FIORENTINO Posted August 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2008 მაკეინი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მწყობრიდან გამოსვლა ან რუსეთის კონტროლქვეშ მოქცევა მნიშვნელოვნად გაამყარებს მოსკოვის პოზიციებს და ზეწოლის ბერკეტებს ენერგობაზარზე აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაკეინი რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების დამოუკიდებლად ცნობის შესახებ "ფაქტობრივ ანექსიასა" და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას უწოდებს. "მოსკოვის ქმედება საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას იმსახურებს და რუსეთმა უნდა შეიგნოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევას შედეგები მოყვება", - განაცხადა მაკეიმნა. რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თეთანხმება არ შეუსრულებია და საოკუპაციო ჯარები კვლავ არ ტოვეენ ქალაქ ფოთს, რომელსაც არავითარი კავშირიარ აქვს კონფლიქტის ზონასთან და არც იმ "ბუფერულ ზონასთან", რომლის შექმნას რუსეთი ცხინვალის რეგიონის გარშემო აპირებს. ამერიკელი სენატორის თქმით, რუსი სამხედროპების ფოთში ყოფნის მიზეზი საქართველოს შავი ზღვის უმსხვილეს პორტზე ეკონომიკური ბლოკადის შენარჩუნებაა. მაკკეინმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადის უმსხვიესი ნავთობსადენი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. მისი ზრით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მწყობრიდან გამოსვლა ან რუსეთის კონტროლქვეშ მოქცევა მნიშვნელოვნად გაამყარებს მოსკოვის პოზიციებსა და ზეწოლის ბერკეტებს ენერგობაზარზე. "თუ ნავთობსადენი განადგურდება, ან რუსეთსი კონტროლქვეშ მოექცევა, გლობალური ენერგომიწოდების დამოკიდებულება მოსკოვზე მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მსოფლიო ენერგეტიკის ბაზარზე მნიშვნელოვნად აისახება", - განაცახადა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.