ პეტრიუსის დანიშვნა იყო. ეს გადაწყვეტილება ასახავს ობამას მზადყოფნას გაიმარჯვოს ავღანეთის ომში, მიუხედავად ყველა იმ ბრძენისა, რომლებიც, ჩვენი ბრძენების მსგავსად, გუნდურად სთხოვენ მას უკან დახევას. რეგიონის იმ მოღვაწეთაგან, რომლებსაც 2011 წლის ივლისში სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ამერიკელების მხრიდან ქვეყნის დატოვების იმედი ჰქონდათ, შეუძლიათ საკუთარი გეგმები მშვიდად მომავლისთვის გადადონ. ეს თარიღი ხომ რეალური არც არასდროს ყოფილა, და იმის შანსი, რომ პეტრიუსი ვადამდელ უკანდახევაზე დათანხმდება ან რომ მას სიტუაციის გათვალისწინების გარეშე ამას უბრძანებენ, ძალიან მცირეა.        

 

მეორე გამარჯვება ირანთან დაკავშირებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაა. რა თქმა უნდა, რეზოლუცია ძალიან მსუბუქია, ჩინეთმა და რუსეთმა ის ძალიან შეასუსტეს. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციამ შეალამაზა ის კომპრომისი, რომელზეც რუსეთი დათანხმდა. მაგრამ რეზოლუცია სახეზეა და დაგვიანებაც უმნიშვნელო გახლდათ, ხოლო ევროპელებმა და სხვებმა მისი მიღების შემდეგ საკუთარი, დამატებითი სანქციები შემოიღეს. ხელს შეუშლის ეს ირანის მიერ ატომური ბომბის მომზადებას? ვერ შეუშლის. მაგრამ ახლა თეირანის რეჟიმი უფრო აქტიურ ზეწოლას განიცდის, რაც შეძლება ირანის იმ მცხოვრებლებს დაეხმაროს, რომლებიც მმართველობის ახალი ფორმისთვის ბრძოლას ბედავენ.

 

ხოლო ის, რომ თურქებმა და ბრაზილიელებმა ხმა სანქციების წინააღმდეგ მისცეს, მათი პროირანული დიპლომატიური კურისის გამო, მსოფლიოს ნორმალური ქვეყნების თვალში  მხოლოდ მათი მთავრობების დისკრედიტაციას ახდენს: რუსეთმა და ჩინეთმაც კი მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, და მათ – არა. საუბარი იმის შესახებ, თითქოს მათი ქმედებები ამ ქვეყნების მსოფლიო სახელმწიფოების სიმაღლეზე ასვლას ნიშნავდეს, უბრალოდ არასერიოზულია. თუკი რაიმე მართლაც შეიცვალა, მხოლოდ უარესობისკენ – ისინი მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან პატივისცემას კიდევ უფრო დაშორდნენ. ბრაზილიელი ლუის ინასიო ლულა დე სილვა ბრიყვულად და არაკომპეტენტურად გამოიყურებოდა, ხოლო პრემიერ–მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უბრალოდ კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ თურქეთი – ნატოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლისთვისაც ირანი და სირია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საკუთარი მოკავშირეები. ყოჩაღ, ვერაფერს იტყვი.   

 

მაგრამ ჩვენმა ადმინისტრაციამ თავი აქაც კარგად წარმოაჩინა.  ჯიმი კარტერი, ალბათ, თურქებს და ბრაზილიელებს აპლოდისმენტებით შეხვდებოდა. ისეთი ადმინისტრაცია, რომლისთვისაც ირანთან კონფლიქტის თავიდან აცილება მთავარი იქნებოდა, შეიძლება მათი პოზიციისთვის ჩუმად მხარიც კი დაეჭირა. მაგრამ ჩვენმა ადმინისტრაციამ ჰილარი კლინტონის მეთაურობით მათ საკადრისი პასუხი გასცა, ასე რომ ისინი მიხვდნენ – დიდების თამაშში თამაში ჯერ ნაადრევია. მეტიც, თურქეთის საქციელი, აშშ–სთან და მის ალიანსელ მოკავშირეებთან ურთიერთობისთვის საზიანოდ შეფასდა.  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ფილიპ გორდონმა გასულ კვირაში გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ თურქეთის ქმედებებმა მისი „ორიენტაცია“ ეჭვქვეშ დააყენა და „ართულებს შეერთებული შტატების მხრიდან ისეთი ინიციტივის მხარდაჭერას, რომელსაც თურქეთი მოისურვებდა, რომ ჩვენ მხარი დაგვეჭირა“. და ეს აბსოლუტურად მართალია.     

 

ადმინისტრაციის დამოკიდებულებას იაპონიის მიმართ კეთილგანწყობილს ვერ დავარქმევთ, სამაგიეროდ ის ქმედითია. ივნისში იაპონიის პრემიერ–მინისტრ იუკიო ჰატოიამას გადადგომა, ოკინავაზე ამერიკული ბაზის ირგვლივ დისკუსიაში არასწორი პოზიციის დაკავებას მოჰყვა და ზოგადად – მის მცდელობას კურსი აეღო არამხოლოდ აშშ–ზე, არამედ, თანაბარწილად, ჩინეთზეც. ობამას ადმინისტრაცია შეუპოვარი, მაგრამ დიალოგისთვის ღია გახლდათ, რის შედეგადაც იაპონელებმა აშშ–სთან თავიანთი კავშირისადმი ერთგულება ხელახლა დაადასტურეს. პირველ რიგში ეს იმას უკავშირდება, რომ იაპონელებს ჩინელების ეშინიათ, მაგრამ ადმინისტრაციას  მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ   იაპონელებს ის სწორი მიმართულების არჩევაში დაეხმარა.  

 

შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ ხელახლა დაადასტურა სამხრეთ კორეასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმებისთვის მზადყოფნა. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ არაერთხელ წარმოთქვა ცარიელი სიტყვები აშშ–ს აზიაში „დაბრუნების“ შესახებ, ეს ამ მხრივ პირველ რეალურ საქმედ უნდა იქცეს. თუკი მოხერხდება კონგრესის იმაში დარწმუნება, რომ მათ დოკუმენტის რატიფიკაცია უნდა მოახდინონ (ხოლო მთავარ დაბრკოლებას ამ გაზაზე ის პარტია წარმოადგენს, რომლის წევრიც ობამაა), ეს ერთგვარი კომპენსაცია გახდება ადმინისტრაციის დიდწილად გადამეტებული და უნაყოფო მცდელობებისა – ჩინეთი აზიაში აშშ–ს პოლიტიკის ქვაკუთხედად ექცია.    

 

და ბოლოს, რაც შეეხება იმ საკითხს, რომელშიც ადმინისტრაციამ ყველაზე მეტი სისუსტე გამოავლინა, წინსვლის ნიშნები აქაც იგრძნობა. გასული კვირის ჰამბურგერებისა და მხიარული საუბრის მიუხედავად, ადმინისტრაციამ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ არსებობს ერთი სფერო, რომელშის აშშ–ს და რუსეთს შორის გადაულახავი წინააღმდეგობაა, და ეს სფერო – საქართველოა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ და დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ დოკუმენტში „“გადატვირთვის“ სტატისტიკა“ ნათქვამია, რომ „ობამას ადმინისტრაციას საქართველოს გამო რუსეთის მთავრობასთან ძველებურად სერიოზული უთანხმოება აქვს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. სიტყვის „ოკუპაცია“ გამოყენება მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციას ეს საკითხი თაროზე სულაც არ შემოუდია. შესაძლოა ობამას ესმის, რომ მის მიერ ჩაფიქრებული „გადატვირთვა“ ვერასდროს გახდება მისთვის წარმატებული, ვიდრე რუსეთის არმია მეზობლების ოკუპაციას განაგრძობს.  

 

ბევრია კი საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაში ისეთი საკითხი, რისთვისაც ადმინისტრაცია კრიტიკის ღირსია? რა თქმა უნდა, და მომავალშიც ასე იქნება. მაგრამ თვე კარგი გამოდგა. ჯერ–ჯერობით ადმინისტრაცია მილოცვებს იმსახურებს იმისთვის, რომ მან შეძლო ბევრი საკითხის სწორად გადაწყვეტა.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...