Jump to content
Planeta.Ge

"მოსკოვი" საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში რჩება


Recommended Posts

სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" კვლავ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში რჩება

 

რუსეთის ფედრაციის შავი ზღვის ფლოტი კუთვნილი სამხედრო ხომალდი სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" კვლავ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში რჩება.

 

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" 25 აგვისტოს სევასტოპოლიდან ისევ საქართველოს მიმართულებით გამოვიდა.

 

რუსული მხარის განცხადებით. ეს ნაბიჯი ნატოს სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლასთანაა დაკავშირებული.

 

შეგახსენებთ, რომ ნატოს საბრძოლო ხომალდები შავ ზღვაში საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მისიას ახორციელებენ.

 

რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ცხრა საბრძოლო ხომალდი იმყოფება, რომლებსაც შეიარაღებაში სხვადასხვა სახის რაკეტები აქვთ, მათ შორის 100-მეტი ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი", რომელთა დანიშნულება სახმელეთო მიზნების განადგურებაა.

 

საქართველოში საომარი ოპერაციების დაწყების შემდეგ შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში სამხედრო ხომალდთა დაჯგუფება შევიდა: კრეისიერი "მოსკოვი", სადარაჯო ხომალდი "სმეტლივი", ხომალდები "ტურბინისტი" და "მირაჟი", სამი დიდი მოცულობის სადესანტო ხომალდი, მცირე ზომის სარაკეტო ხომალდები, მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები და უზრუნველსაყოფი ხომალდები.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...