planetanews Posted June 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2010 გაზიარება[ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე" 17:05 29-06-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCnv1NiC3ZI/AAAAAAAAD3Q/Sq-Hwbp0a9A/s200/vaxanias+procesi.gifქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარად ცნობილ ვლადიმერ ვახანიას საქმის სასამართლო განხილვები გრძელდება. 21 და 25 ივნისის პროცესები აქციების ფონზე გაიმართა. დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალმდებელი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლეები: მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე, პროცესის გაჭიანურებით, გულით ავადმყოფი განსასჯელის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის 12 ოქტომბერს, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკის“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრებისა და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს და ის ვახანიას საკუთრებად გაასაღეს.2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვახანიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლე დავით კეკენაძე ვახანიას ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ დასთანხმდნენ. საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.21 – 25 ივნისს დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებიც ვლადიმერ ვახანიას დაკავების პროცესს უშუალოდ ესწრებოდნენ. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, კახა ბასილიამ, კახა ქარდავამ, ლაშა ღურწკაიამ, ილია ვახანიამ იური ჭითანავამ და ალექსი ღურწკაიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას უდანაშაულობა.საქმის განხილვას ესწრებოდნენ რუსი უფლებადამცველები და დარბაზს გარეთ იყვნენ განსასჯელის ოჯახის წევრები, მათ შორის, ნანული ვახანია, რომელმაც 14 ივნისს ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, ევროსაბჭოს მისიის შენობასთან, შიმშილობის აქცია დაიწყო. 21 ივნისს ქალბატონმა ნანულიმ პროტესტი სწორედ მაშინ გამოთქვა, როდესაც სასამართლოს დარბაზში დაუძლურებული აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია კბილებამდე შეარაღებული და ნიღბიანი ბადრაგის თანხლებით შემოიყვანეს. შიმშილობისგან ძალადაკარგულ და შოკირებულ ქალბატონს, უსამართლობის გაპროტესტების გამო, ბადრაგმა სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებაც არ მისცა.ნანული ვახანია: “ადვოკატები შედიან ჩემს ძმასთან და ხედავენ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს ვლადიმერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პროცესზე ვლადიმერი ნიღბიანი და კბილებამდე შეიარაღებული ბადრაგის თანხლებით მოიყვანეს ამ ფაქტმა და მისი ჯანმრთელობის ცუდმა მდგომარებამ, რომელიც ყველასთვის შესამჩნევი იყო, ჩემი მწვავე რეაქცია გამოიწვია. მიკლავენ ძმას! დღემდე ვითხოვ ჩაუტარდეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამაოდ. ვლადიმერის მოწამლვა კვლავ გრძელდება. ექიმებს ავალებენ, რომ არ გამოკვლიონ პატიმარი და ამას თვითონაც აღიარებენ”.ნანული ვახანია მოგვიანებით სასამართლომ მოწმის სტატუსით დაკითხა ძმის მდგომარეობით აღშფოთებული ქალბატონი მოსამართლეებს ძმის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვდა:“თქვენ შეგიძლიათ ჩემი ძმა დღესვე გაუშვათ სახლში. ხომ იცით, რომ ის უდანაშაულოა?! თუ შეგრჩათ სინდისის ნიშანწყალი მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება. მე ვიცი, რომ თქვენზე ხორცილდება ძალიან დიდი ზეწოლა, მაგრამ ნუ დაკარგავთ ადამიანობას!”განსასჯელის ადვოკატებმა ქუთაისში, პროცესზე რამოდენიმე შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა ცივსისხლიანმა პროკურორმა და მოსამართლეებმა არცერთი არ დააკმაყოფილეს. დაცვის მხარე უშედეგოდ მოითხოვდა ცინიზმით გამორჩეული მოსამართლეების აცილებას, დაკავებულის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას. ლალი აფციაური, ადვოკატი: “დაცვის მხარის პოზიცია კიდევ უფრო გამყარდა რადგან მოწმეებმა დაადასტურეს, ვლადიმერ ვახანიას მონაყოლი. თუმცაღა ჩვენი პოზიცია ვახანიას უდანაშაულობასთან დაკავშირებით ყოველთვის მყარი იყო. მინდა გაცნობოთ, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა ერთი აღმაშფოებელი ფაქტის შესახებ. ვლადიმერ ვახანიამ განმიცხადა, რომ იგი ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს განმარტოვებულ საკანში. იმ დროს, როდესაც პატიმრებს ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა, რა თქმა უნდა, კარგია განსასჯელის განმარტოვება, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ნორმალურ ქვეყანაში. არსებობს საფრთხე, რომ ვახანიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რაც ამ ხელისუფლების ხელწერაა, არაერთი ფაქტზე გვსმენია, როდესაც სხვადასხვა საპყრობილეებში განმარტოებით მყოფმა პატიმარმა ქამრით, შნურით ან თეთრეულის ნაჭრით თავი ჩამოიხრჩო. ასე ის პატიმრები კვდებიან, რომლებიც ხელისუფლებას ყელში ეჩხირებიან. ვლადიმერ ვახანიამ ჩემთან საუბრისას აღნიშნა. რომ ბოლომდე აპირებს იბრძოლოს გამართლებისთვის და სიკვდილს არ აპირებს. მივმართავ ხელისუფლებას, თუ ვახანიას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება.აქვე მინდა გითხრათ, რომ სასამაღთლო არ არის დაინტერესებული დამტკიცდეს განსასჯელის უდანაშაულობა. პროცესზე მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე ხშირად არც კი გვისმენენ და ერთმანეთში ჭორაობენ.დაცვის მხარის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მტკიცებულების სახით მოგვეცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის გახლავთ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი. რაც შეეხება დაკავებულის მოწამლვის ფაქტებს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცა ციხეში ექპერტების შეყვანის საშუალება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჯიუტად გვეუბნებოდა უარს ვახანიას გამოკვლევაზე. საქმეში ჩავრიეთ ევროპული სასამართლო, მათ 39-ე მუხლისა და რეგლამენტის მიხედვით სახელმწიფოს დაავალეს შეეშვათ სამედიცინო ექსპერტები პატიმართან. ნაწილობრივ დადასტურდა, რომ ვახანიას წამლავდნენ.“პროფესიით იურისტი ვლადიმერ ვახანიამ, რომელიც სასამართლომ დაკითხა ყურადღებას ამახვილებდა მასზე განხორციელებულ კანონდარღვევებზე, მან პოლიცია და პროკურატურა ჩხრეკის დროს მის გაძარცვაში დაადანაშაულა. ვახანიას თქმით ნაღდი ფული და რამოდენიმე ძვირადღირებული ნივთი სამართალდამცავებმა და პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ მიითვისეს.ვახანიებს თანადგომა უკვე გამოუცხადეს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმაც.ზვიად ძიძიგური: „ეს პროცესი იყო უსამართლობის ზეიმი. პირადად მე არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოო ჯამში ბატონი ვახანია აუცილებლად გამართლდება, რადგან სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორის როლანდ ახალაიას მიერ ეს საქმე ძალიან ცუდად გახლავთ „შეკერილი“. გაყალბებულია მოწმეთა ხელმოწერები, ვახანიასთვის „ჩაგდებულია“ იარაღი გვხვდება ბევრი არაკვალიფიციურად შექმნილი მტკიცებულება.ამ საქმით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. დარწმუნებული ვართ, რომ ისისნი სიმართლეს იტყვიან საქართველოში არსებული მართლმსაჯულების შესახებ.საჭიროა საზოგადოების აქტიურობა. ეს პოლიტიკური პროცესია, და საქართველოში არსებული რეპრესიების ბრწყინვალე მაგალითი. მოვუწოდებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას დაცვის საქმეში“.კახა კუკავა: „ეს არის იშვიათი საქმე, აკადემიკოს ვახანიას ბრალად ედება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა ტარება – ასეთივე ბრალდება ხელისუფლების უამრავ პოლიტიკურ ოპონენტს აქვს წაყენებული. ეს საქმე უნიკალურია იმით, რომ დაცვის მხარეს აქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს ბრალდებულის უდანაშაულობას. ზუგდიდის პროკურატურა აღმოჩნდა ისეთივე უნიჭო მტკიცებულებების განადგურებაში როგორც მათ შექმნაში.როდესაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს დააზიანეს ვახანიას სახლში არსებული დაცვის კამერები, ვერ წაშალეს ის კადრები, რომელიც იქ არსებულ რეალურ სიტუაციას ასახავდა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩხრეკა ჩაატარა 100 მდე ფორმიანმა სპეცრაზმელმა და არა 5-მა გამომძიებელმა, როგორც ამას როლანდ ახალაიას პროკურატურა ამტკიცებს. დღეს ადვოკატებმა სწორედ ეს ჩანაწერი წარადგინეს პროცესზე.მომდევნო განხილვას ჩვენი თხოვნით დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვახანიას საქმე შეიძენს საერთაშორისო რეზონანსს. ვიმეორებ, რომ არსებობს უნიკალური ჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ახორციელებენ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები იარაღის "ჩადებას" და ნორმალური სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს ვლადიმერ ვახანიას გამამართლებელი გადაწყვეტილება“.საქმის განხილვა 30 ივნისის 14:30 საათამდე გადაიდო.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts