Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სტალინის ძეგლის ახალი მისამართი


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=1794&NrImage=2

 

სტალინის მონუმენტის პროექტი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე

 

 

 

გორის საკრებულოში უკვე მზადაა სტალინის მონუმენტის პროექტი. 6-მეტრიანი ძეგლი მისი სახლის წინ, სკვერში, განთავსდება. თავდაპირველად კი კვარცხლბეკი აიგება. ჯერჯერობით, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს, ახალი კვარცხლბეკი იგივე სიმაღლისა იქნება თუ არა, როგორიც ძველი იყო. როგორც საკრებულოში ამბობენ, არ უნდათ, რომ ძეგლმა სხვა ობიექტები დაფაროს, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ პროექტში მცირე ცვლილებები შევიდეს და კვარცხლბეკი ოდნავ დაბალი იყოს.

 

გორში დღემდე მსჯელობის საგანია, იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სტალინის მონუმენტის დემონტაჟის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული. 26 ივნისს, ძეგლის დემონტაჟის დღეს, ადგილობრივი ხელისუფლება აშკარად დაბნეული ჩანდა და გადაწყვეტილების შესახებ არაფერს ამბობდა. ამის მაგალითად პარასკევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თემურ ხაჩიურთან ჩაწერილი ინტერვიუც გამოდგება, როგორც მან განაცხადა, ძეგლის დემონტაჟის შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი და მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყო, რომ მონუმენტი მუზეუმის ტერიტორიაზე გადაჰქონდათ.

 

წინა და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ საკრებულომ გადაწყვეტილება 16 ივნისს , წინა მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, მიიღო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ გაახმაურეს. ხმალაძე აცხადებს, რომ რესტავრირებული მონუმენტი მუზეუმის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთ თვეში განთავსდება.

 

„ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა. 16-ში მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. რაც ნაკლები ადამიანი იქნებოდა, მით მეტად დავიცავდით მათ უსაფრთხოებას. მოგეხსენებათ, ქუთაისის შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. ამიტომ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი ღამის საათებში განხორციელდა “ –ასე ახსნა საკრებულოს გადაწყვეტილების გასაიდუმლოება ზვიად ხმალაძემ.

 

საკრებულოს სხდომის ჩატარებას ადასტურებს ალიანსის წევრი დავით რაზმაძეც. მისი თქმით, თავმჯდომარესთან ამ საკითხის შესახებ არაერთხელ ჰქონია საუბარი. რაზმაძეს დღესაც მიაჩნია, რომ საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე ეს საკითხი არ უნდა გადაწყვეტილიყო. რაც შეეხება იმას, თუ საკრებულოს გადაწყვეტილება რატომ არ გახმაურდა, რაზმაძე აცხადებს , რომ მან თავმჯდომარის თხოვნა შეასრულა.

 

16 ივნისის სხდომას არ დასწრებიან წინა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები. ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობამ დოკუმენტაცია გააყალბა. ყოფილი დეპუტატის თემურ აფხაზაშვილის აზრით, გადაწყვეტილება 26 ივნისს, მონუმენტის დემონტაჟის შემდეგ, მიიღეს და იგი 10 დღით უკან გააფორმეს.

 

„ჩემი ღრმა რწმენით, დოკუმენტების გაყალბებას აქვს ადგილი. წარმოიდგინეთ, მინიმუმ 17 კაცი ესწრებოდა სხდომას , მათგან კი ქალაქში ვერავინ ვერაფერი გაიგო? ეს ხომ წარმოუდგენელია. ძალიან მიკვირს რაზმაძის პოზიცია, რა, ბიბლია ხომ არ შეუტანეს და დააფიცეს, არსად თქვათო. გამორიცხულია უბრალოდ. ერთი დანაშაული ისიც არის, რომ ჩვეენი ფრაქციის არცერთი წევრი არ ყოფილა გაფრთხილებული“- ვერ იჯერებს აფხაზაშვილი 16 ივნისს საკრებულოს სხდომის ჩატარებას.

 

გორელების დიდი ნაწილი , მონუმენტის დემონტაჟის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ ღამით ძეგლის აღების ფორმა არ იყო მისაღები. ადგილობრივი კომუნისტების ლიდერს ალეკო ლურსმანაშვილს კი არ სჯერა, რომ სტალინის ძეგლს კიდევ სადმე დადგამენ.

 

ორი დღის განმავლობაში გორში არავინ იცოდა, სად წაიღეს სტალინის მოხსნილი მონუმენტი. ძეგლი ამჟამად ყოფილი სატანკო ბაზის ერთ-ერთ საწყობში ინახება, სადაც ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ რესტავრაციის შემდეგ სტალინის მონუმენტს მისი სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ.

 

ამავე თემაზე:

 

სტალინის ძეგლის ადგილსამყოფელი უცნობია

 

დღესასწაული, რომელიც არ შედგა

 

 

 

 

 

 

/get_img?NrArticle=1794&NrImage=20

 

სტალინის მონუმენტის პროექტი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...