Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- “ელიტ ელექტრონიქსის” აქცია ჟურნალისტების გულისმოსაგებად


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/452gm7ow5olnrwyi_1apnd48j6ihxics6p1205c35zi52lns8e.jpg

 

27 ივნისს ელიტ ელექტრონიქსის სათაო ოფისში საინტერესო აქცია გაიმართა. ელიტ-ელექტრონიქსის ახალი მენეჯმენტის ინიციატივამ – გამართოს აუქციონი სპეციალურად  ჟურნალისტებისთვის – გაამართლა და კომპანიამ ამ აქციაზე უპრეცენდენტო უკუკავშირი მიიღო. ჟურნალისტებს მსოფლიო ბრენდების შეძენა სულ რაღაც 30 ლარადაც კი შეეძლოთ. ახალი მენეჯმენტი მას მედიასთან და, შესაბამისად, თავის მომხმარებელთან იმ ურთიერთობების აღდგენაზე ზრუნავს, რომელიც ძველი ხელმძღვანელობის მიერ შექმნილმა კრიზისმა წარმოქმნა. დღეს უვკე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ელიტ ელექტრონიქსმა დასძლია კრიზისი და განახლებული ძალებით სთავაზობს მომხმარებელს თავის მომსახურებასა და პროდუქციას. მას შემდეგ, რაც ელიტ ელექტრონიქსში მმართველი გუნდი შეიცვალა, კომპანიის ხარვეზებზე ბევრს ლაპარაკობდნენ. სკანდალი კიდევ ერთხელ გამეორდა, როდესაც კომპანიიდან ახალმა ხელმძღვანელობამ მილიონი ლარის უხარისხო და გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქცია ამოიღო. ამის შემდეგ ელიტ ელექტრონიქსმა ფასდაკლებებისა და უპროცენტო განვადებების ნამდვილი ბუმი დაიწყო, რომელიც ჟურნალისტებმაც გამოცადეს. გოდერძი შარაშიამ სვაროვსკის ”ფლეშკა”, რომელიც ”ელიტ ელექტრონიკსში” 270 ლარად იყიდება, სიმბოლური ვაჭრობის შემდეგ სიმბოლურ ფასად – 70 ლარად შეიძინა. ”ელიტ ელექტრონიქსის” ახალი გენერალური დირექტორის, ამირან შეროზიას თქმით – ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა მაღაზიაში ასეთი სახის აუქციონს ელიტი უკვე ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც გამართავს. წარმოდგენილ პროდუქციის საწყისი ფასი 30 ლარი იქნება.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...