Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბოსი:”ტორესი პროგრესირებს”


Recommended Posts

http://images.dailyradar.com/media/uploads/ballhype/photos_large/2008/05/19/Torres_Spain.jpg

 

ესპანელების მთავარმა მწრთვნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა რომ მისი შეგირდი ფერნანდო ტორესი პროგრესირებს, და ტორესი მალე გაიტანს გოლს.

 

 

 

დღესდღეობით ესპანელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ბევრი გოლი დავიდ ვილიას აქვს გატანილი, ფერნანდო ტორესი კი ვერა და ვერ ახერხებს გოლის შეგდებას, ყველას მოგეხსენებათ ფერნანდო ტორესმა წელს რა ტრამვები გადაიტანა. ესპანელების მწრთვნელი ვისენტე დელ ბოსკე კი აიმედებს ესპანეთის ქომაგებს რომ ტორესი შეძლებს 100 პროცენტით რეაბილიტაციას.

 

დელ ბოსკე:“ყველაზე მთავარია ის რომ იგი სტადიონზეა, მან 3 თამაში ითამაშა და მე ვხედავ რომ იგი პროგრესს განიცდის და უმჯობესდება”. “მას ჯერ გოლი არ აქვს გატანილი ეს ყველა ქომაგს თუ ფეხბურთის მაყურებელს აკვირვებს, ტორესის ფორმაში ყოფნა ძალზედ მნიშვნელოვანია რადგანაც იგი ძალზედ სახიფათო ფეხბურთელია ყველა მეტოქისთვის”.

 

თვითონ ტორესიც ამბობს რომ იგი ჯერ ვერ არის თავის ფორმაში.

 

ტორესი:“მე ვერ ვახერხებ ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას, ეს ძალიან რთულია ამდენი ოპერაციის შემდეგ”.

 

“მე ვგრძნობ რომ შევძლებ ძალების აღდგენას 100 პროცენტით უმოკლეს ხანში”. “ჩვენ მზად ვართ პორტუგალიასთან მატჩისთვის, აქამდე მოსვლა ჩვენ დავიმსახურეთ, უნდა ვიყოთ პოზიტიურად განწყობილები და არ უნდა ვიღელვოთ უნდა დავანახოთ ყველას რომ ფეთქებადები ვართ”. “ჩვენ შეგვიძლია დასახული მიზნის მიღწევა”.

 

ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...