FIORENTINO Posted August 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2008 ბათუმის პორტში კიდევ ერთი ამერიკული ხომალდი შევიდა 27 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კატერი "დალასი" ბათუმის მაგივრად ფოთის პორტში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. ეს უკვე მეორე ჰუმანიტარული დახმარების ამერიკული ხომალდია, რომელიც ჰუმანიტარული მისიით ბათუმში შედის. აშშ-ს თბილისში დევნილებისთვის დახმარება სამხედრო თვითმრინავებითაც ჩამოაქვს. ამერიკული ხომალდების ფოთის პორტში შესაძლო შემოსვლის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საპორტო ქალაქში რუსი სამშვიდობოების საგუშაგოები გაიხსნა. იქამდე, რუსი სამხედროები ქალაქ ფოთში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად შევიდნენ. რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილის ანატოლი ნოგოვიცინის თქმით, შავ ზღვაში ნატოს ხომალდების შემოსვლა რეგიონში მდომარეობას ართულებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკული ხომალდები საქართველოშიჰუმანიტარული მისიით იმყოფებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.