planetanews Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთმა გამორჩეული არგენტინის ეროვნულმა ნაკრები გუშინ 1/8-ფინალურ შეხვედრაში მექსიკას დაუპირისპირდა. არგენტინამ, შეიძლება ითქვას, მექსიკური ბარიერი იოლად გაიარა და 1/4-ფინალში გერმანიას შეხვდება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი სამხრეთ ამერიკელთა უპირატესობით დაიწყო და ჩინებულ მომენტებსაც ქმნიდნენ მექსიკელთა კართან. შეხვედრის პირველი გოლი 26-ე წუთზე კარლოს ტევესმა თავური დარტყმით გაიტანა - 1:0. სულ ცოტა ხანში კი ჰიგუაინმა მატჩის 33-ე წუთზე ორამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არგენტინელთა სასარგებლოდ 2:0 გახლდათ. რაც შეეხება მატჩის მეორე ნახევარს, 52-ე წუთზე შორეული დისტანციიდან ულამაზესი გოლი გაიტანა ტევესმა და დუბლიც გაიფორმა. მექსიკელებს შეხვედრის განმავლობაში ჰქონდათ მომენტები და მხოლოდ ერთელ შეძლეს კარის დალაშქვრა. მატჩის 71-ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა ორამდე დაიყვანა სხვაობა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 3:1. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts