planetanews Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში შესული ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, დღის წესრიგიდან მოხსნილია. ცვლილება, რომლის თანახმადაც, უმაღლეს სასწავლებლებს პირველი იანვირიდან დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა გადაეხადათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ საგადასახადო კოდექსის პროექტიდან ამოღებულია. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი პარლამენტის საფინანსო –საბიუჯეტი სხდომაზე ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას იმ ფაქტით ხსნიდა, რომ ქვეყანაში მსოფლიო კრიზისის კვალი ისევ არსებობს და, შესაბამისად, ქვეყანას დეფიციტი აქვს. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად კი მთავრობამ ახალ საგადასახადო კოდექსში სხვადასხვა ცვლილება შეიტანა. ერთ–ერთი ცვლილება სწორედ უმაღლესი სასავლებლების18 %–ით დაბეგვრა იყო. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მომავალი წლიდან ყველა მომგებიანი სექტორი უნდა დაბეგრილიყო, მათ შორის კერძო უმაღლესი სასწავლებლები. ცვლილებას მოწინააღმდეგენი თავიდანვე გამოუჩნდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ამავე სხდომაზე მინისტრს მიმართა: „ამ ცვლილებით, შესაძლოა, მხოლოდ ჩემმა და თქვენმა შვილმა შეძლოს სწავლა“. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძემაც აღნიშნა, რომ ეს ცვლილება სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს უდაოდ გაზრდიდა. მას შემდეგ, რაც ახალ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ცნობილი გახდა, საპროტესტო აქციებით სტუდენტებიც გამოვიდნენ. მათი აზრით,წელიწადის ამ დროს მთავრობამ იმიტომ შეიმუშავა ცვლილება ამ სექტორში, რომ არდადაგებია და სტუდენტები ვერ შეძლებენ აქციების გამართვას,– „ჩვენ ოფიციალურადაც გვინდა განცხადების გადაგზავნა, რათა კანონპროექტიდან ეს ცვლილება ამოიღონ და ისედაც დიდი გადასახადი აღარ გაზარდონ“, – განაცხადა მე- 4 კურსის სტუდენტმა სალომე გელუტაშვილმა. სტუდენტებმა განცახადების გაგზავნა მთავრობაში ვეღარ მოასწრეს- გაირკვა, რომ მთავრობა სასწავლებლებს აღარ დაბეგრავს. „ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული სფერო სახელმწიფოს მხრიდან წახალისებულია, რათა განსაკუთრებულად განვითარდეს“, –აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა. ასევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ. განათლების სამინისტროს ინიციატივით შეიქმნება ე.წ. ენდაუმენტის ფონდი. აღნიშნული ფონდი გულისხმობს იმას, რომ უმაღლესი სასწავლებლის ფული შეინახება ბანკში და ამ თანხას დამატებული პროცენტი სტუდენტების სწავლა–განათლებას მოხმარდება. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ კანონპროექტზე 2 კვირის მანძილზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი იმუშავებს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts