planetanews Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიაში სტაბილურობის მხარდაჭერის მიზნით რეგიონს ეწვევა, 1–5 ივლისს ის იმოგზაურებს უკრაინაში, პოლონეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში, განაცხადა პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტმა.კიევში, კლინტონი შეხვდება უკრაინის ახალ პრეზიდენტ ვიქტორ იანიკოვიჩს, რომელმაც 25 თებერვალს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალაუფლების კონსოლიდაცია სწრაფად მოახდინა, რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა და განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. მისი წინამორბედი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერი იყო – ამბიცია, რომელის განხორციელებაც ვერ მოხერხდა რუსეთის გამო, რომელსაც მის საზღვრების გასწვრივ ნატოს ექსპანსია ანრისხებდა. შემდეგ ის დაესწრება დემოკრატიათა თანამეგობრობის, დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრას კრაკოვში, და ეწვევა სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებიც დიდი ხანია დაობენ მთიანის–ყარაბახის აჯანყებული რეგიონის გამო. მთიანი–ყარაბახთან ფრონტის ხაზზე ხშირად გაისმის სროლები, რომლებიც ზოგჯერ ფატალური შედეგითაც სრულდება. ამ პატარა მთიან რეგიონს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ, რომლებიც მეზობელი სომხეთის დახმარებით ექვსწლიან სეპარატისტულ ომში იბრძოდნენ. შაბათს, რეგიონთან ახლოს შეტაკების დროს ოთხი ეთნიკური სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. კლინტონის მოგზაურობის დაანონსებისას, სპიკერმა ფიჯეი ქროულიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობაში „უზარმაზარი ენერგია ჩადო“ და რომ ვიზიტი შეერთებული შტატების მხრიდან მათი დავების გადაწყვეტისთვის მზადყოფნის დემონსტრირებაა. დაახლოებით 30 000 ადამიანი დაიღუპა და მილიონმა სახლ–კარი დაკარგა, ვიდრე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდებოდა, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება შეთანხმების მიღწევა არასდროს მომხდარა და ეთნიკური სომხების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა არცერთ ქვეყენას არ უღიარებია. დავა დიდწილად მუსულმანურ აზერბაიჯანსა და დიდწილად ქრსიტიანულ სომხეთს საფრხეს უქმნის სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, კასპიის რეგიონიდან ევროპისკენ მიმავალ გაზის და ნავთობის მნიშვნელოვან მარშრუტს. კლინტონი მოგზაურობას საქართველოში დაასრულებს ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მხარდაჭერის ნიშნად. კრიტიკოსები ობამას ადმინისტრაციას იმაში ადანაშაულებენ, რომ ის რუსეთთან კავშირებს საქართველოს ფასად აუმჯობესებს – ბრალდება, რომელსაც აშშ–ს ჩინოვნიკები უარყოფენ. 2008 წლის აგვისტოში, ქართულ და აჯანყებულ ძალებს შორის შეტაკებებისა და მოსკოვს და წლების განმავლობაში აშშ–ს მოკავშირე თბილისს შორის მზარდი დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს თავდასხმას სამხრეთ ოსეთზე დაამნგრეველი შეტევით უპასუხა. „სახელმწიფო მდივნის მოგზაურობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მუდმივი ერთგულების რეალური დემონსტრირება იქნება“, – განუცხადა ქროულიმ რეპორტიორებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts