lasha1997 Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 Saturnვერ კი არა არ ჩასვამენ ჩემი აზრით და აი რატომ:მშვენიერი პიარ მასალაა. კაცი რომელიც გაიქცა საქართველოდან რუსეთში, მიხვდა რომ რუსეთი უარესი ქვეყანა იყო ვიდრე საქართველო და დაბრუნდა უკან ასე რომ ცოტა ხანში asds "რ2"-ზე და "იმედში" რომ გაიჩითოს, არ გაგიკვირდეთ შეიძლება,მაგრამ პიარის შემდეგ გაამწესებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 ვეფხვიშენზე გახმაურებულები დაუბრედიათ აი... ვაი,ვაი, ვაი! ღმერთმა დაგიფაროს მაგრამ მაინც... გირჩევ რომ ევროპისკენ გადაინაცვლო... ვიცი რომ ჯობია ვეფხვო, ამაზე არც ვკამათობ, მაგრამ ვერ მოვდივართ მაგ ევროპამდე და რა ვქნა? რუსეთს რომ თავშესაფარი ვთხოვოთ არ გვინდა.. ოჯახში ვისაუბრეთ ამ თემაზე, ვიფიქრეთ და მესმის რომ რისკია, მაგრამ რავიცი აბა რუსეთისთვის თავშესაფრის თხოვნას და თავის დამცირებას ნაღდად საქართველოში დაბრუნება და გარისკვა გვირჩევნია.. დაბრედვაზე თუ მიდგა საქმე და აქაც უპრობლემოდ მომკლავენ მამენტ იცი შენ ეგ და რავიცი მამენტ, მართლა პარანოიკები უნდა იყვნონ ეგეთი რამე რომ იკისრონ.. არ ვარ რა სამწუხაროდ რეჟიმისთვის საფრთხე და მე რომ მკითხო არც არასდროს ვყოფილვარ, ყოველ შემთხვევაში დღეს აგერ საკუთარი თავის გარდა არანაირ რესურსს არ ვფლობ რეჟიმს რომ დაუპირისპირდე და აქედან გამომდინარე ვერც ჩემი დაჭერის და ვერც ჩემი დევნის აზრს ვერ ვხედავ.. ვიღაცა შუა რგოლის სოდელმა ან კუდელმა მოინდომა ალბათ რა თავის დროზეც თავის გამოჩენა და ანკესზე წამოგება თორე არა მგონია რეჟიმის თუნდაც მეტ ნაკლებად გავლენიან ფიგურებს ჩემი დევნის და ჩემზე ზეწოლის გადაწყვეტილება მიეღოთ, მით უმეტეს რომ მაგათ რომ სდომებოდათ ისე გამაქრობდნენ კაცი შვილი ალი კვალს ვერ გაიგებდა ეჭვი არ მეპარება.. ხრენ ეგო ზნაეტ მოკლედ.. მე მაგათი მუშაობის სპეციფიკა არ ვიცი და არც ის თუ რა კრიტერიუმებით წყვიტავენ ვიზე უნდა განახორციელონ ზეწოლა და ვიზე არა.. იმიტოა რომა რა უნდოდათ სიმართლე გითხრა დღემდე არ ვიცი, ბოლო ბოლო მთელი მედია ხელში აქვთ და ვიღაცა ასდს და ერთი ციცქნა რედაქცია რას უნდა გამხდარიყო ამისთანას, რომ საფრთხედ აღექვათ? კიდევ უფრო ძნელი გასაგებია რა უნდოდათ იმის მერე რაც რედაქცია დაიხურა? ხოდა ეგრე .. ექსპერიმენტი ნა სვაიუ ჟოპუ ნე ნადო პრავადიტ... ძალიან რისკავ! გაუმართლებლად! სხვა რა ვარიანტია რო? სხვა უკეთესი ვარიანტის არარსებობაა პრობლემა თორე საქართველოში რომ ჩემი და ჩემისთანების ადგილი არ არის მაგას დიდი ხანია ვხვდები, დიდი ხანი. დაბადებიდან მგონი :018: მამენტ წიგნებს უნდა ვწერდე ტო იმდენს უკაკუნებ კლავიატურას : )))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 კაცო მე მგონი ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა შენს მდგომარეობაში. მინიმუმ ოჯახის ამბეში მაინც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 babuagiorgiკაცო მე მგონი ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა შენს მდგომარეობაში შენ ეგეთ რჩევებს ნუ აძლევ ამ კაცსს.გაგიტყდება იცოდე და შენი საქმე არ არის ეგ რას გააკეთებს.არც ჩემი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 lasha1997 გარანტიები მოგცეს თუ როგორ? ვინ რა გარანტიებს მოგვცემს დიტო რას უბნობ აბა? გადაგვყვებიან თან კიდო : ))) მე რომ გითხრა დაგეხმარები მეთქი აქედან,მოვიტყუები და მართლა წარმატებებს გისურვებ მომავალ ცხოვრებაში.უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. იცოცხლე დიტო, იცოცხლე და გაიხარე ამ და ყველა სხვა ცხოვრებაში.. უშეცდომო კიდო ქე ვიცით ვინც იყო და ვის და რის გამოც გააკრეს.. იმის მერე და მანამდე უშეცდომოები არ იბადებიან და არ იბადებოდნენ : ))) ჩემის აზრით შეცდომას უშვებ და ისე გაგამწარებენ ინანებ აუცილებლად. მოსდღვნიათ პატრონი ბოლო ბოლო. ერთხელ დავიბადე და ერთხელ წავალ რა იმ ქვეყნად. თუ რამე და იქამდე არ მივიდეს თორე საკუთარი თავის წერილზე გაშვება ხო მაინც შეგიძლია ყოველთვის.. პიზდეცი პონტია მართალია მაგრამ რავი ტო დაუკრეფავში ვერ გადავალ და უსაშველოდ ვერ გავაბუქებ სიტუაციას.. შეიძლება არც არაფერი ცუდი არ მოხდეს, თავში ქვა გიხლია მუცელში სამართებელიო მითხრან და ამით დამთავრდეს ეს ისტორია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 babuagiorgi შენ ეგეთ რჩევებს ნუ აძლევ ამ კაცსს.გაგიტყდება იცოდე და შენი საქმე არ არის ეგ რას გააკეთებს.არც ჩემი. დიდტო, ჰაერში დარჩა პატარა ბავშვით და ორსული ცოლით. სანამდე? რუსეთის იქეთ შანსი არ აქვს ოჯახით, მარტო არ უნდა. ამ შემთხვევაში თუ ოჯახს სახურავი მაიც ექნება საქართველოში სწორი ქცევაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 asdsვერ მოვდივართ მაგ ევროპამდე და რა ვქნა? რუსეთს რომ თავშესაფარი ვთხოვოთ არ გვინდა.. ოჯახში ვისაუბრეთ ამ თემაზე, ვიფიქრეთ და მესმის რომ რისკია, მაგრამ რავიცი აბა რუსეთისთვის თავშესაფრის თხოვნას და თავის დამცირებას ნაღდად საქართველოში დაბრუნება და გარისკვა გვირჩევნია.. რაღაცნაირად უნდა მოახერხო ევროპისკენ გამოპარვა... ოღონდ არა პოსკომუნისტურ ქვეყნებში... ხომ იცი ფული ჯოჯოხეთს ანათებსო... ხოდა ყველაფერი შესრულებადია, მთავარია მონდომება... აქ უპრობლემოდ მოქცემენ თავშესაფარს და შენი ოჯახიც დაზღვეული იქნება! asdsდაბრედვაზე თუ მიდგა საქმე და აქაც უპრობლემოდ მომკლავენ მამენტ იცი შენ ეგ და რავიცი მამენტ, მართლა პარანოიკები უნდა იყვნონ ეგეთი რამე რომ იკისრონ.. მანდ ყოფნით შენ მიშმაკაკებისთვის და ყაყებისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენ და თავსაც არ შეიწუხებენ შენთვის... არ ვარ რა სამწუხაროდ რეჟიმისთვის საფრთხე და მე რომ მკითხო არც არასდროს ვყოფილვარ, ყოველ შემთხვევაში დღეს აგერ საკუთარი თავის გარდა არანაირ რესურსს არ ვფლობ რეჟიმს რომ დაუპირისპირდე და აქედან გამომდინარე ვერც ჩემი დაჭერის და ვერც ჩემი დევნის აზრს ვერ ვხედავ.. ამათთვის ხომ იცი მტერი ყოველთვის მკვდარი სჯობიაო... მინიმუმ ციხეში მაინც... ვიღაცა შუა რგოლის სოდელმა ან კუდელმა მოინდომა ალბათ რა თავის დროზეც თავის გამოჩენა და ანკესზე წამოგება ოო... ზუსტადაც მასეთი განუკითხაობა და იდეოლოგია რომ არის იმიტომაც არ გირჩევ დაბრუნებას... სხვა რა ვარიანტია რო? გითხარი უკვე, ევროპა! ფული ჯოჯოხეთს ანეთებსო... ზოგან ევროპასაც! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 ვინ რა გარანტიებს მოგვცემს დიტო რას უბნობ აბა? გადაგვყვებიან თან კიდო : ))) დიდტო, ჰაერში დარჩა პატარა ბავშვით და ორსული ცოლით. სანამდე? რუსეთის იქეთ შანსი არ აქვს ოჯახით, მარტო არ უნდა. ამ შემთხვევაში თუ ოჯახს სახურავი მაიც ექნება საქართველოში სწორი ქცევაა. არ ვიცი და რჩევასაც ვერ მივცემ. სატურნამ მართალი სთქვა,საპიაროდ გაოიყენებენ,მაგრამ მერე რა იქნება ხუ ევო ზნაეტ.მე პას რჩევებისაგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 ვეფხვირაღაცნაირად უნდა მოახერხო ევროპისკენ გამოპარვა... ოღონდ არა პოსკომუნისტურ ქვეყნებში... ხომ იცი ფული ჯოჯოხეთს ანათებსო... ხოდა ყველაფერი შესრულებადია, მთავარია მონდომება... აქ უპრობლემოდ მოქცემენ თავშესაფარს და შენი ოჯახიც დაზღვეული იქნება! კი ბატონო ევროპამდე ჩამოსვლა კარგია მაგრამ ეგ რომ მოვახერხოთ სულ ცოტა 10-15 000 მწვანე გვჭირდება, ასეთ ფულს ვერავინ მასესხებს.. ასე რომ რეალურზე ვიფიქრო ჯობია თორე ევროპაში ვცვხოვრობდი წლები და ასე თუ ისე კი ვიცი რა როგორ და რანაირად.. თქვენ რაცხა მეტისმეტად პესიმისტი ხალხი ყოფილხართ ძმაუ : ))) babuagiorgiდიდტო, ჰაერში დარჩა პატარა ბავშვით და ორსული ცოლით. სანამდე? რუსეთის იქეთ შანსი არ აქვს ოჯახით, მარტო არ უნდა. ამ შემთხვევაში თუ ოჯახს სახურავი მაიც ექნება საქართველოში სწორი ქცევაა. ეგ არის რა ბაბუ თორე მეც ვიცი ევროპამდე ჩამოსვლა რომ იქნებოდა ყველაზე კარგი ვარიანტი, ოჯახს ნორმალურ ქვეყანაში დავაბინავებდი და მერე სიკვდილიც ალალი იქნებოდა ჩემზე : ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 (edited) asds თქვენ რაცხა მეტისმეტად პესიმისტი ხალხი ყოფილხართ ძმაუ პესიმისტი არა! რეალისტი! მიაკითხე მაქაური შვეიცარიის სექციაა თუ რაც არის... იქნებ რამე გირჩიონ თვითონ შვეიცარიელებმა... მარტო ოჯახი რომ დააბრუნო საქართველოში და შენ ევროპისკენ რამენაირად მოხიო ეგეც გამოსავალია... ქალს და ვაბშვს საქართველოში არაფერს მოსთხოვენ და მერე კი შეძლებდი მათ წაყვანასაც ევროპისკენ... Edited June 28, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 (edited) asds მე შენს ადგილზე მივიდოდი ოჯახით რომელიმე ევროპის საელჩოში და მივიბამდი თავს ბორკილებით.მართლა. შენ რომ დაგიჭირონ,ოჯახს ვინ მიხედავს? შენ იმისთანა გაქვს ჩადენილი,არ გაპატიებენ და ნეტავი ვსცდებოდე. Edited June 28, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2010 babuagiorgi გიორგი,ცინდელიანის თემა შენ გახსენი და ამას არც ნაკლები ჩაუდენი რომ იცოდე.ნუ იმათი აზრით,თორემ მე პროსტა მაშინაც არ მომეწონა ეს საქციელი,მაგრამ არც არაფერი არ მითქვას.რადგან რა როგორ იყო არ ვიცოდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2010 ვეფხვიპესიმისტი არა! რეალისტი! მიაკითხე მაქაური შვეიცარიის სექციაა თუ რაც არის... იქნებ რამე გირჩიონ თვითონ შვეიცარიელებმა... მაგათ 7 თვის წინ მივაკითხე როცა მოსკოვში ჩავედით და კაი გულიანად დაიკიდეს ფეხებზე, ხოდა ეხლა უკვე ჩრდილოთ ოსეთში ვართ და შვეიცარიელებს აქ ვერანაირად ვერ მივაკითხავ : )) მერეა და მოსკოვიდან როგორ ჩამოვედით ეს უსაბუთო ხალხი ეგ ხო ცალკე ისტორია იყო და ეხლა კიდო მოსკოვამდე წასვლის ისტორიაც გავიგო როგორი იქნება? : )))) აზრი? მარტო ოჯახი რომ დააბრუნო საქართველოში და შენ ევროპისკენ რამენაირად მოხიო ეგეც გამოსავალია... ქალს და ვაბშვს საქართველოში არაფერს მოსთხოვენ და მერე კი შეძლებდი მათ წაყვანასაც ევროპისკენ... ეგ გამორიცხულია, ოჯახს ვერ დავტოვებ.. ოჯახს ვერ დავტოვებ თუ ჩემი ოჯახის გვერდით ყოფნით ისევ ოჯახს არ შეუქმნი საფრთხეს თორე რავიცი, ერთი ვარიანტია ს პონტში აგერ და ისიც ძალიან თეორიული რომ ოჯახმა აქ თავშესაფარი მოითხოვოს და მე კიდო მთა მთა გადავიდე საქართველოში და ერთი კარგა ხნის წინ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვცადო.. ამ თეორიულ შესაძლებლობაზე ყურადღების გამახვილება კიდო არ ღირს ვგონებ lasha1997asds მე შენს ადგიზე მივიდოდი ოჯახით რომელიმე ევროპის საელჩოში და მივიბამდი თავს ბორკილებით. მართლა.მიიბავდი თავს და ხელათ გაგაქანებდნენ ფსიხუშკაში ძმაო, არ მოგერიდებოდნენ დამიჯერე : )))) რუსეთია დიტო, ადამიანის სიცოცხლე როგორც 100 და 200 წლის წინ ეკიდათ ფეხებზე ეგრე კიდიათ დღესაც... შენ იმისთანა გაქვს ჩადენილი,არ გაპატიებენ და ნეტავი ვსცდებოდე. რა მაქვს ჩადენილი აბა? ცხინვალში გადავედი და რა მერე? ქვეყნის ღალატი და ეგეთები მაგ გოთვერნებმა იქით მოიკითხონ, მე იმ საქართველოს ერთგული ვარ რომელიც და როგორიც ჩემ გულშია თორე საკუთარი ხალხის ძირითად მტარდ ქცეული დღევანდელი "ქვეყანა საქართველო" რომ მაგარი ანომალიაა და საფუძვლიანად შესაცვლელი ამის თქმას არც საქართველოში ყოფნისას ვერიდებოდი და არც ეხლა ვერიდები.. კონფედერაციის მომხრე ვარ წლებია და კონფედერაციის მომხრე ვიქნები ყოველთვის, რაში მადარდებს მამენტ ვინმე სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი და მისი მიმდევრები რას და როგორ იფიქრებენ? არ მკიდია ტო? პირადი პრობლემები თუ აქვთ ჩემთან ეგ უკვე სხვა თემაა, მაგრამ დღევანდელ არაადეკვატურ სახელმწიფო საქართველოსთან მიმართებაშიც კი არანაირი კანონდარღვევა არ მაქვს ჩადენილი.. ხოდა მაგათი საპატიებელიც არაფერი მჭირს და არც საბოდიშო მაქვს ვინმესთან რამე.. შეიძლება საზოგადოებას გული დავწყვიტე ცხინვალში გადასვლით, მაგრამ იმავე საზოგადოებას ფეხებზე მკიდია დამოკიდებულება რომ არ ქონდეს ყველაფრისადმი ალბათ არსად გაქცევა არ დამჭიდებოდა და არც ცხინვალი იქნებოდა აღქმული მტრად და მოწინააღმდეგედ.. ცხინვალიდან რუსეთში გადმოსვლის თემა ცალკე ისტორიაა და მამენტ მანდ მე უკვე ბევრს ვეღარაფერს ვწყვეტდი.. როცა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მომეცა უარი ვთქვით რუსეთის ტერიტორიაზე პოლიტიკური თავშესაფარის მიღებაზე და ეს ფაქტი მგონი რაღაცას ნიშნავს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2010 რა მაქვს ჩადენილი აბა? ცხინვალში გადავედი და რა მერე? ეგრე არ არის როგორც შენ ფიქრობ და გავეშვი მე ამ თემას.ვერ მოგცემ ვერანაირ რჩევას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2010 lasha1997ეგრე არ არის როგორც შენ ფიქრობ და გავეშვი მე ამ თემას.ვერ მოგცემ ვერანაირ რჩევას. ზუსტად ისეა როგორ მე ვფიქრობ რადგან მე ვიცი თუ ვიცი რეალურად რა და როგორ და არა ფსევდოპატრიოტიზმის წიაღში ჩაძირულმა შოვინისტმა ქართულმა საზოგადოებამ.. მერეა და ეს თემა სასაუბროდ გავხსენი და არა რჩევების მისაღებად.. რავიცი არიქა მიშველეთ და დამეხმარეთ მეთქი ხომ არ დამიწერია სადმე? ვსაუბრობთ რა, ფორუმია და ყველა თავის აზრს აფიქსირებს, თემაც პოლიტიკურია ალბათ რადგან რავიცი პოლიტიკურია მგონი ხოდა ეგ არის რა მამენტ : ))) 7 გვერდი შეივსო და ეს მომენტი თემის მინუსზე არ მიუთითებს ალბათ.. მერმე კიდო მე მაპატიეთ ეხლა საქართველოში რომ დავიბადე და საქართველოს მოქალაქე რომ ვარ, იმენნა მაგარი არ გაგიმართლათ ამ ჰამბავში, მაგრამ არ იდარდოთ კაცო დიდხანს არ გავჩერდებით თქვენ მიწაზე, პირველივე შესაძლებლობისთანავე დავახვევთ მანდედან და ამჯერად უკვე სამუდამოდ.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif ფრომის იმედია ჭეშმარიტი მამულიშვილები და პატრიოტები საბოლოოდ გააბრწყინებენ Georgia-ს არა რა სად ტრაკში ვაპირებ დაბრუნებას მამენტ : )))) მართლა ჯობია ევროპამდე ჩასვლა ვცადოთ, თუნდაც თერთმეტი ნომრით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.