Jump to content
Planeta.Ge

სერბეთი მედვედევის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა


Recommended Posts

სერბეთი მედვედევის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

 

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კავკასიის რეგიონში სიტუაციის განვითარების გამო გულისტკივილს გამოთქვამს, - ნათქვამია სერბეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენეტში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

 

"სერბეთის ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ კოსოვოსა და მეტოხიის ცალმხრივი აღიარება მსოფლიოს სხვა რეგიონებში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მიმდინარე წლის თებერვალში კოსოვოს ალბანურმა ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერით სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი სტატუსი გაეროს 192 წევრი-ქვეყნიდან 46-მა ცნო.

 

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ოფიციალური ბელგრადი საერთაშორისო ნორმებს პატივს სცემს და მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

 

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...