FIORENTINO Posted August 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2008 ირაკლი ალასანია: რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაეროს წესდებისა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლემა ირაკლი ალასანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ელჩმა რუსეთის გადაწყვეტილებას მიუღებელი და უკანონო აქტი უწოდა, რომელიც მიმართულია სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმურობის აღიარებისკენ. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მოსკოვის გადაწყვეტილებას არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი არ ექნება. ალასანიას განცხადებით, რუსეთმა მშვიდობისმყოფელის ნიღაბს ამოფარებულმა, მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება. მან დასძინა, რომ ახლა ყველასთვის ნათელი გახდა - რუსეთი კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს და არ შეიძლება, ის კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო შუამავლად გამოდიოდეს. "რუსეთი არ იცავს ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც ხელი დიმიტრი მედვედევმა მოაწერა. რუსეთის აგრესიამ საქართველოსთან მიმართებაში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია", - განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა. ალასანიას თქმით, საქართველო ყველა ძალისხმევას გამოიყენებს საერთაშორისო დონეზე თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.