Jump to content
Planeta.Ge

გურამ დოჩანაშვილი


Recommended Posts

სამოსელი პირველი ესარის უბრალოდ გენიალური წიგნი! ჩემთვის პირადად პირველი წიგნი იმიტომ რომ ყველა სიტყვა, ყველა აბზაცი გენიალური და თბილია... დიდი კანუდოსელები თითოეული გენიაა! თვითონ კანუდოსი გენიაა! მენდეს მასიელი რომლის სულიც კაატინგაშია... ამ წიგნზე და საერთოდ დოჩანაშვილზე რო ვიწყებ ლაპარაკს რავიტსიი რავთქვა ხოლმე არ ჭირდება ამ წიგნს იმის ძახილი რომ მაგარია რომ წაიკითხავ უკვე ყველაფერი გასაგებია... და ვისაც არ აქვს წაკითხული ბედნიერია... იმიტომ რომ პირველად წაკითხვის ბედნიერება აქვს...

 

"ორჯერ გიბოძეს სამოსელი პირველი, დომენიკო, - თქვა მამამ, დინჯად ჩამოსცქეროდა, - და მესამედაც გიწყალობებ - მე მოგცემ სიტყვას შენ, დომენიკო...

რა, ეს რა უთხრეს, გაბრუებული წამოჯდა მგზავრი...

- კარგად იცოდე, დომენიკო, სამოსელი პირველი სიტყვაა...

შენი ამბავი ცად კი ავიდა, მაგრამ ჩვენთანაც, შენიანებთან, უნდა დატოვო..."

 

"და აი ამ ქვას, დომენიკო არასოდეს მოიშორებ...

გულზე კანაფით ჩამოჰკიდა დიდი ამეთვისტო - ცეცხმოუდები, მეუფიანი, ანა-მარიას მოციაგე ქვა...

- ეს ლოდზე მძიმე იქნება შვილო...

აჟრიალებდა მგზავრს...

- ძალიან ბნელა? - იკითხა მამამ...

- ძალიან დიახ...

- მაგრამ მე მხედავ?

- ძალიან გხედავ...

- ხოდა დამიმახსოვრე"

 

ორჯერ გიბოძეს სამოსელი პირველი დომენიკო

და მესამედაც გიწყალობებ

მე მოგცემ სიტყვას შენ დომენიკო

კარაგდ იცოდე დომენიკო სამოსელი პირველი სიტყვაა

 

"სამოსელი პირველი" არის წიგნი რომელიც ყველა ქართველს უნდა ქონდეს წაკითხული...

 

"მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს", - გურამ დოჩანაშვილი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანა-მარია ქალი იყო და შველს გავდა... :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამოსელი პირველი მართლაც გენიალურია :)

 

არ მემის იმ ადამიანების, რომლებსაც ეს წიგნი არ მოსწონთ :)

 

ეტყობა მხოლოდ დროის გასაყვანად კითხულობენ და არა რაღაც ახლის საპოვენლად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალ რომანზე მუშაობს დოჩანა

ავტობიოგრაფიული იქნებაო

"რაც უკეთ მახსოვს და მეტად ვიცი" თუ რაღაც ეგეთი ქვია

 

ლიტერატურა და ხელოვნებაში იბეჭდებაო და წიგნად უახლოეს მომავალში გამოვაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

არადა უბრალოდ კიარა ანა-მარიას სიკვდილი არის წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანი...

თან როგორაა აღწერილი უგოს თვალები ცისფერითევზები რომ უტივტივებდა ის დანა, ჭალაში რომ იპოვა, ამდენი ხნის ნანატრი... დომენიკოს განცდები და ფეხმძიმე ანა-მარია რომ შეუხვევს და უგო დანას რომ... და... ანა-მარიას სიკვდილი არის ყველაზე არაუბრალო და არაუბრალოდ აღწერილი მთელს წიგნში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიყვარს დოჩანაშვილი :user:

 

სავადმყოფოში რო იწვა სახელმწიფომ დასახმარებლად ერთი გროშითაც კი არ დაეხმარა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
"სამოსელი პირველი" და "ძმები კეჟერაძეები" მაქვს წაკითხული... შესანიშნავია... :user:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვა არც არაფერი აქვს ეგეთი შთამბეჭდავი რამდენადაც ვიცი

(იოჰან სებასტიან ბახის გარდა)

 

 

 

ახალი რომანის დასაწიყის დაიბეჭდა საბაში და ეგეც არმომეწონა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
გენიალური და ისეთი არაა რო ვენები გადაიჭრა მაგარი წიგნია წაკითხვის პროცესში მაგრად ვისიამოვნე 5 კანადოსელი მომეწონა ძაან!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი განსაკუთრებული არაა!

 

კი კარგია, მაგრამ არაა განსკუთრებული და მითუმეტეს გენიალური!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

one :D ამ თემისთვის და იმისთვის რო ესე გიყვარს სამოსელი პირველი :D

რავი არაფერს არ ვიტყვი ეჰლა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...