Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სტივი:”ვიმედოვნებ კაპელო დარჩება”


Recommended Posts

http://img.metro.co.uk/i/pix/2009/03/rooneyACTION_450x300.jpg

 

სტივენ ჯერარდს იმედი აქვს რომ მიუხედავად ინგლისის მარცხისა ფაბიო კაპელო მაინც დარჩება ინგლისის ნაკრებში.

 

 

 

სამი ლომის წამომადგენლები სამხრეთ აფრიკაში უდავო ლიდერებად იყვნენ ჩასულები და მათგან ყველა ელოდა იმას რომ, ისინი შეძლებდნენ აფრიკიდან ტიტულით დაბრუნებას, მაგრამ მათდა სამწუხაროდ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა, ინგლისმა 4:1 დათმო გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან, და ასპარეზობას საბოლოოდ გამოეთიშა. ეხლა კაპელო დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა როგორც ფანების ასევე ფედერაციის მხრიდან, მაგრამ ლივერპულისა და ინგლისის კაპიტანი სტივ ჯერარდი კი ფიქრობს რომ კაპელო არ უნდა წავიდეს და მასზე კარგად ინგლისს ვერავინ ვერ გაწრთვნის.

 

სტივი:“დიდი იმედი მაქვს კაპელო გუნდში დარჩება, ის მალე გაერკვევა თავის მდგომარეობაში”. “მე პირადად არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ მე მისი დარჩენა ძალიან მინდა ის არის ფანტასტიური მწრთვნელი ეს ჩემი აზრია და მას ვემხრობი”.

 

არავინ იცის შეძლებენ თუ არა ინგლისის ვარსკვლავები მომავალ მუნდიალზე თამაშს რომელიც 2014 წელს ბრაზილიაში გაიმართება, საუბარია ჯერარდზე, ლამპარდზე, ჰესკზე, ტერიზე, ფერდინანდზე და კიდევ სხვა გამოჩენილ ფეხბურთელებზე. სტივის საუბრიდან გამომდინარე იგი კიდევ ითამაშებს ერთ მუნდიალს.

 

სტივი:“ყველა გასახდელ ოთახში შეწუხებული და დამწუხრებული იყო მიზეზი გასაგებია, ყველა ფეხბურთელმა როგორც ერთად ისე ინდივიდუალურად უნდა გაათვიცნობიეროს თავისი მდგომარეობა”. “ჩვენ მოვემზადებით შემდეგი ტურნირისთვის და ხელს არ ჩავიქნევთ, და კიდევ თუ რაიმე კითხვები გექნებათ შეგიძლიათ თავად ფაბიო კაპელოს კითხოთ”.

 

ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...