Jump to content
Planeta.Ge

სოლიდარობა ღირსეულ სლავ ვაჟკაცს, თავისუფლებისმოყვარე პრეზიდენტ ლუკაშენკოს


Recommended Posts

Saturn

ცდები. რუსები შეჩერდნენ ბუშის საჯარო განცხადების შემდეგ, როცა მან განაცხადა რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალებს დაავალა საქართველოში ჰუმანიტარული მისიის განხორციელება და სამხედრო გემები გამოგზავნა.

აბა, წყლით დატვირთული გემების შეეშინდათ რუსებს. სხვათა შორის ის გემი თუ გემები კარგა ხანს ვერ შემოდიოდნენ, ხოლო რუსები კი როდის შეჩერდნენ უნდა გახსოვდეთ. სარკოზის რომელიღაცა წარმომადგენელმა თუ გახსოვთ ბუში ჩაუშვა , სარკოზის ურეკავდაო და ეუნებოდა, თბილისში რატომ მიდიხარ, ორ დღეში მანდ რუსები იქნებიანო. ამერიკელებს ეს მანდამაინც არ გაუპროტესტებიათ.

სხვათა შორის რუსებმა, რომლებიც საჩხერის რაიონში შევიდნენ,ფრანგების აშენებულ სამთო მსროლელთა ბაზას ხელი არ მოკიდეს, თუმცა თავისუფლად შეეძლოთ იგივე ექნათ, რაც გორის და სენაკის ბაზებს უქნეს.

ასევე მიშას და სარკოზის ბოლო შეხვედრაც გაიხსენეთ:

 

რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია საუბარი. ხომ კარგად გახსოვთ, აგვისტოს მოვლენების დროს ბუშის გამოგზავნილმა გემებმა კი არა (ბუში მე ძალიან მიყვარს, კარგი, მხიარული ადამიანია) ჩვენ შევაჩერეთ რუსები. ამ ომმა რუსეთის ეკონომიკა ძალიან დააზარალა.

 

მიშამ ამაზე არაფერი არ თქვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 122
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

როცა რუსები უკვე შეჩერებული იყვნენ.

ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი . რუსებმა ოპერაცია დაასრულეს უფრო ზუსტია. თავს ნუ ვიტყუილებთ...

 

რაც შეეხება რეაქციას , თავიდან იგი ჩაფიქრებული იყო როგორც ოკუპანტების წინააღმდეგ აქცია და ომმა დაადასტურა რომ აუცილებელი და საჭირო იყო მისი განხორციელება.

რაც სექტემბერში მოხდა .....ეს ჯაჭვი არ იყო,არამედ სახელიც კი არ ქვია . რეაქციის იდეა იმჰო გააბანძეს . :yes:

სამწუხაროდ არც ხელისუფლებას , არც საპატრიარქოს(რომელმაც ასევე შორს დაიკავა თავი "პოლიტიზირების" მოტივით ) არ ეყოთ ჯანსაღი აზრი მაშინდელი ინიციატივა სწორ დროს ,სწორ ვითარებაში განხორხიელებულიყო.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

აბა, წყლით დატვირთული გემების შეეშინდათ რუსებს. სხვათა შორის ის გემი თუ გემები კარგა ხანს ვერ შემოდიოდნენ, ხოლო რუსები კი როდის შეჩერდნენ უნდა გახსოვდეთ

მე არ მითქვამს რომ გემების შემოსვლამ შეაჩერა. შემაკავებელი ფაქტორი იყო განცხადება, ჟესტი.

 

სარკოზის რომელიღაცა წარმომადგენელმა თუ გახსოვთ ბუში ჩაუშვა , სარკოზის ურეკავდაო და ეუნებოდა

მაგ ბოდვაზე არ ღირს დიდი ყურადღების მიქცევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ბოდვაზე არ ღირს დიდი ყურადღების მიქცევა.

ვერ იტყოდა ბუში მაგას :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

აბა, წყლით დატვირთული გემების შეეშინდათ რუსებს. სხვათა შორის ის გემი თუ გემები კარგა ხანს ვერ შემოდიოდნენ, ხოლო რუსები კი როდის შეჩერდნენ უნდა გახსოვდეთ. სარკოზის რომელიღაცა წარმომადგენელმა თუ გახსოვთ ბუში ჩაუშვა , სარკოზის ურეკავდაო და ეუნებოდა, თბილისში რატომ მიდიხარ, ორ დღეში მანდ რუსები იქნებიანო. ამერიკელებს ეს მანდამაინც არ გაუპროტესტებიათ.

სხვათა შორის რუსებმა, რომლებიც საჩხერის რაიონში შევიდნენ,ფრანგების აშენებულ სამთო მსროლელთა ბაზას ხელი არ მოკიდეს, თუმცა თავისუფლად შეეძლოთ იგივე ექნათ, რაც გორის და სენაკის ბაზებს უქნეს.

ასევე მიშას და სარკოზის ბოლო შეხვედრაც გაიხსენეთ:

 

რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია საუბარი. ხომ კარგად გახსოვთ, აგვისტოს მოვლენების დროს ბუშის გამოგზავნილმა გემებმა კი არა (ბუში მე ძალიან მიყვარს, კარგი, მხიარული ადამიანია) ჩვენ შევაჩერეთ რუსები. ამ ომმა რუსეთის ეკონომიკა ძალიან დააზარალა.

 

მიშამ ამაზე არაფერი არ თქვა.

 

მასეა ეს, მაგრამ იქვე დავძენ, რომ რუსეთის ეკონომიკა ძირითადად დააზარალა კრიზისმა და არა ომმა. ამაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ამ ფინანსურმა კრიზისმა დიდწილად 'ახალი ეკონომიკები' ('ემერჯინგ ექონომის')დააქცია, ანუ ის ქვეყნები, სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა კრიზისამდე. მაგ, ბრაზილიაც დიდად დაზარალდა, ირლანდიაც და ლატვია საერთოდ გაანადგურა, რომლებიც მანამდე ეკონომიკური ზრდის ტემპებით ლიდერები იყვნენ. ასეთი იყო რუსეთიც.

 

სტრატეგიულ პრიზმაში კი პირიქით, ძალიან დიდი დივიდენდები მოუტანა, რადგან მთელმა მსოფლიომ ნახა, კტო ვ დომე ხოზიაინ. რაზეც მოგვიანებით განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს, რაც ჩემზე კარგად უწყით. თუნდაც აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რაც შეეხება რეაქციას , თავიდან იგი ჩაფიქრებული იყო როგორც ოკუპანტების წინააღმდეგ აქცია და ომმა დაადასტურა რომ აუცილებელი და საჭირო იყო მისი განხორციელება.

რაც სექტემბერში მოხდა .....ეს ჯაჭვი არ იყო,არამედ სახელიც კი არ ქვია . რეაქციის იდეა იმჰო გააბანძეს . :yes:

სამწუხაროდ არც ხელისუფლებას , არც საპატრიარქოს(რომელმაც ასევე შორს დაიკავა თავი "პოლიტიზირების" მოტივით ) არ ეყოთ ჯანსაღი აზრი მაშინდელი ინიციატივა სწორ დროს ,სწორ ვითარებაში განხორხიელებულიყო.

 

 

ერთი ანეგდოტი მახსენდება ამასთან დაკავშირებით: ოდესის 'დიკი' პლიაჟზე რაბინოვიჩს ეუბნება ნაცნობი: 'მოისეი აარონოვიჩ, რას ჰგავს ეს, ან ჯვარი მოიხსენით, ან ტრუსები ჩაიცვით'-ო.

 

ცხადია, ბატონი ადმინი 'ხარი დაკლეს მეც წამაკლეს' პრინციპით მოქმედებს. საპატრიარქო რა შუაშია იქნებ ამიხსნას ვინმემ? ან შენ არ ხარ სულ რომ იძახი, ეკლესიას ხმის ამოღების უფლება არა აქვსო?..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ისე ეს თემა ლუკაშენკოთი დაიწყო და სად წავედით.

 

ჰო, ლუკაშენკოს თემა ანეგდოტებით სრულდება ხოლმე საერთოდ. :givi:

 

ეს ანეგდოტი არ არის, ერთმა ბელორუსმა კოლეგამ მომიყვა - ნაღდი ამბავიაო.

 

ბატკო თვითმფრინავით სადღაც მიფრინავდა. თიბვის დრო იყო. გადმოუხედია თვითმფრინავიდან და ხედავს თივის ძნებს (თუ რა ჰქვია). დაჯდომა ბრძანა მოულოდნელად. დაიბარა ადგილობრივი რიონული ხელმძღვანელობა და სულ დედა აგინა, რა ქაოტურად დაგიდგავთ ეს ძნებიო. ჰოდა, მას შემდეგ ყველა რაიონში ძნებს თიბვის შემდეგ გეომეტრიული ფიგურების ფორმით და უზუსტესი სიმეტრიით დგამენ ხოლმე.

 

აი, ეფექტური მმართველობა ამასა ჰქვიან. თქვენ კი დემოკრატიაზე ბაზრობთ ხოლმე, რა :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

მიტაცებული ტერიტორიები არცერთ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას არ უღიარებია, ხოლო ლუკაშენკომ ეს იმიტომ არ გააკეთა რომ ბევრს ითხოვდა ამაში და არ მისცეს.

სწორედ სარკოზიმ შეაჩერა რუსები თბილისში რომ არ შემოსულიყვნენ და არა ჩეინიმ ან მაკკეინმა. ეს მან მიშას ბოლო შეხვედრაზე უთხრა და მიშასგან უარყოფა არ მომისმენია.

მისტრალის მიყიდვა რომ გააპროტესტეთ, რა რამე გამოვიდა?თქვენი ორგანიზაცია სწორედ ისეთი საქმეებითაა დაკავებული, რომლიდანაც წინასწარ იცის რომ არაფერი არ გამოვა. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესობას ამას ჩვენ თუ არ მივხედეთ, რა ვინმე გაგვიკეთებს? არ გავაკეთებთ და მიშა იქნება და იქნება, როგორც თვითონ მიგვანიშნა 60 წელი. თუმცა ვაჟა ადამიას და კიკას ეს მგონი აწყობს, მათ გამონათქვამებს თუ გადავხედავთ.

ხო კიდევ ბატონო შამილ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის რუსებთან კავშირის გამო აღშფოთებას რომ არაერთგზის გამოხატავდით, მიშას ბოლო განცხადებაზე რაღაც არაფერს არ ამბობთ.

ეს დღეები მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ გადართული, თან ქალაქშიც არ ვარ და არ ვიცი რა განცხადება გააკეთა. იქნებ დაწეროთ ან თემა გახსნათ ?

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პუტინი და მედვედევი ორ ადამიანს ვერ იტანენ განსაკუთრებით. სააკაშვილს და ლუკაშენკოს.

 

როგორც პაველ ფელგენგაუერი ირწმუნება და მისივე თქმით როგორც ამას კრემლის კულუარებში ჩურჩელებენ ამ სიძულვილის საიდუმლო გარდა პოლიტიკური დაპირისპირებისა ამ ორი პრეზიდენტის ( სააკასვილი და ლუკაშენკო ) სიმაღლესა და ახოვან გარეგნობაში უნდა იმალებოდეს

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ სიძულვილის საიდუმლო გარდა პოლიტიკური დაპირისპირებისა ამ ორი პრეზიდენტის ( სააკასვილი და ლუკაშენკო ) სიმაღლესა და ახოვან გარეგნობაში უნდა იმალებოდეს

გადავჭრათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს დღეები მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ გადართული, თან ქალაქშიც არ ვარ და არ ვიცი რა განცხადება გააკეთა. იქნებ დაწეროთ ან თემა გახსნათ ?

 

მიხეილ სააკაშვილი - საქართველო მზად არის რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს

17:48 29-06-2010

საქართველო მზად არის რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს .

ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

~ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ნორმალიზაციაზე, რაც გულისხმობს 500 ათასამდე დევნილის - ეთნიკურად ქართველების, ეთნიკურად აფხაზების, ეთნიკურად ებრაელებისა და ბერძნების, უკრაინელების, ესტონელებისა და სხვათა დაბრუნებას მათ მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ უერთიერთობებს~", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს არანაირი ინტერესი არ აქვს რუსეთთან კონფრონტაციის და მზად არის დიალოგისთვის რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომელიც, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ყველა საერთაშორისო ნორმის დაღვევით არის არჩეული.

~მიუხედავად ამისა, ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკებათა პარტნიორს; მათთან გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იქნება აღიარებული, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს იყოს რუსეთის პარტნიორი~, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

აბა ნოღაიდელი იმას კი არ იძახდა საქართველო რუსეთს უნდა ჩავაბაროო.

კუკავა და კობაც იგივეს იძახდნენ.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ამას რას უწუნებ?

რაც გულისხმობს 500 ათასამდე დევნილის - ეთნიკურად ქართველების, ეთნიკურად აფხაზების, ეთნიკურად ებრაელებისა და ბერძნების, უკრაინელების, ესტონელებისა და სხვათა დაბრუნებას მათ მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ უერთიერთობებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი - საქართველო მზად არის რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს

17:48 29-06-2010

საქართველო მზად არის რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს .

ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

~ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ნორმალიზაციაზე, რაც გულისხმობს 500 ათასამდე დევნილის - ეთნიკურად ქართველების, ეთნიკურად აფხაზების, ეთნიკურად ებრაელებისა და ბერძნების, უკრაინელების, ესტონელებისა და სხვათა დაბრუნებას მათ მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ უერთიერთობებს~", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს არანაირი ინტერესი არ აქვს რუსეთთან კონფრონტაციის და მზად არის დიალოგისთვის რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომელიც, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ყველა საერთაშორისო ნორმის დაღვევით არის არჩეული.

~მიუხედავად ამისა, ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკებათა პარტნიორს; მათთან გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იქნება აღიარებული, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს იყოს რუსეთის პარტნიორი~, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

აბა ნოღაიდელი იმას კი არ იძახდა საქართველო რუსეთს უნდა ჩავაბაროო.

კუკავა და კობაც იგივეს იძახდნენ.

პოლიტიკა ასე არ კეთდება, როდესაც მხარესთან არის დაძაბული მდგომარეობა ხდება კულუარული, არაოფიციალური მოლაპარაკებები, ხოლო შემდეგ უკვე კეთდება განცხადება,

თუკი დავუკვირდებით ნაცმოძრაობის ტელევიზიების ტონს, რუსეთი მტერია, რაიმე ცვლილება რომ იყოს რეალური

ტონი შერბილდებოდა,

:yes:

მოკლედ, ეს განცხადებები არაფერს არ ნიშნავს, არც რუსეთისკე შებრუნებას და არც რაიმე ახალი ფურცხლის დაწყებას,

 

 

ბლა-ბლა-ბლა-ბლა,

 

იმაზე ვილაპარაკოთ რომ ყველაფერი რაც ამდენი წელი წამართვი დამიბრუნეო :(

არაა გათვლილი რაიმე შედეგზე, ასე საქმე არ კეთდება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი - საქართველო მზად არის რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს

17:48 29-06-2010

საქართველო მზად არის რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს .

ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

~ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ნორმალიზაციაზე, რაც გულისხმობს 500 ათასამდე დევნილის - ეთნიკურად ქართველების, ეთნიკურად აფხაზების, ეთნიკურად ებრაელებისა და ბერძნების, უკრაინელების, ესტონელებისა და სხვათა დაბრუნებას მათ მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ უერთიერთობებს~", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს არანაირი ინტერესი არ აქვს რუსეთთან კონფრონტაციის და მზად არის დიალოგისთვის რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომელიც, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ყველა საერთაშორისო ნორმის დაღვევით არის არჩეული.

~მიუხედავად ამისა, ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკებათა პარტნიორს; მათთან გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იქნება აღიარებული, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს იყოს რუსეთის პარტნიორი~, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

აბა ნოღაიდელი იმას კი არ იძახდა საქართველო რუსეთს უნდა ჩავაბაროო.

კუკავა და კობაც იგივეს იძახდნენ.

ხაზგასმულ ადგილებს დაუკვირდით, ეს არ არის წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყება. ნოღაიდელი, ბურჯანაძე, კუკავა და დავითაშვილი სიტყვა დეოკუპაციის ხსენებას თბილისშიც ვერ ბედავენ თამამად, არათუ კრემლში.

 

ეს სამართლიანობისთვის ავღნიშნე, თორემ ისე რა თავს ვიდებ და ვამართლებ სააკაშვილს, მაგან თუ სრულ უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყვიტა, თუნდაც დეოკუპაციის შესახებ დიალოგის ფორმატში კატეგორიულად მიუღებელი ხდება საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის ( ისეთივე მიუღებელი როგორიც ნოღაიდელი, ბურჯანაძე, კუკავა, დავითაშვილი და სხვა რუსეთუმეები ). ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ირაკლი წერეთლის ინტერვიუ სადაც ის ამბობს რომ სააკაშვილი რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში უფრო უკომპრომისოა ვიდრე ეს ოპოზიცია ჩაწერილია სააკაშილის ამ ინტერვიუმდე. მე შევეხმიანები წერეთელს, და ალბათ გააკეთებს საგანგებო განცხადებას სააკაშვილის ამ ინტერვიუს შესახებ, რომელსაც აუცილებლად დავდებ ფორუმზე.

 

თუმცა მიუხედავად იმისა რომ ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის ( და პირადად ჩემთვის )სრულ უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თუნდაც დეოკუპაციის შესახებ დიალოგის ფორმატში კატეგორიულად მიუღებელი და უპრინციპო, ანტიეროვნული ნაბიჯია, მაინც უნდა ავღნიშნო რომ დიდი განსხვავებაა კრემლში საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ვიზიტებსა ( რაც ვიმეორებ კატეგორიულად მიუღებელი და ანტიეროვნული ნაბიჯია ჩვენთვის ) და ოპოზიციის მოღალატეობრივ ვიზიტებს შორის.

 

ირაკლი წერეთლის ინტერვიუ სადაც ის ამბობს რომ სააკაშვილი რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში უფრო უკომპრომისოა ვიდრე ეს ოპოზიცია ჩაწერილია სააკაშილის ამ ინტერვიუმდე. მე შევეხმიანები წერეთელს, და ალბათ გააკეთებს საგანგებო განცხადებას სააკაშვილის ამ ინტერვიუს შესახებ, რომელსაც აუცილებლად დავდებ ფორუმზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...