Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მიუხედავად აშშ-ს წახალისებისა და მხარდაჭერისა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება საქართველოში კვლავ წინააღმდეგობას აწყდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

 

რიჩარდ სოლაში

 

მსოფლიოს ორი უძლევამოსილესი კაცი, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი   რეპორტიორებს მიმართავდნენ, იმ რეპორტიორებს, რომელთაც ძალიან უნდოდათ მათი შეხვედრის შედეგების გაგება, ისინი კი ძროხის ხორცზე და წიწილებზე ლაპარაკობდნენ.

 

ძროხის ხორცზე  იმიტომ, რომ ამერიკული სტუმართმოყვარეობის საჩვენებლად, ობამა მედვედევს იმ დღეს ლანჩზე თავისი საყვარელი ჰამბურგერებით გაუმასპინძლდა. ხოლო წიწილებზე იმიტომ, რომ ორი ლიდერის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების პაკეტში, მედვედევმა პირობა დადო –  ის აღადგენს აშშ-ს ფრინველის ხორცის იმპორტს, რომელიც  რუსეთის მიერ უსაფრთხოების არგუმენტით  იყო აკრძალული.

 

ამ შეთანხმებამ შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა იქითკენ, რომ მთლიანად დაუჭიროს მხარი რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO), რომლის წევრებიც აწარმოებენ მსოფლიოს კომერციული ოპერაციების 95 პროცენტს.  რუსეთის გაწევრიანებით, განაცხადა ობამამ, ყველა მოიგებს.

 

”მე ხაზგასმით ვუთხარი პრეზიდენტ მედვედევს, მე ხაზგასმით ვუთხარი მთელს დელეგაციას და ახლა მინდა ხაზგასმით ვუთხრა რუს ხალხს: რუსეთის გაწევრიანებით WTO-ში, ჩვენ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე ვფიქრობთ, არამედ შეერთებული შტატების ინტერესზე, მსოფლიოს ინტერესებზე.  ამიტომ ეს ის საკითხია, რომლის გადაწყვეტაც გვსურს” – განაცხადა ობამამ.

 

სასოფლო-სამეურნეუ სუბსიდიები, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების არადამაკმაყოფილი რეგულაცია და ინტელექტუალური საკუთრების სუსტი კანონი – ის საკითხები იყო, რის გამოც აშშ არ სურდა რუსეთის WTO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს უკვე იყო ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება WTO-სთან დაკავშირებით.

 

ობამამ განაცხადა, რომ მისი მომლაპარაკებლები ეკონომიკის დარგში დაუღალავად მუშაობენ რუსებთან, რათა მოერიონ დარჩენილ ”რთულ პრობლემებს”. მისი ვარაუდით, მათი გადაწყვეტა შეიძლება ”რუსეთის მთავრობის ხელთ იყოს”.

 

მედვედევმა თავის მხრივ ამ ცნობილ, გადაუწყვეტელ საკითხებს ”უმნიშვნელო პრობლემები” უწოდა და განაცხადა, რომ მომლაპარაკებლები, ალბათ, სამუშაოს სექტემბრის ბოლოსთვის დაასრულებენ.

 

თბილისის Two-Step-ი

 

მაგრამ აშშ-ს დიდ ხნის წინააღმდეგობის დაძლევა, შეიძლება სულაც არ იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს ზურგის ქარი ექნება. WTO, რომელიც მეთვალყურეობას უწევს სავაჭრო ხელშეკრულებებს და საექსპორტო ბაზრებზე დაშვებას აიოლებს, 153 წევრს აერთიანებს და ყოველი მათგანი მონაწილეობს ახალი წევრების მიღებისას გადაწყვეტილების მიღებაში.  მათ შორისაა საქართველოც, რომელიც უკვე დიდი ხანია თავის აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელთან უბრადაა.

 

თბილისი დიდი ხანია აღშფოთებულია იმით, რომ რუსეთი მის სეპარატისტულ ტერიტორიებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მხარს უჭერს. აღშფოთებულია რუსეთის მიერ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წ####ბზე დაწესებული ემბარგოთიც და წლებია უკვე იმუქრება ვეტოს უფლების გამოყენებით  WTO-ში რუსეთის გაწევრიანებისას. ჩამოყალიბდა ქართულ-რუსული ჯგუფები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აქამდე მათ შენახმების მიღწევა ვერ მოახერხეს.

 

ამ ბოლო თვეებში რუსეთის WTO-ში გაწევრაინებისადმი ოპოზიცია, როგორც ჩანს, თბილისში  ჩაცხრა, რამაც სათავე დაუდო სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ მთავრობამ მოდრეკილმა 2008 წლის აგვისტოს ომით, პოზიცია შეიცვალა.

 

მაგრამ ნიკო მჭედლიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-ოფისის ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უთხრა, რომ ასეთი ცვლილება არ მომხდარა.

 

”მთავრობის პოზიცია უცვლელია. ის ისეთივეა, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო”- ამბობს მჭედლიშვილი. ”საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დოკუმენტში არ შეცვლილა არც ერთი პუნქტი. ამიტომ ლაპარაკი მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან შესაძლო დათმობებზე აბსოლუტური სიცრუეა”.

 

ობამამ და მედვედევმა ვაშინგტონში პრეს-კონფერენციის დროს საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენს, აშშ-რუსეთის უთანხმოებასთან დაკავშირებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, თბილისის როლზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში არაფერი თქმულა.

 

ბევრი წინააღმდეგობა

 

 

რუსი ოფიციალური პირები ღიად აცხადებენ, რომ გაწევრიანებისთვის მართლა სჭირდებათ აშშ-ს სრული მხარდაჭერა, ხოლო გაწევრიანების შემთხვევაში, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, წაახალისდება საგარეო ინვესტიციები, რაც  იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ყოველწლიურად თავისი მშპ-ს  3.3 პროცენტს  ანუ $53 მილიარდს მიიღებს.

 

გასულ წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ რუსეთის გაწევრიანება თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე.  და მართლაც რუსეთის ოფიციალური პირები და სხვებიც პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რუსეთის გაწევრიანება  17 წლით გაჭიანურდა, ამერიკას აკისრებდნენ.  აშშ-ში ვიზიტის წინ მედვედევმა გონებამხვილურად აღნიშნა, რომ ”ბურთი აშშ-ს მოედანზეა”.

 

ბევრი ექსპერტი ამას ეთანხმება.

 

”საქართველოს წინააღმდეგობა, პირველი პრობლემა არაა. ეს სამომავლოდ გადაიდება” – ამბობს ანდრეს ასლანდი, საერთაშორისო ეკონომიკის  პეტერსონის ამერიკული ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი”. ”მთავარი ახლა ისაა, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის ხდება.  ვიღაცამ უბრალოდ უნდა მოინდომოს მაგიდის გადაწმენდა და იმის მოფიქრება, თუ როგორ გააკეთოს ეს საქმე და კიდევ საჭიროა მოლაპარაკებების ორიოდე თვე, რომ ტექნიკური საკითხები მოგვარდეს. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-ს და რუსეთს ერთმანეთის სჯერათ“.

 

იმის გამო, რომ „გადატვირთვის“ წარმატებას ვაშინგტონშიც და მოსკოვშიც მიესალმებიან, როგორც ჩანს, ნდობამ ამ ბოლო წლებში უამღლეს წერტილს მიაღწია.

 

წარსულს ჩაბარდა გეგმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პუტინი ლობირებდა და რომელიც WTO-ში ბელორუსიასა და ყაზეხეთთან ერთად, საბაჟო კავშირის სახით გაწევრიანებას გულისხმობდა. ეს ის ნაბიჯი იყო, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდა ორგანიზაციის პროტოკოლთან და აშშ საგონებელში ჩააგდო. ხოლო მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ჩასვლამდე მედვედევმა აშშ-ს ტექნოლოგიების ცენტრი Silicon Valley მოინახულა, რუსეთის ლიდერმა ცხადი მესიჯი გააგზავნა –  მისი ქვეყანა სერიოზულად აპირებს ეკონომიკის მოდერნიზებას.

 

„ყველა შესაძლებლობა“

 

შემდეგი დიდი ოცეულის სამიტი კანადაში, სადაც ობამა და მედვედევი ერთად გაემგზავრნენ.დიდი ოცეულიდან მხოლოდ რუსეთი არ არის WTO-ს წევრი და მედვედევის ამერიკული ვიზიტის შემდეგ, ეს ალბათ, შეიცვლება.

 

მაგრამ საქართველოს პრობლემა რჩება. მეთიუ როჯანსკი, ორგანიზაციის, Carnegie Endowment for International Peace-ის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების დირექტორის თქმით, მედვედევი იმას ცდილობს, რომ ობამამ ჩამოიშოროს ეს ბარიერი.

 

” გამოვრიცხავთ რა  შესაძლო ახალ ხელისუფლებას, რომელსაც თავის უზარმაზარ, ჩრდილოელ მეზობელთან კონფლიქტების გადაწყვეტაზე სხვა შეხედულება აქვს“ – ამბობს როჯინსკი. „ჩნდება კითხვა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოზე, თუ ჩვენ (შეერთებული შტატები გადავწყვეტთ  გზა გავუხსნათ რუსეთის გაწევრიანებას“.

 

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი იუწყებოდა, რომ სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას მედვედევმა განაცხადა: „როგორც კი საქართველოს ახალი ლიდერი ეყოლება, ჩვენ გამოვიყენებთ ურთიერთობის აღდგენის ყველა შესაძლებლობას“.

 

მანამდე შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სცადონ ჩიხის გადალახვა. მოისურვებს თუ არა ამის გაკეთებას, ალბათ, ვაშინგტონისა და საქართველოს ურთიერთობათა განვითარებაზეა დამოკიდებული.

 

ლინკოლნ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს, თუ ის ამას მოისურვებდა, შეეძლო საქართველოსთვის ეკონომიკური ან სხვა სახის მოგება შეეთავაზებინა, რაც საქართველოს პოზიციის ცვლილების იმპულსს გაუჩენდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავის კავკასიელ მოკავშირის იძულებისთვის მუქარა გამოიყენოს.

 

„მე მგონია,  შეერთებული შტატები ახლა არაა იმ პოზიციაზე, რომ საქართველოზე ზეწოლის განხორციელება დააპიროს, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ, მე ვიტყოდი გარკვეული წარმატებით შექმნა ნარატივი, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა ისინი რუსეთზე გაცვალა“ – ამბობს მიტჩელი. „მე არა მგონია, რომ (შეერთებული შტატები) ამის შემდეგ ამ კონტექსტში შევა და (საქართველოს) რაიმე ამის მსგავსის გაკეთებას სთხოვს).

 

ასლანდი ამბობს, რომ საბოლოოდ მიღების პროცესში არსებული გასაძრომები საქართველოს უარის მიუხედავად, რუსეთს WTO-ში გაწევრიანების საშუალებას მისცემს. WTO-ს წევრებმა უნდა მიაღწიონ გენერალურ შეთანხმებას, ან „კონსენსუს“ პოტენციური წევრის შესახებ, რაც ტექნიკურად ერთხმად ხმის მიცემას არ უდრის.

 

მაგრამ WTO-ს სპიკერის თქმით, აპლიკანტი ქვეყანა ვერ გახდება WTO-ს განხილვის საგანი მანამდე, სანამ დავა ინდივიდუალურ წევრებს შორის არ გადაწყდება.

 

ორიგინალ

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...