planetanews Posted June 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/logo_time_home.gif ბრიუს ქრამლი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლური სახელმწიფოები რუსეთთან ურთიერთობებში ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდნენ: ხან ეხვეოდნენ მას, როგორც პოსტკომუნისტურ მეგობარს, ხან კი უპირისპირდებოდნენ, როგორც მუდმივ მტერს. დღეს ეს უკიდურესობები პოზიტიურ ფაზაში გადადის. ხუთშბათს პრეზიდენტმა ობამამ ძალიან თბილად მიიღო მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი თეთრ სახლში. ხოლო ერთ კვირაზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც ანალოგიურ ჰაეროვან კოცნებს მოსკოვს საფრანგეთის ლიდერი ნიკოლა სარკოზი უგზავნიდა. თუკი თქვენ თანამშრომლობის სურვილის არსებობაში ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, გამოკითხეთ ვინმე დასავლური კომპანიების მრავალრიცხოვანი ხელმძღვანელებიდან, რომლებიც მოსკოვში ბიზნესის დაწყებისთვის რიგში ჩამწკრივდნენ, დარწმუნებულები არიან რა, რომ პარტნიორობისთვის შესაფერისი ატმოსფეროა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ვაშინგტონში, ობამამ მედვედევს უთხრა, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უნდა გაგრძელდეს და არ შემოიფარგლოს ისეთი მიღწევებით, როგორიცაა ბირთვული არსენალების შემცირებაზე ახლახანს ხელმოწერილი შეთანხმება. ობამას მიაჩნია, რომ რუსულ–ამერიკული ურთიერთობები გადატვირთვას უსაფრთხოების სფეროში ამგვარი შეთანხმებების წყალობით დაექვემდებარა, თუმცა ახლა წინსვლის და თანამშრომლობის გაფართოვების დროა. „ცივი ომის დასრულების შემდეგ ოცი წელი გავიდა და რუსულ–ამერიკული ურთიერთობები მხოლოდ უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებით არ უნდა შემოიფარგლოს“, – განუცხადა ობამამ მედვედევს და პრესკონფერენციაზე მყოფ პრესის წარმომადგენლებს, „საჭიროა ყურადღების გამახვილება საერთო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმაზე, რისი შექმნაც ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია“. მედვედევის ვიზიტის ფარგლებში ამერიკული და რუსული კომპანიების უხვი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ეკონომიკური კავშირების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა უკვე ხორციელდება. რუსეთს უცხოური ინვესტიციები სჭირდება. ბოლო მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანას მოძველებული საბჭოთა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი სჭირდება. მაგრამ ბიუჯეტი ასეთ ციფრს ვერ დაფარავს. რუსეთი იძულებული იყო გაეცნობიერებინა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდებოდა გარე სამყაროსთან ღიაოაბა. მაგრამ ამერიკა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც თანამშრომლობაზე დაპატიჟების მოპოვებას ცდილობს. ობამას გასწრებას სარკოზი შეეცადა, რომელიც 19 ივნისს სანქტ–პეტერბურგში ჩავიდა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით შეხვედრაზე. სარკოზი, რომელსაც ფრანგული ბიზნესის ხელმძღვანელთა პატარა არმია ახლდა თან, დაესწრო დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარის ღირებულების დაახლოებით 25 მსხვილი კონტრაქტის ხელმოწერას რუსულ და ფრანგულ კომპანიებს შორის. „ცივი ომი დასრულდა, კედელი აღარ არსებობს“, – განაცხადა სარკოზიმ, მოუწოდა რა მედვედევს საფრანგეთთან და მთლიანად ევროკავშირთან ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ, „რუსეთი დიდი ზესახელმწიფოა. ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენ ზევიდან ვართ მოწოდებული ვიყოთ მეგობრები და უნდა დავახლოვდეთ“. გარკვეულწილად, ამ ფრანგულ და ამერიკულ მოწოდებებში მოსკოვის მიმართ – რომ ისინი უფრო ახალო და აქტიური პარტნიორები გახდნენ მსოფლიოს პრობლემების მოგვარებაში – დასავლური კონკურენციის ელემენტი მუშაობს. ვაშინგტონში გაჟღერებული ობამას პირობა, რომ ის დაეხმარება მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საქმეში ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ აშშ–ს სურს რუსეთში ბიზნესი უფრო აქტიურად აწარმოოს, რაც იმავდროულად გაზრდის საერთაშორისო წესების მიმართ ამ ქვეყნის ანგარიშვალდებულებას. იმავდროულად, სარკოზი მოუწოდებს რა რუსეთს ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი ფინანასური ბაზრების ახალი გლობალური რეგულირებისა და ბანკებზე საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმების შექმნისკენ მიმართულ ძალისხმევაში, ტორონტოში „დიდი ოცეულის“ სამიტს ითვალისწინეს, სადაც ეს ძალისხმევები წინააღმდეგობას წააწყდება აშშ–ს, ბრიტანეთის და კანადის მხრიდან. სარკოზის კიდევ ერთი მიზანია გერმანიას დაეწიოს, რომელიც ევროპაში რუსეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, და არსებითად უსწრებს საფრანგეთს 2009 წელს მოსკოვთან 17 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვით. მედვედევი ამ ძალისხმევას მხარს უჭერს, და მან ახალი ბიძგი შეიძინა სანქტ–პეტერბურგში სარკოზის ვიზიტის დროს ხელმოწერილი კონტრაქტების წყალობით საფრანგეთის საწარმოო გიგანტ Danone–თან, ავიაკოსმოსურ კორპორაცია Arianespace–თან, და მატარებლების წარმოების კომპანია Alstom–თან. ენერგეტიკულმა კომპანიებმა GDF-Suez–მა და Electricité de France–მა რუსეთის გაზსადენურ პროექტებში შესაბამისად „ჩრდილოეთ ნაკადსა“ და „სამხრეთ ნაკადში“ აქციების მნიშვნელოვანი პაკეტები შეიძინეს. პარიზი იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით ის შეასუსტებს მოსკოვის ჩვევას ენერგორესურსების ექსპორტი დიპლომატიური ხელკეტის სახით გამოიყენოს. „საფრანგეთს ესმის, რომ რუსეთი – ზოგჯერ რთული და პრობლემების შემქნელი პარტნიორიც კია; მაგრამ ის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია ორმხრივი ურთიერთობების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ევროკავშირთან ურთიერთობების თავლსაზირისით, როგორც „დიდი ოცეულის“ წევრი და როგორც გაფართოვებული ევროატლანტიკური ალიანსის ნაწილი უსაფრთხოების სფეროში“, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგულ ინსტიტუტთან არსებული რუსული ცენტრის დირექტორი თომა გომარი. და მართალია, მოსკოვთან მიმართებაში სარკოზის სასიყვარულო ზეწოლა ვინმეს შეიძლება ერთი შეხედვით მოეჩვენოს საფრანგეთის მცდელობად გერმანიას კონკურენცია გაუწიოს და გახდეს რუსეთის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი ევროპაში, თუმცა გომარი აღნიშნავს, რომ აქ წინააღმდეგობრივიც ბევრი არაფერია. „პარიზს დანამდვილებით სურს რუსეთის უფრო წონადი პარტნიორი გახდეს, თუმცა საკუთარი მცდელობებით (მოსკოვთან ურთიერთობის ზონდაჟი) ის იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მისი შეხედულებები ემთხვევა ბერლინის, რომის, და სულ უფრო ხშირად ვარშავას შეხედულებებს, რომლებიც იმაში მდგომარეობს (მოსწონთ ეს მათ თუ არა), რომ უახლოეს ათეულში რუსეთი ევროკავშირისთვის ის მთავარი თემა იქნება, რომელზეც მას მუშობა მოუწევს“, – ამბობს გომარი. „იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთისგან თავი შორს დაიჭირონ იმ პრობლემების გამო, რომელსაც მოსკოვი ქმნის, მიზანი ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორობებსა და სტრუქტურებში მოსკოვის შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობაში მდგომარეობს. იდეა თანამშრომლობის პოზიტიური, პროდუქტიული და მომგებიანი პროექტების შეამნაშია, რომ რუსეთმა მომავალში უარი თქვას ისეთ ქმედებებზე, რომელიც შეშფოთებას იწვევს“. და ბოლოს, გომარი დასძენს, რომ პარიზის ფლირტი რუსეთთან – ნაწილობრივ თავდაცვითი ნაბიჯიცაა, რომელიც მიმართულია, საფრანგეთის შეხედულების თანახმად, „გერმანიის არმოსავლეთისკენ სვლაზე“, რადგან ამ ქვეყანამ დაეჭვება დაიწყო იმაში, რომ მისი მომავალი გამორჩეულად ევროკავშირის სტრუქტურებშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ იფიქროთ, რომ ეს სარკოზის, ობამას და სხვა ლიდერების უკანასკნელი ინიციატივებია. როგორიც არ უნდა იყოს მათი მოტივაცია, ჩვენს დღეებში ბევრი დასავლური დედაქალაქის გზა მოსკოვისკენ მიდის. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts