Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო კავკასიის გავლენიან რეგიონალურ სახელმწიფოებს შორის ადგილს ეძებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/wpr-150x83.png

 

მაიკლ ჩეჩირე        

 

XVIII საუკუნის დასაწყისში, უძველესი ქართული სამეფოს, ქართლის მმართველი ვახტანგ VI ხედავდა, თუ როგორ იძირებოდა მისი მიწა ქაოსსა და ომში. გაცვალა რა სპარსეთის მბრძანებლებზე დამოკიდებულება პეტრე პირველისადმი ერთგულებაზე, მოულოდნელად ქართველი მეფე მისმა ახალმა მოკავშირეებმა მიატოვეს და სასოწარკვეთილი უცქერდა იმას, თუ როგორ იშლებოდა მისი ქვეყანა სპარსელების, ოტომანების, ავღანელებისა და რუსების არმიების შემოსევებით. ვახტანგის მორჩილებას საბოლოო ჯამში XIX საუკუნეში ჯერ რუსეთისადმი, ხოლო ХХ საუკუნეში საბჭოთა რეჟიმისადმი საქართველოს სრული კაპიტულაცია მოჰყვა.

 

დინამიკა, რომელიც XVIII საუკუნისთვის იყო დამახასიათებელი, დღეს არანაკლები ძალით ვლინდება. შეიცვალა სტატუსები და საზღვრები, რასაც დაემატა ისეთი თავისუფალი ცვლადი როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მაგრამ საქართველო და კავკასია ამ სიტყვის უფრო ფართო გაგებით, დედამიწის კვლავ ღირებულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიწად რჩება, რომლის დაპყრობისკენაც მიისწრაფვიან ძველი მეტოქეები: სპარსეთი (ირანი), მოსკოვია (რუსეთი), და თურქები (თურქეთი).     

 

ამის მიზეზის გასაგებად, რუკაზე თვალის შევლებაც საკმარისია. ამ სამი რეგიონალური ზესახელმწიფოს საზღვრები გარს ერტყმის კავკასიის ბიფერულ რეგიონს, რომლის სტრატეგიული პოზიციაც ძლიერდება მისი შთამბეჭდავი მთიანი ქედების, შეფარული მთიანი ველების (სადაც თავდაცვის გამაგრება მარტივია), ასევე შავი და კასპიის ზღვების გამო, რომლებიც მას კიდეებიდან იცავენ. კავკასიაზე კონტროლი, რეგიონში ვაჭრობის როგორც გამარტივების, ასევე მისი გადაკეტვის შესაძლებლობას აჩენს. დაუმატეთ ამას საკვანძო ბუნებრივი რესურსების პოტენციური ეფექტის არსებობა და რეგიონში ნავთობის და გაზის ტრანზიტის მნიშვნელოვანი პუნქტები და რთული მისახვედრი არ იქნება, თუ რატომ იპყრობს ეს პატარა რეგიონი ასეთ დიდ ყურადღებას.

 

ირანი, რუსეთი და თურქეთი საკუთარი მეთოდებით ცდილობენ რეგიონში ლიდერის პოზიციის მოპოვებას. მოსკოვის სასოწარკვეთილი მცდელობები ჩრდილოეთ კავკასია შეინარჩუნოს, მისი მხარდაჭერა სომხეთისადმი, აზერბაიჯანთან შეთამაშება, რომელთანაც ის მომგებიან ენერგეტიკულ გარიგებებს აფორმებს, ყველასთვის ცნობილია. არანაკლებ არსებითია ის, რომ რუსეთი დაეხმარა საქართველოს რეგიონებს ამ ქვეყნისგან გამოყოფაში; ის, რომ მოსკოვს საკუთარი სურვილისამებრ ემბარგოს შემოღება ან მოხსნა შეუძლია და მხარს უჭერს აქტიურ და ცნობილ (მაგრამ არაპოპულარულ) პრორუსს ოპოზიციურ პოლიტიკოსებს საქართველოში საკუთარი გავლენის დასამკვიდრებლად.       

 

თურქეთი თავის მხრივ აზერბაიჯანის მოკავშირე–ძმის როლს თამაშობს და იმავდროულად ცდილობს (ჯერ–ჯერობით უშედეგოდ) სომხეთთან მეგობრული ურთიერთიერთობების დამყარებას. გარდა ამისა, თურქეთში საკმაოდ ბევრი ჩერქეზი, იმ ხალხის შთამომავალი ცხოვრობს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან გაასახლეს, და ის აფიშირების გარეშე აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან თანამშრომლობს. რაც შეეხება საქართველოს, ანკარას თბილისთან ახლო ურთიერთობები აქვს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლახანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს „შესანიშნავი“ უწოდა. თურული ინვესტიციები დღესაც დიდი მოცულობისაა და როგორც ჩანს კიდევ უფრო გაიზრდება თბილისსა და ბათუმში. ბათუმის აეროპორტი ფატობრივად თურქული შიდა ავიახაზების სისტემის ნაწილია.

 

ირანი, ამ კავკასიურ თამაშს ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ ირანში აზერბაიჯანული ფენა მრავალრიცხოვანია, აზერბაიჯანის და ირანის ურთიერთობებში ბოლო დროს აგრილდა, რადგან ირანი საქმიან კავშირებს სომხეთთან ანვითარებს, აზერბაიჯანი კი ისრაელს უახლოვდება. თუმცა თეირანის ინტერესი კავკასიის მიმართ უდაოა. და არაფერში ეს ისე აშკარად არ ჩანს, როგორც მის მკვეთრად გაუმჯობესებულ ურთიერთობებში საქართველოსთან, რომელიც გეორგაფიულად და ისტორიულად კავკასიის გულია.  

 

მხარეები დიპლომატიურ ვიზიტებს ცვლიან უმაღლეს დონეზე, არსებული ინფორმაციით პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ხელი მოეწერა უამრავ შეთანხმებას და განკარგულებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოვებას და ქვეყნებს შორის უვიზო საკომუნიკაციო რეჟიმს ეხება. ყველაზე საინტერესო, შესაძლოა ის არის, რომ რუსეთთან მისი ურთიერთობების მიუხედავად, ირანი ძველებურად უარს ამბობს საქართველოს სეპრატისტული რეგიონების აღიარებაზე. და ბევრ ქართველს ახსოვს, რომ 2006 წელს, როდესაც საქართველოში რუსული გაზის მიწოდება შეწყდა, ირანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ქვეყნის  გაზით მომარაგებას განაგრძობდა. საქართველო–ირანის ურთიერთობები მართლაც „ახალ ფაზაში“ შევიდა, როგორც ეს მაისში თეირანში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.

 

დასავლეთთან, კერძოდ კი საქართველოს ამერიკელ პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად,  თეირანს და თბილისს შორის დისტანციის შემცირება გასაკვირი არ არის. საქართველო რუსეთის გავლენის საპირწონის ძიებაშია და რეგიონში დიპლომატიური კავშირების განვითარებისკენ მიისწრაფვის. ეს განცდა დასავლეთის მხრიდან საქართველოს „მიტოვების“ განცდით ძლიერდება. დასავლეთი ახლა რუსული მხარდაჭერის მოპოვებითაა დაკავებული, ბედის ირონიით, ირანის წინააღმდეგ.

 

„ჩვენ არავისთან არ გვურს ცუდი ურთიერთობა. თვითმკვლელები არ ვართ“, – უპასუხა სააკაშვილმა კითხვებს საქართველო–ირანის ურთიერთობაზე, რომლებსაც, ცხადია დიდი პერსპექტივა აქვს. „ჩვენ ყოველთვის რაციონალურად მოვიქცევით“. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი ერთ–ერთი პირველი იყო, რომელიც დადებითად გამოეხმაურა ურანის გამდიდრებაზე მიღწეულ შეთანხმებას ირანს, თურქეთს და ბრაზილიას შორის და მას „დიპლომატიური გამარჯვება“ უწოდა.                

 

რა თქმა უნდა, თბილისში ცოტა ვინმე თუ აპირებს ირანთან ურთიერთობის გამო, დასავლეთთან თანმიმდევრულად ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაფუჭებას. თუმცა ირანთან მეგობრული ურთიერთობა საქართველოს დამოუკიდებლობაში წვლილის შეტანად განიხილება.  

 

„თეირანთან თანამშრომლობა – საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დასავლური მოდელის მსგავსად მისი გზის ეფექტურობისთვის დამატებითი მექანიზმების განვითარების პრაქტიკული ეტაპია“, – წერს Jamestown Foundation–ის ანალიტიკოსი გიორგი ყველაშვილი საკუთარ სვეტში ქართული ახალი ამბების ჟურნალში „ტაბულა“.   

 

თუმცა, დღემდე, ქართველების მიერ ირანის მოსისხლე მტრის შეერთებული შტატების მიმართ გაცემული ავანსები მართალია ადასტურებდნენ საქართველოს პროდასავლურ ელიტაში არსებულ ფართო შეხედულებებს, თუმცა თეირანთან თანამშრომლობის პერიოდის დადგომას არ მოასწავებდნენ.  თეირანის ძალა ბოლო წლებში გაიზარდა (და შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი ის ბირთვული პოტენციალის მოპოვებას შეძლებს), თუმცა საქართველო, ისევე როგორც სხვა კავკასიური ქვეყნები, ირანული თეოკრატიის თანამედროვე სატრაპებად გადაქცევას არ გეგმავენ.

 

თუკი რამეს შეუძლია თეირანთან საქართველოს ურთიერთობის განვითარება, ეს არის თურქეთის გარდაქმნა გეოპოლიტიკური ხიდის მდგომარეობიდან რეგიონის საკვანძო ზესახელმწიფოს მდგომარეობამდე. საქართველო საკუთარი  საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას ეწევა, მიისწრაფვის რა თავი აარიდოს ანკარასთან წინააღმდეგობებს, რომელიც რუსეთის ყველაზე მყარ რეგიონალურ ალტერნატივად მოსჩანს, მაგრამ იმავდროულად არ კარგავს იმედს, რომ უახლოეს მომავალში უფრო პერსპექტიული ევრო–ატლანტიკური მიმართულებები გაიხსნება. შეგნებულად, თუ უნებურად, თბილისი თავს იმკვიდრებს საკვანძო ღერძად თურქეთთან ურთიერთობების მზარდ რეგიონალურ სისტემაში.         

 

იმის მიხედვით, თუ როგორ სუსტდება კავკასიაში ურთიერთობების სისტემა, რომელიც საბჭოთა დროიდან მემკვიდრეობად შემორჩა, ძველი ზესახელმწიფოებრივი ტენდენციები ისე ყვავის, როგორც არასდროს, და ბლოკებად სახელმწიფოების დაყოფის ძველებული სქემები თბილისს აიძულებს რომელიმე მხარის დაკავებას. დასავლეთის სულ უფრო მოჩვენებითი ვალდებულებებით იმედგაცრუებული საქართველო, უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს მომდევნო წლებისთვის რეგიონში უფრო ავტონომიური პოზიციის დაკავებას გეგმავს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...