Jump to content
Planeta.Ge

წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებები


Recommended Posts

თანხმობას თუ მიცემს, რამის სანაცვლოდ უნდა იყოს.

 

 

 

ეს სანაცვლო ტერიტორიები იქნება შენის აზრით? აი მაგის შანსი არ არის დღეს.

 

 

სხვა დანარჩენი არ მაინტეროესებს დღეს მე.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ეს სანაცვლო ტერიტორიები იქნება შენის აზრით? აი მაგის შანსი არ არის დღეს.

 

 

სხვა დანარჩენი არ მაინტეროესებს დღეს მე.

მე მაგალითად თანახმა ვიქნებოდი დასაწყისისთვის სარკოზის გეგმის სრულად შესრულებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაგალითად თანახმა ვიქნებოდი დასაწყისისთვის სარკოზის გეგმის სრულად შესრულებაზე.

 

 

მეც,მაგრამ რუსეთს სარკოზიც ჰკიდია და ობამაც.რამის არის ტრაკში შეუძვრეს ობამა რუსეთსს და არა მარტო ობამა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამის არის ტრაკში შეუძვრეს ობამა რუსეთსს

ვერ დაგეთანხმები. ფაქტიურად მედვედევის ვიზიტის პარალელურად 10 ადამიანის დაკავება რუსეთისათვის შპიონაჟის ბრალდებით, დიპლომატიურ ენაზე აშკარა ჟესტია.

 

ახლა იმ კითხვას რაც შეეხება, რომელიც დახურულ თემაშია. მე ხელისუფლების მოღვაწეობას სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ცალსახად დადებითად ვაფასებ. საქმე მხოლო გზებში, დენში და გაზში არაა. თუმცა ესენი თავისთავად არაა უმნიშვნელო ფაქტორი. მთავარი ქვეყნის მართვაში გატარებული ცვლილებები იყო ჩემი აზრით, რომლის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფცია როგორც მინიმუმ ვერტიკალის ქვედა და საშუალო რგოლებში. მეორე ვადა პრობლემატურია, გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა იმ კითხვას რაც შეეხება, რომელიც დახურულ თემაშია.

ყველაზე კარგი რაც სააკაშვილმა გააკეთა ქართული საზოგადოების დეგრადირებული მენტალობის რყევაა, რაც მომავალში საზოგადოების გამოღვიძების საფუძველს ქმნის.. ამაზე მნიშვნლოვანს ვერაფერს გააკეთებდა მამენტ.. :givi: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

ბევრი ცუდი რამეც გააკეთა და ბევრი რამე უბრალოდ ცუდათ გააკეთა, მაგრამ აგვისტოს ომამდე სააკაშვილის რეჟიმის დადებითად შეფასებას და მხარდაჭერას ასე თუ ისე არგუმენტს უპოვნიდი კაცი, დღეს სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მე მაგალითად თანახმა ვიქნებოდი დასაწყისისთვის სარკოზის გეგმის სრულად შესრულებაზე.

სარკოზის გეგმაშიც გარკვეული ხიფათები დევს. იქ საუბარია ჯარების გაყვანაზე ომამდელ პოზიციებზე.ომამდე რუსებს იქ ე.წ. სამშვიდოები ყავდა. მართალია დღეს მათი სტატუსი გაუქმებულის, მაგრამ რუსებს შეუძლიათ რაღაც ახალი სტატუსი მოითხოვონ. თუმცა ეს ყველაფერი თეორიული მსჯელობებია, რადგან რუსეთი არაფრის შესრულებას არ აპირებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაგალითად თანახმა ვიქნებოდი დასაწყისისთვის სარკოზის გეგმის სრულად შესრულებაზე.

დაუშვათ და მოსკოვი დათანხმდა "სარკოზის გეგმის" (პირადად მე ამას გამოვრიცხავ) შესრულებას და ჯარები გაიყვანა მთლიანად სამრეთ ოსეთიდან, მერე რა? ხელახალი ომი ოსებთან? ოსები ხომ არ გაიყვანენ თავიანთ ფორმირებებს? ხოდა რამდენჯერ შეიძლება ქართველებმა და ოსებმა იომონ? ბოლო ბოლო ოსების სრული გაწყვეტაა თბილისის მიზანი თუ მშვიდობიანი განვითარება?

 

მონოეთნიკური სახელმწიფოსკენ მიდს ქართული საზოგადოება თუ ფედერალიზმის გზას ირჩევს?

 

არადა როგორი ყელში ამოვიდა ეს ქართველები, ოსები, აფხაზები სომხები და ათასი სხვა ეთნიკური ჯგუფის ყვლა ბრუნვაში ტრიალი.. უბრალოდ ადამიანები რომ ვიყოთ ვერა ტო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

დაუშვათ და მოსკოვი დათანხმდა "სარკოზის გეგმის" (პირადად მე ამას გამოვრიცხავ) შესრულებას და ჯარები გაიყვანა მთლიანად სამრეთ ოსეთიდან, მერე რა? ხელახალი ომი ოსებთან?

პირველ რიგში უნდა დაფიქსირდეს რომ ომი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის და არა ოსეთსა და საქართველოს შორის. თავის მხრივ ამ ომში მონაწილეობას იღებდნენ ოსური ბანდ ფორმირებები.

ახლა რაც შეეხება იმას თუ რა იქნება რუსეთის მიერ ჯარის გაყვანის შემთხვევაში. ჩემი აზრით პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება, მეორე ნაბიჯი - ეკონომიკური დაახლოება და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა, მესამე ნაბიჯი - მშვიდობიანი ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

პირველ რიგში უნდა დაფიქსირდეს რომ ომი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის და არა ოსეთსა და საქართველოს შორის. თავის მხრივ ამ ომში მონაწილეობას იღებდნენ ოსური ბანდ ფორმირებები.

ახლა რაც შეეხება იმას თუ რა იქნება რუსეთის მიერ ჯარის გაყვანის შემთხვევაში. ჩემი აზრით პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება, მეორე ნაბიჯი - ეკონომიკური დაახლოება და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა, მესამე ნაბიჯი - მშვიდობიანი ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოში.

წასაკითხად ხო კარგად იკითხება, მაგრამ ბევრ კითვას ტოვებს ეგ ამბავი.. ყველაფერს თავი გავანებოთ იმ ოსურ შეიარაღებულ ფორმირებებს რას უშვებით? წეღან აქ ერთ ოს ფაშისტთან მომივიდა კამათი, კინაღამ ჩკუიდან გადავედი ტო და არა მგონია ასეთი ნაროდი ცხინვალში დაძაბულობის გაღვივებისთანავე იარაღით ხელში არ ჩავიდეს მანდ.. აღარაფერს ვამბობ უბრალოდ მოხალისეებზე რომელთაც უბრალოდ ოსების ქართველებისგან დასაცავად ომში წასვლა ღირსების საქმე გონია, ასეთი აქ უმრავლესობაა მგონი, ხოდა ეს ხომ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირებაა? თან დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ ოსეთი ღიათ ან ფარულად მარამ ჩაერევა კონფლიქტში სულ რომ ნასკებიანა გაგიჟდეს მოსკოვი რაც ქე ხვდები რასაც ნიშნავს..

 

ჩრდილოეთ ოსეთი დღემდე ერთადერთი რესპუბლიკაა რუსეთის შემადგენლობაში, რომელსაც ფაქტიურად საკუთარი არმია ყავს რუსეთის შუსუსუს საფარ ქვეშ.. ძირითადში ინგუშების ფაქტორის გამო ალბათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

წასაკითხად ხო კარგად იკითხება, მაგრამ ბევრ კითვას ტოვებს ეგ ამბავი.. ყველაფერს თავი გავანებოთ იმ ოსურ შეიარაღებულ ფორმირებებს რას უშვებით?

რა თქმა უნდა განსახორციელებლად რთულია და დრო დასჭირდება ამ საქმეს. ამიტომ არის საჭირო უცხოური სამშვიდობო მისია, რომელიც არც ერთ მხარეს არ დაიჭერს, რომელსაც ენდობიან ოსებიც და ქართველებიც და რომელსაც წესრიგისა და კანონის დარღვევის შემთხვევაში ძალის გამოყენების მანდატი ექნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა თქმა უნდა განსახორციელებლად რთულია და დრო დასჭირდება ამ საქმეს. ამიტომ არის საჭირო უცხოური სამშვიდობო მისია, რომელიც არც ერთ მხარეს არ დაიჭერს, რომელსაც ენდობიან ოსებიც და ქართველებიც და რომელსაც წესრიგისა და კანონის დარღვევის შემთხვევაში ძალის გამოყენების მანდატი ექნება.

არარეალურია ეგ ამბავი სატურნ, მოსკოვმა ოფიციალურად ერთი თამაშI შეიძლება ითამაშოს, მაგრამ ფარულად საკუთარი პოზიციების ცხინვალში და სოხუმში გამყარებას მაინც შეეცდება..

 

ერთადერთი ვარიანტი ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში შეიძლება იყოს ფარული ოპერაციები ადგილებზე კონფედერაციის იდეის პოპულარიზების მიზნით, სახალხო ფიპლომატიის მაქსიმალური მხარდაჭერა.. დიდი მაყუთის დადება ამ მიმართულებებზე და საბოლოო ჯამში ანტირუსული კი არა და რეალური დამოუკიდებლობის იდეის გამყარება რაც კონფედერაციის პირობებში შესაძლებელი იქნება, რუსეთთან თამაშის პირობებში კი არა..

 

იტოგში რავიცი ჩემ ხელში რომ იყოს 3-5 წელიწადში ნიადაგს შევამზადებდი და მერე ერთობლივი ძალებით გავტისკავდით სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან რუსეთს.. იმენნა ყველაფერი არ ითქმის, მაგრამ რასაც ვუბნობ იმენნა შესრულებადია..

 

მერეა და ილუზია არ უნდა გვაწუხებდეს, თბილისის კონტროლს სოხუმი და ცხინვალი არასდროს დათანხმდება, საერთო კონფედერაციული დედაქალაქიდან ფედერალური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაზე კი წავა.. კონფედერაციის დედაქალაქი ან მონაცვლეობით შეიძლება იყოს თბილისი, ცხინვალი და სოხუმი ვთქვათ 5 წელიწადში ერთხელ იცვლებოდეს ფედერალური ცენტრის ადგილმდებარეობა ან რამე ამდაგვარი, ანდაც სიტყვაზე მცხეთა იყოს კონფედერაციის დედაქალაქი რაც ყველა მხარისთვის შეიძლება იყოს მისაღები..

 

მოკლედ ათასი იდეა და ვარიანტია მაგრამ ყველაზე ცუდი რასაც თბილისი გაკეთებს ეს ახალი ომია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ დაგეთანხმები. ფაქტიურად მედვედევის ვიზიტის პარალელურად 10 ადამიანის დაკავება რუსეთისათვის შპიონაჟის ბრალდებით, დიპლომატიურ ენაზე აშკარა ჟესტია.

 

 

ეს რუსეთის ჩინოვნიკების აზრია (მაგას ამბობენ) და ისრაელის შპიონი(არ მახსოვს გვარი) ერთი ათ წელზე მეტი ზის და არც პრასვეტი აქვს გამოსვლის.ასე რომ არ ამბობ მართალს და შპიონებს ეგ ელოდებათ ყოველთვის.

 

 

ახლა იმ კითხვას რაც შეეხება, რომელიც დახურულ თემაშია. მე ხელისუფლების მოღვაწეობას სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ცალსახად დადებითად ვაფასებ. საქმე მხოლო გზებში, დენში და გაზში არაა. თუმცა ესენი თავისთავად არაა უმნიშვნელო ფაქტორი. მთავარი ქვეყნის მართვაში გატარებული ცვლილებები იყო ჩემი აზრით, რომლის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფცია როგორც მინიმუმ ვერტიკალის ქვედა და საშუალო რგოლებში. მეორე ვადა პრობლემატურია, გეთანხმები

 

 

კორუფციაო რომ იძახი,მაღალ ეშელონებში მაგათ მაგივრადაც რომ იღებენ ეგ როგორ? :) სხვა?

 

 

 

 

 

კაცო,რა სჭირდა ფორუმს და ყოველ დილით ეგრე აკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკლები არ მიატოვნებენ მოძმე ქართველ ერს,

 

ხოლო რუსები მოძმე აფხაზებს და ოსებს :yes:

 

ყველა კმაყოფილია და ყველა იცინის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...