Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დროა ჯერარდმა გადაწყვეტილება მიიღოს


Recommended Posts

http://s58.radikal.ru/i160/1006/d2/56f286632b01.jpg

 

შეგახსენებთ, რომ ინგლისი მუნდიალს დაემშვიდობა. სტივენ ჯერარდს ახლა უკვე შეუძლია მის მომავალზე იფიქროს. მისი შეძენა ”სამეფო კლუბს” ძალიან სურს. ჯერარდი ”ლივერპულის” პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდება, შემდეგ კი ის გადაწყვეტს სად გააგრძელოს თამაში.ახლა სტივენი შვებულებაში იმყოფება. მას სურს გაიგოს თუ ვინ იქნება ”ლივერპულის” ახალი მწვრთნელი. ის ჯილეტ ჰიქს და კრისტიან პერსლოუს შეხვდება.

 

”რეალს” მისი შეძენა ძალიან გაუჭირდება. ”ლივერპული” მის სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვს. სტივენმა მის აგენტს უთხრა, რომ თუ ის ”ლივერპულიდან” წავა, მხოლოდ მადრიდის ”რეალში” გადავა. ჯერარდის შეძენა ჟოზე მოურინიოსაც ძალიან სურს, ჟოზე სტივენის შეძენას უკვე მესამედ ცდილობს, 2005 წელს ჟოზეს ძალიან სურდა სტივენის ხილვა ”ჩელსიში”, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გასულ წელს კი ჯერარდი ძალიან ახლოს იყო ”ინტერთან”. ახლა კი ჟოზე მესამედ შეეცდება ჯერარდის შეძენას, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ჯერარდი ძალიან მოსწონს.

 

ინფორმაციის წყარო As.com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...